ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს ბათუმი ისევ მასპინძლობს რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდ საერთაშორისო ფესტივალს – AD BLACK SEA-ს, სადაც ქართველი და უცხოელი სტუმრები თანამედროვე შემოქმედებით ინდუსტრიას ქმნიან.
ფესტივალის 2-დღიანი პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექციას, სემინარს, პანელურ დისკუსიასა და სამუშაო შეხვედრას, რომელთაც, ტრადიციულად, სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები გაუძღვებიან.
aPeople ფესტივალის პარტნიორებია, რადგან როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ AD BLACK SEA-ზე თქვენ დაგხვდებათ aPeople-ის სათამაშო მოედანი, სადაც იქნება Kicker ტურნირი, სათამაშო ზონები, სემინარებს შორის aPeople გუნდი ჩაატარებს “ნახე რას გეუბნების’’ მინი ტურნირს, სადაც განსაკუთრებული სიურპრიზები დაგხვდებათ. ამიტომ აუცილებალად მოძებნეთ aPeople ლოგო ABS2022-ზე და შემოგვიერთდით სათამაშო მოედანზე!a