• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ბათუმის განუმეორებელი სითბო

October 11, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

ბავშვობა და იმდროინდელი ამბები დღეს ყველაზე ლამაზ და ფერად მოგონებებად ახსენდება. არასდროს უშინდებოდა სიახლეებს, სკოლაში  სწავლის პერიოდიდანვე ოცნებობდა ევროპაში ცხოვრებაზე, სურდა ყველა გამოწვევას დამოუკიდებლად შეჭიდებოდა, სჯეროდა, რომ  განათლება იყო ის მთავარი ძალა, რომლითაც დაძლევდა ყველა ბარიერს და გაიმარჯვებდა. ამბობს, რომ მასში დასავლური ცნობიერების ჩანერგვაში განსაკუთრებული წვლილი დედას მიუძღვის, რომლის ინიციატივითაც 1997 წლიდან სკაუტურ ბანაკებში პარიზში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა, 2000 წლის დასაწყისში კი ნიუ-იორკსაც სტუმრობდა. თინეიჯერობაში ჩოგბურთელი იყო, შემდეგ  კალათბურთელი,  20 წელია პრაღაში ცხოვრობს და თვლის, რომ ბათუმის შემდეგ ის მისი მეორე სამშობლოა. OK! ბათუმის სტუმარი ესთეტიკისა და პლასტიკური ქირურგიის დარგში ერთ-ერთი  წარმატებული ქართული კომპანიის „აპტოსის“ ხელმძღვანელი, ჩეხეთსა და სლოვაკეთში, თამარ მელიქიშვილია, რომელი მუსიკის ჟანრს ადარებს თავისი ცხოვრების რიტმს, რა ფობია ვერ დაძლია დღემდე, როგორ ეხმარება ქართველ სტუდენტებს და რა არის ის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სურს – გაეცანით OK! ბათუმის ფურცლებზე.

გზა სტუდენტობიდან დღემდე და შთაბეჭდილება, რომელიც არასდროს გტოვებთ…

ჩემი სტუდენტობის მარათონი შოთა რუსთაველის სახელობის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო, მასმედიის ფაკულტეტზე, თუმცა აღარ დავამთავრე და პრაღაში წამოვედი. ბაკალავრიატი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ამავე სპეციალობით გავიარე, სამაგისტრო პროგრამა კი ანგლო-ამერიკულ უნივერსიტეტში, დიპლომატიის განხრით. პრაღა ჩემთვის სტუდენტურ ცხოვრებას უკავშირდება, არ მეგონა სწავლა თუ ოდესმე ასე შემიყვარდებოდა და ლექციას არ გავაცდენდი. ორივე სასწავლებელი საკმაოდ პრესტიჟული და მულტიკულტურული იყო, შესაბამისად, ყველაზე ლამაზი წლები უცხოელ, უმეტესწილად, ბალკანელ თანაკურსელებთან ერთად გავატარე. ამასობაში შევისწავლე 4 სლავური ენა, სტუდენტობის პერიოდში მოვიარე მთელი ევროპა და მიუხედავად ჩემი კარიერული პარადოქსისა, არც დიპლომატი და არც ჟურნალისტი ჩემგან არ შედგა, ყველა ჩემ კარგ და წარმატებულ დღეს ცხოვრებაში, სტუდენტობას ვუკავშირებ.

იყო ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანიის ხელმძღვანელი ორ ქვეყანაში, ნიშნავს…

პირველ რიგში, უდიდეს იღბალს და ფორტუნას, შემდეგ გამოწვევას. უკვე მეექვსე წელია, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქართული კომპანიის ხელმძღვანელად 2 ქვეყანაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. სულამანიძეების(ქართველი პლასტიკური ქირურგები) ოჯახის დახმარებით, ექიმივით შევისწავლე პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინა. 30 წლის ასაკში პერსონალური განვითარება სულ სხვა რაკურსით წავიდა და სხვა მწვერვალებზე ავიდა. არც კი ვნანობ, რომ პროფესიით ვერ მივაღწიე მიზნებს, რადგან,  სილამაზე და ესთეტიკა სულ იყო ჩემი და გამიმართლა, რომ ამ  ბიზნესში ვმუშაობ დღეს.

უცხოეთში მყოფს რისი ნოსტალგია გაქვთ…

მარტივად ვადაპტირდი, პირველი 4 წელი საქართველოში არც ჩამოვსულვარ. ახლა, პირიქით, ძალიან ხშირად ვარ სამშობლოში. ნოსტალგია უფრო შავი ზღვის სურნელსა და ბათუმის ბულვარზე მაქვს.

თქვენი ცხოვრების რიტმს რომელი ჟანრის  მუსიკას  შეადარებდით…

მძიმე როკს, რომელიც მომენტებში ბეთჰოვენის „მთვარის სონატამდე“ ეშვება. ანუ, საკმაოდ ჰექტიკური ცხოვრებით ვცხოვრობ, იშვიათი რელაქსით.

ბედნიერი ვარ, როცა…

ლაჟვარდისფერი ცაა და მზე…

ნაბიჯი, რომელიც ყველაზე მეტად გეამაყებათ…

იშვიათად ვამაყობ საკუთარი თავით. ალბათ, ის დღე, 20 წლის წინ ინტერნეტ კაფეში წასულმა აპლიკაცია რომ გავგზავნე პრაღაში, სწავლაზე. მეშინოდა და არ მჯეროდა, მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი.

ხართ ჩეხურ-ქართული ცენტრის დამფუძნებელი, ეხმარებით ქართველ ახალგაზრდებს, რომ  ევროპული განათლება მიიღონ, მოგვიყევით ამის შესახებ…

ზემოთ უკვე აღვნიშნე, როგორ მიყვარს ჩემი სტუდენტური წლები, რამდენად წინ წამწია ცხოვრებაში განათლებამ. ამიტომ, იდეა დამებადა მეტ ქართველ სტუდენტს გამოეცადა იგივე. შესაბამისად, დავარეგისტრირე კომპანია, შევქმენი ფეისბუქ ჯგუფი და უკვე 9 წელია ასობით სტუდენტს (იმედია დავეხმარე) ოცნებების ახდენაში ვეხმარები. დღეს ისინი პრაღის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ… ბევრმა დაამთავრა და წარმატებული ადამიანია, ამით ძალიან ვამაყობ.

 

მსგავსება პრაღასა და ბათუმს შორის…

ვერ ვამსგავსებ. ორივე ჩემი გულია, აქ პალმები და სითბო მაკლია, ბათუმში ურბანული არქიტექტურა და მშვიდი ენერგეტიკა…

როგორია თქვენი წილი ბათუმი…

ბათუმი არის სიცოცხლე და სითბო… მსოფლიო მოვიარე, მაგრამ იმდენ  სიყვარულსა და სითბოს მაინც ვერსად ვგრძნობ, როგორც ბათუმში…

ყველაზე დიდი ადრენალინი რას მოაქვს თქვენთვის…

ვარ ავიაციის დიდი მოყვარული. ასე რომ, ხომალდის ძრავის ხმას და ფრენას…

ლუდი, თუ ყავა…

უდავოდ ყავა.

როგორია წარმატების თქვენეული ფორმულა…

რწმენა+რისკი+ეგო (თავდაჯერებულობა).

ყველაზე ხშირად, თქვენს მანქანაში, რომელი ქართული სიმღერა გაქვთ ჩართული…

ქალაქურები მიყვარს. გიო ხუციშვილს ვუსმენ, ბოლოხანს, ყველაზე ხშირად სიმღერა „იაგუნდი“ისმის ჩემს მანქანაში.

შიში, რომელიც ჯერ ვერ დაძლიეთ?

სიმარტოვის შიში. პარადოქსია, მაგრამ მაქვს…

თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას და როგორ ქვეყანაში  ისურვებდით ცხოვრებას.

ჯერჯერობით არა, თუმცა ბოლო წლებია ძალიან ხშირად ვარ მაქეთ. ყველაზე მეტად, მთელი გულით ვისურვებდი, ევროპულად მშვიდ, მაღალი კულტურული და პატრიოტული ფასეულობებით განათებულ საქართველოს.

 

როგორია შეყვარებული თამარ მელიქიშვილი…

20 წლით პატარა და მშვიდი.

თვისება, რომელმაც ძლიერ ქალად ჩამოგაყალიბათ…

ისეთი ძლიერიც ვერ ვარ, როგორიც ვჩანვარ, თუმცა, რისკიანობა და ერთგულება ბევრ რამეში მეხმარება.

ვტირი…

ძალიან, ძალიან ხშირად. ფილმებზე, სპორტში გამარჯვებების და დაჯილდოების დროს, ბრძნული, ღრმა სფიჩების მოსმენისას. დროშის აღმართვისას. მოკლედ, გულჩვილი ვარ…

ყველაზე მეტად…

ამ ეტაპზე ერთი ოცნება მაქვს, გავხდე დედა. ვთვლი, რომ დანარჩენი ყველაფერი ამიხდა.

ტექსტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! საირმე – ისტორიული კურორტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით

#OK! საირმე – ისტორიული კურორტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით

August 5, 2022
#OK! როგორ დახვდა ესპანური მოგზაურობიდან დაბრუნებულ შორენა ბეგაშვილს მისი ოთხფეხა მეგობარი: ქართველი ვარსკვლავის სახალისო ვიდეო!

#OK! როგორ დახვდა ესპანური მოგზაურობიდან დაბრუნებულ შორენა ბეგაშვილს მისი ოთხფეხა მეგობარი: ქართველი ვარსკვლავის სახალისო ვიდეო!

August 25, 2021
#OK! კაცი, რომელმაც ცოლად საკუთარი თოჯინა მოიყვანა

#OK! კაცი, რომელმაც ცოლად საკუთარი თოჯინა მოიყვანა

January 27, 2022
#OK! FASHION BOOK-ის მოწვეული რედაქტორი ირინა ონაშვილი

#OK! FASHION BOOK-ის მოწვეული რედაქტორი ირინა ონაშვილი

October 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

#OK! ლეგენდარული პრინცესა დიანას საკულტო ფოტოები – ივლისში ის 64 წლის გახდებოდა

July 3, 2025
#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
#OK! ბარბრა სტრეიზანდის ახალი ალბომი: The Secret of Life, Volume Two

#OK! ბარბრა სტრეიზანდის ახალი ალბომი: The Secret of Life, Volume Two

July 7, 2025
#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები