22 თებერვალს ლონდონში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია – BAFTA-2026 გაიმართა. წითელი ხალიჩა სამეფოს სიმბოლომ, დათუნია პადინგტონმა გახსნა – ის ცერემონიის მოლოდინში დასეირნობდა და სტუმრებს ესალმებოდა. ღონისძიებას, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად, თავისი დასწრებით პატივი მიაგეს პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა. საღამოს წამყვანი კი მსახიობი ალან კამინგი იყო.

საღამოს ერთ-ერთ სენსაციად იქცა ვუნმი მოსაკუს გამარჯვება ნომინაციაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი“ (ფილმისთვის „ცოდვილები“). აღსანიშნავია, რომ გამარჯვებას ტეიანა ტეილორს უწინასწარმეტყველებდნენ, რომელმაც მანამდე ამავე ნომინაციაში „ოქროს გლობუსი“ უკვე მოიპოვა.
ტიმოთი შალამე და ლეონარდო დიკაპრიო ჯილდოების გარეშე დარჩნენ, ხოლო პოლ თომას ანდერსონის სურათმა — „ბრძოლა ბრძოლისთვის“, რომელიც 14 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მხოლოდ 6 ჯილდო მოიპოვა.

BAFTA 2026-ის გამარჯვებულები ძირითად კატეგორიებში:
საუკეთესო ფილმი – One Battle After Another
საუკეთესო ბრიტანული ფილმი – Hamnet

საუკეთესო რეჟისორი – პოლ ტომას ანდერსონი (One Battle After Another)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი – რობერტ არამაიო (I Swear)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი – ჯესი ბაკლი (Hamnet)

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი – შონ პენი (One Battle After Another)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი – ვუნმი მოსაკუ (Sinners)

საუკეთესო ორიგინალური სცენარი – Sinners
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი – One Battle After Another
საუკეთესო არაინგლისურენოვანი ფილმი – Sentimental Value
საუკეთესო ანიმაციური ფილმი – Zootropolis 2 (აშშ-ში ცნობილია როგორც Zootopia 2)
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – Mr Nobody Against Putin
საუკეთესო ამომავალი ვარსკვლავი – რობერტ არამაიო.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს












