თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებას განიცდის. კომპანიებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ სტრატეგიული ხედვა, არამედ ადამიანური კაპიტალის განვითარება და ოპერაციული სრულყოფა. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხობს Bewise Georgia – ბიზნესგანვითარების პლატფორმა, რომელიც კომპანიებს სთავაზობს სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურებას სტრატეგიული განვითარების, ოპერაციების მართვისა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერების მიმართულებით. Bewise-ის ფილოსოფია ეფუძნება პრინციპს – Be Future Ready. პლატფორმა ქმნის სივრცეს, სადაც ბიზნესები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ რეალურად ცვლიან საკუთარ პროცესებს, შედეგებს და პროფესიულ მომავალს. ამ თემაზე უფრო ვრცლად „ბივაის ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორები: მარიკა კლდიაშვილი და ია ნადირაშვილი გვესაუბრნენ.
მარიკა კლდიაშვილი: დღევანდელი ბიზნესგარემო გაჯერებულია განვითარების მრავალი შესაძლებლობით. თუმცა კომპანიისა და თანამშრომლებისთვის ხშირად რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც ამ ზღვა მასალაში სწორი ნავიგაცია და შესაძლებლობების საკუთარ რეალობაზე მორგება. ჩვენი ექსპერტული მხარდაჭერით, თქვენს საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტები შეირჩევა და დანერგვა სწრაფად და ეფექტიანად შესრულდება.
ია ნადირაშვილი: Bewise აკადემიის ტრენერების და მენტორების გამოცდილება მოიცავს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში 20-25 წლიან გამოცდილებას ბიზნესის სხვადასხვა სექტორში, ისინი ფლობენ საერთაშორისო სერტიფიცირებას და აკრედიტაციას.
აკადემიის პარტნიორები არიან ასოციაციები, პროფესიული გაერთიანებები, საერთაშორისო უნივერსიტეტები და ექსპერტები. სწორედ ამიტომ აკადემიის კომპეტენცია, ერთი მხრივ, ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებს ლოკალურ თავისებურებებს და თითოეული კომპანიის უნიკალურობასა და საჭიროებას. სატრენინგო პროგრამების დასრულების შემდგომ Bewise აკადემია სთავაზობს მონაწილეებს მხარდაჭერას ცოდნის პრაქტიკაში დანერგვაში.

რა პროგრამებს სთავაზობთ საზოგადოებას?
ჩვენი ძირითადი პროდუქტები შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად: 1) სექტორული გადამზადების პროგრამები მენეჯერებისთვის („ბივაისი“ არის ბაზარზე პირველი პლატფორმა, რომელმაც შესთავაზა კომპანიებს მომზადება-გადამზადება მენეჯერებისთვის სქტორულ ჭრილში. ამისთვის ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავეთ ასოციაციებთან, დარგობრივ გაერთიანებებთან, ექსპერტებთან, სექტორის წევრ კომპანიებთან და შევქმენით სწორედ მათ საჭიროებაზე მორგებული პროგრამები).
2) პროფესიული უნარების განვითარების ტრენინიგები და მენტორინგი
სწრაფად ცვალებად გარემოში თანამშრომლის უნარების მომზადება-გადამზადება, განვითარების საჭიროების ტემპი აჩქარებულია და მუდმივად იცვლება. ჩვენი ლაიტმოტივი არის Be Future Ready – მომავლის ტენდენციების შესწავლის თვალსაზრისით მუდმივად ვიკვლევთ ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდენციებს, გვაქვს აქტიური კოლაბორაცია კომპანიების HR-ებთან. ამ მიმართულებით ჩვენი კვლევები საინტერესო გახდა საერთაშორისო საზოგადებისთვისაც. მიწვეულები ვიყავით არაერთ საერთშორისო კონფერენციაზე, მათ შორის ესტონეთში, სადაც წარვადგინეთ ბოლო კვლევის შედეგები და მიგნებები მომავლის უნარებთან მიმართებაში. ამასთან ერთად, შესაძლებლობა მოგვეცა, ესტონური მოდელის კარგი პრაქტიკები აკადემიის საქმიანობაში გადმოგვეტანა.
3) ღია და კორპორაციული ჯგუფები ბიზნესისთვის ყოველთვის აქტუალურ თემებზე
აქ მიზნად დავისახეთ, რომ ტრენინგი ყოველთვის იყოს 60%-ით პრაქტიკაზე დაფუძნებული და სრულად მორგებული დამკვეთის საჭიროებაზე. ამისთვის შევქმენით ჩვენი საავტორო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დიაგნოსტირების ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ტრენინგის დაწყებამდე მაქსიმალურად იყოს განსაზღვრული ტრენინგის თუ მენტორინგის მოსალოდნელი შედეგები.
ასეთ პროგრამებში მონაწილეობა ყოველთვის დადებითად აისახება როგორც კომპანიის შედეგებზე, ასევე უშუალოდ მონაწილეების პროფესიულ განვითარებასა და დაწინაურებაზე.

რომელია თქვენი ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგები?
ჩვენი ორი ყველაზე გამოცდილი და მოთხოვნადი ტრენინგი, რომელიც დროსთან ერთად ვითარდება და ნებისმიერი მენეჯერისთვის აუცილებელი ხდება, მიუხედავად პროფესიისა და ამა თუ იმ სფეროში საქმიანობისა, არის:
- სტრატეგიული და ციფრული პროექტების ბიზნესანალიტიკა – 20 თებერვლიდან იწყება, რომელიც დაეხმარება თანამშრომლებს განავითარონ კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარები, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების, სწორი კომუნიკაციისა და ამოცანის დასმის უნარები. ეს სასწავლო პროგრამა სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ მასალის სიღრმისეულ გააზრებაში და არა მხოლოდ მასალის დამახსოვრებაში. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ ნებისმიერი ახალი ბიზნესიდეის განხორციელების ეტაპები და ამ ეტაპებისთვის აუცილებელი ქმედებები, სასარგებლო ტექნიკები და ინსტრუმენტები. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ფლობენ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც პირდაპირ გამოიყენება სამუშაო პროცესში და ასევე, ისინი შეძლებენ მომზადებას ECBA გამოცდის ჩასაბარებლად.
- 2 მარტიდან კი ეფექტური გაყიდვების ტრენინგი იწყება. ის აერთიანებს ბაზრის გააზრებას, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და რთული მოლაპარაკებების მართვას. ტრენინგი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც რეალურად არის ჩართული გაყიდვებში – დამფუძნებლებისთვის, გაყიდვების მენეჯერებისთვის, მეწარმეებისა და გუნდების ლიდერებისთვის. ასევე, მათთვის, ვინც პირდაპირ გაყიდვებში არ არის ჩართული, მაგრამ მონაწილობენ პროდუქტის განვითარებაში.
ეფექტური გაყიდვები ეს არის სამუშაო ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც პირველივე დღიდან გაძლევს შედეგს და მარტივად იყენებ შენს ყოველდღიურ საქმიანობაში. მონაწილეები ტრენინგს ასრულებენ არა მხოლოდ ცოდნით, არამედ საკუთარი გაყიდვების სისტემით, რომელიც მუშაობს რეალურ ბიზნესში. როდესაც გაყიდვები ხდება გააზრებული პროცესი და არა მხოლოდ იმპროვიზაცია, შედეგიც ბუნებრივად მოდის.
დაბოლოს, რა უნარები იქნება ყველაზე მოთხოვნადი 2026-ში? რა რჩევას მისცემდით ქართულ კომპანიებს, რომლებიც განვითარებაზე ფიქრობენ?
დღეს ლიდერობა აღარ ნიშნავს იმას, რომ ყველა კითხვაზე მზა პასუხი გქონდეს. პირიქით – 2026 წელს საუკეთესო ლიდერებს სწორედ ის გამოარჩევს, თუ რა სისწრაფით შეუძლიათ ახლის სწავლა. AI ტრანსფორმაციის ცენტრში ისევ ჩვენი კრეატიულობა, ანალიტიკური უნარი და მუდმივი განვითარება რჩება.
დღეს წარმატებულმა მენეჯერმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს ერთი დეპარტამენტის ნაბიჯი მთელ კომპანიაზე, როგორ იკვეთება ფინანსები, ოპერაციები და მომხმარებლის გამოცდილება, რატომ შეიძლება დააზიანოს საერთო საქმე მხოლოდ საკუთარ გუნდზე ზრუნვამ. ლიდერობის სტანდარტი შეიცვალა: ვიწრო პროფესიულ ჩარჩოებს უნდა გავცდეთ და ღირებულების შექმნის მთლიანი ჯაჭვი დავინახოთ – პირველი ჩანახატიდან რეალურ სარგებლამდე.

ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი
ლოკაცია: Strofi by Old Tbilisi












