• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ბედნიერი წუთები, ახდენილი ოცნებები და გამორჩეული დიზაინი – „არტერია“ დაუვიწყარ ღონისძიებას გპირდებათ

June 14, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღების დღესასწაულად ქცევა პრიორიტეტია, ირჩევთ სტილს და არ უშინდებით ექსპერიმენტებს დიზაინში, აუცილებელია ისეთი კომპანიის პოვნა, რომელიც გემოვნებით და უნაკლოდ დაგიგეგმავთ ღონისძიებას. სწორედ ასეთ ხარისხიან მომსახურებას გპირდებათ „არტერია“, რომელიც ცოლ-ქმარმა დააფუძნა. კომპანია უკვე 12 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. საქმიანობის რა მიმართულებები აქვთ და როგორ არღვევენ ამ სფეროში დადგენილ მოდის წესებს? ამ და სხვა საინტერესო თემებზე უფრო ვრცლად შემოქმედებითი ჯგუფის დამფუძნებლები, ელისო კვიჟინაძე და გოჩა უგლავა

ჟურნალ OK! -ის ესაუბრნენ.

უპირველესად, გვიამბეთ „არტერიას“ დაარსების შესახებ.

სახელწოდება „არტერია“ 21 წლის წინ, ბეჭდვით მედიაში საავტორო რუბრიკას დავარქვი. ამ რუბრიკით ვბეჭდავდი სიახლეებს, კვლევებს, ნარკვევებს, რეცენზიებს ქუთაისის თანამედროვე, ალტერნატიული ხელოვნების დარგებზე, ხელოვნების ნიმუშებსა და მათ შემოქმედ ადამიანებზე… წლების შემდეგ, ამ სახელწოდების შენარჩუნებით, სადღესასწაულო მომსახურების სფეროში გავაგრძელე საქმიანობა. 14 წლის წინ მეუღლესთან, გოჩა უგლავასთან ერთად შევძელი შემოქმედებითი ჯგუფის ჩამოყალიბება, რასაც წლების მანძილზე უდიდესი ენთუზიაზმით, მუდმივი სიახლის ძიებითა და ინოვაციური მომსახურებების დანერგვით დღემდე ვაგრძელებთ.

14 წლის წინ ვიქორწინეთ. ქორწილი არ გადაგვიხდია, რადგან ჩვენი იდეებით შექმნილი დღესასწაულის მოწყობა იმ დროს ჯერ კიდევ დაუჯერებელი რეალობა გახლდათ. აღმოჩნდა, რომ ორივეს ფართო ფანტაზია გვქონდა წვეულების დაგეგმვის და განხორციელების მიმართულებით. ან უნდა გადაგვეხადა საინტერესო და შთამბეჭდავი ქორწილი, ან არა! მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მალე ჩვენ თავად გავხდებოდით წყვილებისათვის ახალი შესაძლებლობა, რომელიც წარმოსახვაში ნანატრ ქორწილს სინამდვილედ აქცევდა.

თავიდან სიძე-პატარძლების თემატური ფოტოსესიების მოწყობით, საქორწილო პროგრამის სცენარითა და ორგანიზებით დავიწყეთ. ძალიან მალე შევძელით შეგვეთავაზებინა ღია ცის ქვეშ ცერემონიების გამართვის მომსახურება, რაც 12 წლის წინ იმდენად უცხო და ახალი პროდუქტი იყო, ხშირ შემთხვევაში პოტენციური მომხმარებლები ვერც კი აცნობიერებდნენ, რას ვგულისხმობდით. ნდობა ჯერ მეგობრებმა და ახლობელმა ადამიანებმა გამოგვიცხადეს. სწორედ მათ გაგვიჩინეს ჩვენი შემოქმედების ისტორიის პირველი, უნიკალური კადრები. ნელ-ნელა გავთამამდით. საინტერესო ლოკაციების აღმოჩენა და მათი საქორწილო სივრცეებად ქცევა ჰობად გვექცა. დღეს კი „არტერია“ წყვილებს საქორწილო მოსახურებას ნებისმიერ ადგილზე სთავაზობს, სადაც კი ადამიანს ფეხის დადგმა შეუძლია. გვიხარია, რომ ჩვენს იდეებს საზოგადოება აქტიურად იტაცებს და ხშირად გვიგრძნია თავი ამა თუ იმ სადღესასწაულო ტრადიციის შემოქმედად. საზოგადოებრივ აზროვნებაში მომხდარი ცვლილებები და დანერგილი ტენდენციები ამავე სფეროში ახალ მოთხოვნილებებს ბადებენ, რაც ჩვენი ბრენდის ფუნქციონირებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა.

ყოველ შეკვეთაზე მუშაობის პროცესში, იმ ადამიანების ისტორიით ვცხოვრობთ, ვისთვისაც ვქმნით. ენთუზიაზმით ვართ ჩართული სამუშაო პროცესებში და ყოველი ახალი, ინოვაციური იდეის გაჩენა და შესრულება მოტივაციით გვავსებს. მომხმარებელი ყოველთვის გრძნობს ამ გულწრფელ, პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულებას და შედეგად, „არტერია“ უკვე წარმოადგენს ბრენდს, რომელიც დამკვეთზე მორგებულ ექსკლუზიურ ამბავს ქმნის და რომელმაც იმერეთის რეგიონში საპატიო ავტორიტეტის მოპოვება შეძლო.

 

გვესაუბრეთ „არტერიას“ საქმიანობის შესახებ.

უკვე 12 წელია, „არტერია“ საზოგადოებას სთავაზობს ნებისმიერი შინაარსის წვეულების სცენარს, რეჟისურას, ორგანიზებას, დიზაინს. საიუბილეო საღამო, კორპორაციული ხასიათის წვეულება, კონცერტი, მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენა, სასკოლო „ბოლო ზარისა“ და ბანკეტის რეჟისურა-ორგანიზება, ახალი კომპანიის გახსნის ცერემონია/პრეზენტაცია, სადღესასწაულო დიზაინი და ქორწილის რეჟისურა, „არტერიას“ საქმიანობის მიმართულებებია. ვემსახურებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანი თარიღების დღესასწაულად ქცევა პრიორიტეტია; ვინც მაღალი გემოვნებით გეგმავს პერსონალურ წვეულებებს; ვინც ირჩევს სტილს და არ უშინდება დიზაინში ექსპერიმენტებს.

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

„არტერია“ მომხმარებლებს ასევე  სთავაზობს ქეითერინგის მომსახურებას ყველგან, სადაც წვეულების გამართვას ისურვებენ. დამკვეთისთვის კომფორტულია საორგანიზაციო საკითხებიდან ისეთი მთავარი თემების კომპლექსური შეთავაზება, როგორიცაა: სცენარი, რეჟისურა, ორგანიზება, დიზაინი, გახმოვანების აპარატურა, წამყვანი, ფურშეტის მომსახურება, სადღესასწაულო ინვენტარი და სუფრის სერვირება ნებისმიერ, სასურველ ადგილას.

რა გამოარჩევს „არტერიას“ბაზარზე? რა არის თქვენი ძირითადი ნიშა?

„არტერიას“ მთავარ შესაძლებლობად ექსკლუზიური ესკიზების შექმნა და მისი რეალურად განხორციელებაა. ნებისმიერი თემატიკის ღონისძიებისა თუ წვეულებისთვის შესაბამისი სცენის მხატვრობის პრაქტიკაში გადატანა დამკვეთს და მაყურებელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

„არტერია“ სთავაზობს სიძე-პატარძალს, მათი თანდასწრებით შეიქმნას საოცნებო, ექსკლუზიური ესკიზი და შეუძლია მისცეს პირობა, რომ ეს ესკიზი არავისთვის განმეორდება! პერსონალური ისტორიის შექმნით კი წყვილი გეგმავს ისეთ ქორწილს, რომელიც არ იზღუდება მოდის ტენდენციებით; რომელსაც აქვს სტილი, შინაარსი და ყველა დროში რჩება აქტუალური, ინდივიდუალური და უნიკალური.

„არტერიას“ ყოველი წვეულება ჰგავს დამკვეთს და ვიზუალური შინაარსით გამოხატავს მის განსაკუთრებულობას. ხშირად შთაგონების წყარო გამხდარა შეყვარებული წყვილის ურთიერთობის ისტორიიდან რომელიმე მომენტი და ის შთამბეჭდავ შოუდ ქცეულა სტუმრების წინაშე.

„არტერია“ თამამად არღვევს მომსახურების ამ სფეროში დადგენილ მოდის წესებს და ცდილობს იყოს გამორჩეულად ექსკლუზიური. მაგალითისთვის: სვან პატარძალს, რომელსაც გული სწყდებოდა, რომ სვანური კოშკებიდან მამა ქორწილის დღეს დიდთოვლობის გამო ვერ გამოიყვანდა, ავუხდინეთ ბავშვობიდან ნანატრი ცერემონიის სცენარი და სვანური კოშკების იმიტაციით დეკორაცია სიურპრიზად დავუმზადეთ, სადაც ხელის მოწერის რიტუალი სვანური შინაარსით გაიმართა… ასევე, სიამაყით განვაცხადებთ, რომ ხელის მოწერის ცერემონიის მთავარ ატრიბუტად ვაქციეთ აკვანი, რომლის ზედაპირზეც არაერთ წყვილს მოუწერია ხელი. შუაგულ რიონში, თეთრ ქვებზეც გაგვიმართავს ქორწილი. უამრავ ლოკაციაზე შეგვიქმნია პირველი პრეცედენტი და დღეს „არტერიას“ შემოქმედებითი ისტორია სავსეა ექსკლუზიური და უნიკალური კადრებით.

ვინ არიან გუნდის წევრები?

„არტერიას“ შემოქმედებითი ჯგუფის დამფუძნებლები და ძირითადი წევრები არიან ელისო კვიჟინაძისა და გოჩა უგლავას ოჯახი. პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, სფეროს წარმომადგენელ არტისტებს ვიწვევთ. „არტერია“ ქალაქის საუკეთესო ხელოვანებთან, ფოტო და ვიდეოგრაფებთან, ფლორისტებთან, გასტრონომიის სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობს.

დაბოლოს, როგორია სამომავლო გეგმები?

„არტერიამ“ შეძლო შეექმნა სადღესასწაულო დიზაინის პროფესიული სწავლებისათვის შექმნილი სასწავლო კურსი და მისი პრაქტიკაში განხორციელება. ამ ეტაპზე ბრენდი დგას უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე – გააფართოოს სწავლისა და პრაქტიკული სამუშაოების შეთავაზება მოქმედი და დამწყები დიზაინერებისათვის. სადღესასწაულო დიზაინის აკადემიის სრულფასოვანი განვითარება „არტერიას“ უპირველესი ამოცანაა. ამ დროისათვის „არტერია“ ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოებით არის დაკავებული, რაც საკუთარი სადღესასწაულო, მრავალფუნქციური სივრცის მოწყობას უკავშირდება. მალე ის საზოგადოებას შესთავაზებს გარემოს, რომელიც სრულიად ადაპტირებული იქნება სფეროს საჭიროებებზე და სეზონურობა თუ უამინდობა წვეულებებისთვის შემაფერხებელი გარემოება აღარ იქნება. სადღესასწაულო დიზაინის აკადემიის სტუდენტი დიზაინერები კი ბრენდის გაფართოებული საქმიანობის პროცესში მაღალპროფესიულად ჩაერთვებიან.

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი
OK! News

#OK! ქუთაისის ახალი ნომერი

May 27, 2025
#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი
Décor

#OK! Inspiration Home Store – თანამედროვე სახლის ესთეტიკით შთაგონებული პროექტი

May 27, 2025
Auto Draft
ინტერვიუ

#OK! ხელოვნებად ქცეული ყოველდღიურობა

May 24, 2025
ინტერვიუ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „საქართველოდან Times Square-მდე“ – ნუცა ბუზალაძე Times Square-ის ბილბორდზე!

#OK! „საქართველოდან Times Square-მდე“ – ნუცა ბუზალაძე Times Square-ის ბილბორდზე!

May 30, 2023
#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: დონატელა ვერსაჩე

#OK! მარტის თვე და 30 ლეგენდარული ქალი: დონატელა ვერსაჩე

March 8, 2024
#OK! “ორი ბავშვი ოჯახში”- ორსული რუსკა მაყაშვილი ბავშვების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

#OK! “ორი ბავშვი ოჯახში”- ორსული რუსკა მაყაშვილი ბავშვების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

May 19, 2021
#OK! მიზეზი, რის გამოც კოლსონ ბეიკერი მეგან ფოქსის სისხლს ამულეტის სახით ატარებს

#OK! მიზეზი, რის გამოც კოლსონ ბეიკერი მეგან ფოქსის სისხლს ამულეტის სახით ატარებს

July 11, 2023

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები