• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! Barnovi Line – თქვენს სილამაზეზე პროფესიონალები ზრუნავენ

June 5, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

სასიამოვნო გარემო, მეგობრული სტაფი და ხარისხიანი მომსახურება, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც სილამაზის ცენტრს Barnovi line გამოარჩევს ბაზარზე. აქ მომუშავე, საკუთარი საქმის პროფესიონალი თმის სტილისტები მუდმივად ორიენტირებული არიან განვითარებაზე და საზოგადოებას მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ჟურნალი OK! დამფუძნებელსა და თმის სტილისტს, ვახო ბარნოვსა და ბესო ნავასარდოვს გაესაუბრა.

როგორია სალონი „ბარნოვი ლაინის“ შექმნის ისტორია?

(ვახო ბარნოვი): 20 წელია, რაც სილამაზის სფეროში ვარ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება თუ სირთულე გავიარე, თუმცა ამ ყველაფერმა უფრო მეტად განმავითარა ჩემს პროფესიაში. ბევრ ადგილას მიმუშავია და ყოველთვის ინიციატორი ვიყავი, რომ უფრო მეტი სიახლე დაგვენერგა.

რაც შეეხება ჩემი სალონის შექმნას, ეს ერთი ადამიანის დამსახურებაა, რომელსაც სურს ინკოგნიტოდ დარჩეს. ეს არის კეთილის მსურველი ადამიანი, რომელმაც თითქმის მზა სალონი ჩამაბარა, საბოლოო შტრიხები მე შევიტანე და სალონს სახელიც მე შევურჩიე. ბარნოვი ჩემი გვარია, მინდოდა დაბრენდილიყო, რადგან დრო მოვიდა, ჩემი შრომა არ დაიკარგოს, თან მარტივად დასამახსოვრებელია და რატომაც არა?

მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთული იყო გუნდის დაკომპლექტება, რადგან არც ისე მარტივია პროფესიონალი კადრის პოვნა, თუმცა საბოლოოდ გამიმართლა, რომ შევძელი მიზანდასახული, მშრომელი და საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანების ჩემს გუნდში აყვანა.

(ბესო ნავასარდოვი): დავამთავრე რამდენიმე საერთაშორისო აკადემია, ასევე მაქვს საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ყოველთვის ვცდილობ განვვითარდე. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანებს ვაბედნიერებთ და სასურველი შედეგის მიღწევაში ვეხმარებით.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

(ვახო): თმის სტილისტის სრულ მომსახურებას, გარდა ამისა, მანიკიური, პედიკიური, წარბების კორექცია და მეიკაპი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აქ მოსულმა ადამიანმა იგრძნოს, რომ მასზე პროფესიონალები ზრუნავენ. საზოგადოებას მაქსიმალურად ხარისხიან და კომფორტულ მომსახურებას ვთავაზობთ.

 

აღსანიშნავია, რომ პრემიუმკლასის ბრენდების პროდუქცის ვიყენებთ, როგორიცაა: Balmain, Goldwell, Moroccanoil, Loreal და ახლა, ძალიან მალე შემოვა ფრანგული ბრენდი LA BIOSTHETIQUE, ეს არის მაღალი ხარისხის ბრენდი, რომლის მთავარი ტექნოლოგი საქართველოში მე ვიქნები.

რას თვლით Barnovi Line-ის უპირატესობად?

(ბესო): ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ურთიერთობა, ჩვენს სალონს გამოარჩევს ინდივიდუალური მიდგომა ნებისმიერ მომხმარებელთან. მინდა აღვნიშნო, მახარებს ახალი ტენდენცია, რაც გულისხმობს იმას, რომ უფრო მეტად უჯერებენ სტილისტს. რა თქმა უნდა, უპირველესად, უნდა გენდობოდეს მომხმარებელი, ამას კი ძალიან დიდი შრომა და დრო სჭირდება.

(ვახო): ვეთანხმები ბესოს, მე პირადად 17 წელი მოვანდომე, რათა მომხმარებლის ნდობა მომეპოვებინა. ვფიქრობ, ბაზარზე გამოგვარჩევს გემოვნება და ხარისხი. ჩვენს სალონში ინერგება საერთაშორისო სტანდარტები, რითაც ჩვენი პატარა წვლილი შეგვაქვს, რომ სილამაზის ინდუსტრია საქართველოში კიდევ უფრო კარგი გახდეს.

რომელია ყველაზე ტრენდული თმის ფერი ამ ზაფხულს?

(ბესო): წელს ნატურალური ფერებია ტრენდული. მარტივად მოვლადი ფერი და ვარცხნილობაც არის მოთხოვნადი.

(ვახო): ჩემთვის ტრენდულია ყველაფერი ის, რაც გიხდება, ინდივიდუალურობაა მოთხოვნადი. ზოგადად, შეიძლება ერთი და იგივე ფერი სხვადასხვანაირად დავინახოთ მე და თქვენ. მთავარია ხარისხიანად შეასრულო ის, რასაც აკეთებ. პირადად მე ბუნებრივი ნატურალური ფერები მომწონს, ვცდილობ მომხმარებელს ისეთი ფერები შევურჩიო, რომელსაც ვიცი, რომ კარგად მოუვლის. ჯერ ვიგებ, თუ რამდენად ხშირად დადის მომხმარებელი სალონში, როგორ უვლის თმას და შესაბამისად ვიღებ გადაწყვეტილებას, თუ რა ტექნიკით და რა ფერით შევღებო. მინდა დავანახვო ქალბატონებს, რომ სასურველ ფერზე გადასვლა შესაძლებელია ეტაპობრივად, ყოველგვარი თმის დაწვის გარეშე. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი გამორჩეული ტექნიკა და სტილი, რომელიც ჩემი ხელწერაა და ჩემი მომხმარებელი კარგად ცნობს მას.

რას ურჩევდით დამწყებ სტილისტებს?

(ვახო): როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ გრძელი და რთული გზა გამოვიარე. ზოგადად, ქართველებს გვჩვევია ჩვენი წარუმატებლობის სხვაზე დაბრალება, სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ 5 წელი არასწორ გზაზე ვიყავი, ბევრი რამ არ ვიცოდი, ვზარმაცობდი და შესაბამისად, არ ვვითარდებოდი ამ სფეროში. სამწუხაროდ, ამ დროს არავის მოუცია რჩევა. დროის გასვლის შემდეგ თვითონ გავაცნობიერე, თუ რა მჭირდებოდა, უპირველესად, გამოვედი კომფორტის ზონიდან და დავიწყე განვითარება. სტილისტებს ვურჩევდი, რომ მუდამ იყვნენ მზად განვითარებისკენ და სიახლეს არ შეუშინდნენ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

(ბესო): ჩემი მიზანია, ჩვენს სალონში საბოლოოდ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო დონის სერვისი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ სალონში არ არის. მაქსიმალური ხარისხი უდრის კმაყოფილ მომხმარებელს.

 

 

(ვახო): ვთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახლა არის ყველაზე საინტერესო ეტაპი. ვფიქრობ, რომ ეს არის დასაწყისი, წინ დიდი გეგმები და სიახლეები გველოდება.

სამომავლოდ ვგეგმავ Barnovi Line-ის ხაზის გაფართოებას და ასევე, სილამაზის აკადემიის შექმნას, რათა დამწყებმა სტილისტებმა ცოდნა გაიღრმავონ, ხოლო უკვე შემდგარმა სტილისტებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! პედაგოგის პროფესია როგორც წიგნიერების, რწმენის და შინაგანი სიმშვიდის მაგალითი
Uncategorized

#OK! პედაგოგის პროფესია როგორც წიგნიერების, რწმენის და შინაგანი სიმშვიდის მაგალითი

May 13, 2025
#OK! Story – დალი კეკელიძე
OK! Story

#OK! Story – დალი კეკელიძე

May 13, 2025
#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით
Health & Beauty

#OK! ლა კლინიკ აკადემიის ახალი პროგრამა – დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად ბიუთი პროფესიებს 100%იანი დაფინანსებით

May 13, 2025
OK! მასპინძელი – ლემონსი
OK! მასპინძელი

OK! მასპინძელი – ლემონსი

May 27, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ აღნიშნა ქენდალ ჯენერმა საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობის ერთი წლისთავი?

#OK! როგორ აღნიშნა ქენდალ ჯენერმა საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობის ერთი წლისთავი?

June 14, 2021
#OK! Burberry-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის უახლესი კამპანია (ვიდეო)

#OK! Burberry-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის უახლესი კამპანია (ვიდეო)

February 8, 2022
#OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან

#OK! როგორ ვიკვებოთ ახალი წლის პერიოდში? – ინტერვიუ ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგ ანა კოპალეიშვილთან

January 6, 2025
#OK! Lorde ამერიკული Vogue-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე

#OK! Lorde ამერიკული Vogue-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე

September 8, 2021

კვირის ჰიტები

No Content Available
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები