• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! ბავშვობის ახდენილი ოცნება

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

მუსიკა, როგორც უნივერსალური კომუნიკაციის ენა, ყველაზე ავთენტური და სახასიათო ქუთაისისთვისაა, რადგან ამ ქალაქის აკვანში დაიბადა და შემდეგ განვითარდა მუსიკალური ჟანრის არაერთი მიმართულება. ჩვენს რესპონდენტს, ელეონორა გოგოლაშვილს, როგორც ქუთაისთან, ასევე ხელოვნების ამ კონკრეტულ სფეროსთან მჭიდრო კავშირი აქვს. მიუხედავად ცხოვრებისეული სასიამოვნო თუ უსიამოვნო გამოცდილებებისა, მისი დიდი სიყვარული მუსიკისადმი უცვლელი დარჩა. ბავშვობაზე, პროფესიულ საქმიანობაზე, ხელოვნებასა და სხვა საინტერესო თემებზე, უფრო ვრცლად ჟურნალ OK!-სთან ინტერვიუში მან თავად ისაუბრა.

 

ელეონორა, უპირველესად გაგვეცანით და გვიამბეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ ამ ქალაქში?

ელეონორა გოგოლაშვილი არის ქუთაისელი გოგო, რომელიც ბავშვობიდან ამ ქალაქის ნაწილია. ვსწავლობდი ქუთაისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. ეს ადგილი ძალიან ძვირფასი და საამაყოა ჩემთვის, ასევე ის წლები, რომლებიც სკოლის პერიოდს უკავშირდება. ჯერ კიდევ მცირეწლოვანი გავეცანი ხელოვნების სფეროს, რაც დედის დიდი დამსახურებაა, რადგან თუკი რაიმე წრე არსებობდა ამ განხრით, ყველგან აქტიურად ვიყავი ჩართული და შეიძლება ითქვას, დატვირთული ბავშვობა მქონდა. არსებობდა რაღაც შტრიხები, რაც სასიამოვნოდ გასახსენებელს ხდის ამ წლებსა და მოგონებებს, თუნდაც ის კონკურსები და ფესტივალები, რომლებშიც ვმონაწილეობდი, ვიმარჯვებდი და გამოცდილებას ვაგროვებდი. მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში მიმდინარეობდა ჩემი ბავშვობა, ვერ ვიტყვი, რომ ეს პერიოდი ჩემთვის ბნელი და ნაცრისფერი იყო, რადგან სასცენო ატმოსფერო განსაკუთრებულ ხასიათს ქმნიდა და ჩემ ირგვლივ გარემოს აფერადებდა. ამისთვის კი ყოველთვის მადლობელი ვარ დედის, რომელმაც ჩემში მუსიკალური ნიჭი აღმოაჩინა და ჩაებღაუჭა მას.

 

პირველი კავშირი მუსიკასთან…

მუსიკა ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა 5 წლის ასაკში, როცა დედამ ერთ-ერთ საბავშვო სტუდიაში მიმიყვანა, სადაც კარგი სმენისა და ვოკალური მონაცემების დამსახურებით მიმიღეს. ვფიქრობ, აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული მუსიკისადმი. ბევრჯერ მსმენია, რომ ზოგადად, გოგოლაშვილები კარგად მღერიან და ამით სახელგანთქმულები არიან. ჩემს ოჯახში მამას აქვს ძალიან კარგი ხმა, ალბათ გენეტიკამაც თავისი წვლილი შეიტანა და ვფიქრობ, პროფესიონალ ოპერის მომღერლად ჩამოყალიბდებოდა, ამ გზას რომ გაჰყოლოდა.

 

რა არის ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც აისრულეთ?

ბავშვობაში ვოცნებობდი მომღერალი გავმხდარიყავი, თან ისეთი, რომელსაც სიმღერასთან ერთად, პარალელურად, ფორტეპიანოზე დაკვრაც შეეძლო. ჩემი აზრით, იმ პატარა ელეონორას ოცნება ავუხდინე, თუმცა რამდენად გამოვიყენე ეს ყველაფერი, რთული სათქმელია, რადგან სხვა განხრით გავაგრძელე საქმიანობა. მეცხრე წელია, რაც საჯარო მოხელე ვარ და როგორც ასეთი, აქტიური მუსიკალური კარიერა არ მქონია, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როცა 2005 წელს „ნუცას სკოლის“ მონაწილე ვიყავი, შემდეგ „იმედის ტალღის“ კონკურსანტი და ბოლოს „იურმალის საერთაშორისო კონკურსზე“ წარმადგინა  ტელეკომპანია „იმედმა“, როგორც მათი რჩეული, თუმცა ფორტუნა ყოველთვის ისე არ ტრიალებს, როგორც ჩვენ ველოდებით და ამ კონკურსზე განვითარებული მოვლენები გახდა მიზეზი იმისა, რომ სცენასთან კავშირი გავწყვიტე. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც რთულად გადავლახე. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მაშინ იმდენად მაღალი იყო ჩემი ემოციური ფონი, გავტყდი, რასაც ვნანობ, რადგან გადავიფიქრე კონსერვატორიაში ჩაბარება. მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის დამამთავრებელ კურსზე, ტემბრალურად მეცოსოპრანო, კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მყავდა არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი და მაესტრო, თენგიზ მუშკუდიანი, თუმცა აღნიშნული მოვლენის გამო უარი ვთქვი ამ კუთხით განათლების მიღებაზე. მრავალი წელი სცენაზე გასვლის სურვილი არ მქონია, კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა უკვე დავოჯახდი, ჩემთვის უსაყვარლესმა ადამიანმა, მუსიკოსმა ნანა იამანიძემ დიდი მონდომებითა და თხოვნით მაიძულა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, რამაც დამიბრუნა საკუთარი თავის რწმენა და დავიჯერე, რომ სიმღერა მართლა შემიძლია, თუმცა კომერციული თვალსაზრისით არასდროს მიმუშავია,რადგან ეს ჩემთვის ერთგვარი ჰობია, რომელიც საკუთარი თავისა და ემოციების უკეთ გამოხატვაში მეხმარება.

 

 

დასამახსოვრებელი სასცენო გამოცდილება

ყოველთვის განსაკუთრებულად მახსენდება ჩემი პირველი გამოსვლა და კონტაქტი აუდიტორიასთან. ქუთაისის ოპერის თეატრში 5 წლისა პირველად გამოვედი დიდ სცენაზე. ეს იყო დაუვიწყარი ემოცია, რომელიც დღემდე კინოკადრივით მახსენდება. თითოეული დეტალი მახსოვს და ძალიან მსიამოვნებს ამ ჩანაწერის ყურება, რადგან ყოველთვის დადებითი ენერგიით მავსებს.

 

დღესდღეობით რას საქმიანობთ?

ამჟამად ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ვარ. ჩემთვის ეს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა, რომელშიც ყველა რესურსს ვდებ. მიხარია, რომ ამ ქალაქში ჩემი კურატორობით ბევრი ისეთი ღონისძიება გაიმართა, რომლითაც ვამაყობ. არაერთ მუსიკალურ ჯგუფთან, მომღერალსა და კომპოზიტორთან მიწევს მუშაობა, რასაც უდიდესი სიფაქიზით ვუდგები, რადგან მოგეხსენებათ, ქუთაისს ძალიან პრეტენზიული მსმენელი ჰყავს და ვცდილობ არ მოვიწვიო ისეთი მუსიკალური კოლექტივი, რომელიც შესაბამისობაში არ მოდის ამ ქალაქთან. ასევე დიდ ინტერესს ვიჩენ მუსიკის სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლების მიმართ, რათა მივცე მათ თავიანთი ნიჭის რეალიზაციის შანსი და ისინი ფართო აუდიტორიამ გაიცნოს. წინ კიდევ ბევრი კარგი საქმეა გასაკეთებელი როგორც მათთვის, ისე ჩვენი ქალაქისთვის და პირადად მე ენერგიას არ დავიშურებ, რათა ყველა შესაძლებლობა და ბერკეტი გამოვიყენო.

მელოდია, რომელიც ქუთაისს ჰგავს…

როცა ამ კითხვაზე ვფიქრობ, პირველი, რაც მახსენდება, არის გია ყანჩელის ცნობილი მელოდია „ის აქ არის“, ქუთაისი ნამდვილად აქ არის, ჩვენს ფიქრებში, გულსა და გონებაში.

 

თქვენი აზრით, რა არის ამ ქალაქის მთავარი ხიბლი?

ქუთაისი ის ქალაქია, რომელსაც ერთხელ ნახავ და აუცილებლად შთაბეჭდილებებით სავსეს დაგტოვებს, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. რეზო გაბრიაძის შემდეგ ქუთაისზე მე რა უნდა ვთქვა (იღიმის)? ვფიქრობ, აქ ჩამოსულ ადამიანს გარკვეული სიღრმეც სჭირდება, რომ ბოლომდე გაიგოს ამ ქალაქის უნიკალურობა და გენია. ჩემთვის ქუთაისი ნამდვილად არის ზაქარია ფალიაშვილის, ფელიქს ვარლამიშვილის, ციფერყანწელების, დები იშხნელების ქალაქი და არამხოლოდ.

 

 

 

 

ტექსტი: მაკუნა შავგულიძე

 

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ევა ბარბაქაძე 21 წლის გახდა – იხილეთ ფოტოები ევას ბრჭყვიალა დაბადების დღიდან

#OK! ევა ბარბაქაძე 21 წლის გახდა – იხილეთ ფოტოები ევას ბრჭყვიალა დაბადების დღიდან

November 13, 2022
#OK! ჰეილი ბიბერი Harper’s BAZAAR-ის მაისის ნომრის გარეკანზე

#OK! ჰეილი ბიბერი Harper’s BAZAAR-ის მაისის ნომრის გარეკანზე

April 27, 2021
#OK! “შენ უილიამის ასისტენტი ხარ?” – ქეითის პასუხი მას შემდეგ, რაც მას პრინცი უილიამის ასისტენტი უწოდეს

#OK! “შენ უილიამის ასისტენტი ხარ?” – ქეითის პასუხი მას შემდეგ, რაც მას პრინცი უილიამის ასისტენტი უწოდეს

February 28, 2023
#OK! უბანი პარკის კონცეფციით – „პარკს თაუნი“, ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი და საინვესტიციო სივრცე კიკვიძის ბაღთან

#OK! უბანი პარკის კონცეფციით – „პარკს თაუნი“, ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი და საინვესტიციო სივრცე კიკვიძის ბაღთან

December 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა

#OK! ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა

December 24, 2025
#OK!  2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი დაასახელეს

#OK! 2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი კონცერტი დაასახელეს

December 18, 2025
ეკა ლაშხის პროფესიული გზა

ეკა ლაშხის პროფესიული გზა

December 21, 2025
მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება!  სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება! სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

December 23, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები