ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი გამოვლინდა. RadarOnline-ის ცნობით, ეს 77 წლის მეფე ჩარლზ III-ია, რომლის ქონება 2.4 მილიარდ დოლარს აღწევს.

გამოცემის ინფორმაციით, სამეფო ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობას მიწის ნაკვეთები, მემკვიდრეობით მიღებულ საჰერცოგოები და გადასახადის გადამხდელები უზუნველყოფენ. გარდა ამისა, ოჯახის ზოგიერთ წევრს კერძო აქტივები აქვს.
მაგალითად, ჩარლზ III ლანკასტერის საჰერცოგოს მონარქის რანგში მართავს. 2025 წლის მანძილზე საჰერცოგომ დაახლოებით 32 მილიონი დოლარის მოგება გამოიმუშავა.

„ლანკასტერის საჰერცოგოდან მიღებული შემოსავალი მეფეს ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით განსაკუთრებულ ფინანსურ მდგომარეობას უქმნის. ეს უბრალოდ პირადი შემოსავალი არ არის – ის მეფის კონსტიტუციური როლის ფინანსურ საფუძველს ქმნის და უზრუნველყოფს მონარქიული სისტემის სტაბილურობას“, – განაცხადა სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ. იგივე წყარო დასძენს, რომ მეფის ძმამ, ენდრიუ უინძორმა, ტიტულების ჩამორთმევის შემდეგ ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგა.
![]()
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მეფე ჩარლზ მესამემ უმცროს ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვა და სასახლიდან გააძევა












