• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ფოტოგრაფია მთავარი ცხოვრებისეული არჩევანი – ალექსეი სეროვი

October 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

წარმოგიდგენთ ნიჭიერ ფოტოგრაფს, ალექსეი სეროვს, რომლის ფოტოობიექტივს ეკუთვნის ქართული OK!-ს არაერთი არაჩვეულებრივი და გამორჩეული ფოტოსესია.  როგორი იყო ალექსეის ცხოვრება ვიეტნამში, როგორ აღმოჩნდა ის საქართველოში და ქართულ OK!-ში და რას ნიშნავს მისთვის ფოტოგრაფია – მისი მთავარი ცხოვრებისეული არჩევანი, წაიკითხეთ ალექსეისთან ინტერვუში.

 

ალექსეი, როგორი იყო თქვენი ცხოვრება საქართველოში ჩამოსვლამდე?

მე დავიბადე სანკტ-პეტერბურგში და იქ ვცხოვრობდი 2013 წლამდე. ფოტოგრაფია სულ იყო ჩემი ჰობი. თავიდან ვმუშაობდი ერთ დიდ კომპანიაში მენეჯერად, შემდეგ საკუთარი ბიზნესი დავიწყე. თუმცა რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ოფისში ჯდომა და ასე საქმიანობა. 2013 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ვიეტნამში გადავედი, სადაც დავიწყე ფოტოგრაფიის მიმართულებით მუშაობა. ვიღებდი მოდელებს, არტისტებს, ტურისტებს, ასევე, დიდ კლუბში ვმუშაობდი ფოტოგრაფად. ვიეტნამში ჩემი კლასელი ცხოვრობდა და ის დამეხმარა შემეძინა გარკვეული კონტაქტები, რამაც ძალიან გამიადვილა საქმიანობა. ყველაზე მეტად მოდის ფოტოგრაფია და მოდელებთან, ადგილობრივ დიზაინერებთან მუშაობა მომწონდა.

 

 

 

რატომ აირჩიეთ ვიეტნამი?

ადრე საქმიანი ვიზიტით ვიყავი ჩინეთში და აზიამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში, ამიტომ გადავწყვიტე საცხოვრებლად გადავსულიყავი ვიეტნამში და მეცხოვრა პალმებით მოცულ ზღვის სანაპიროზე. იქ 5 წელი გავატარე. ჩემი შვილი 2 წლის იყო, რომ ჩავედით და წლების მერე დადგა მისი სკოლაში შეყვანის საკითხი. მივხვდით, რომ ვიეტნამში ვეღარ დავრჩებოდით. ჩვენ ტურისტულ რეგიონში ვცხოვრობდით, კარგი სკოლები კი სხვა დასახლებაში იყო, სადაც იქაური არასასურველი კლიმატი შეგვაწუხებდა. გარდა ამისა, იყო ენის ბარიერი. ბევრი ვიფიქრეთ, რომელ ქვეყანაში გადავსულიყავით, თავიდან იტალიაზე ვფიქრობდით, შემდეგ კი საქართველოზე შევაჩერეთ არჩევანი.

 

გაამართლა არჩევანმა?

რა თქმა უნდა. საქართველოში ჩემი მეგობარი ცხოვრობს, რომელმაც შორიდან შეგვაყვარა ეს ქვეყანა. 2018 წლის ზაფხულში ჩამოვედით, ჩემი შვილი მაშინვე შევიდა სკოლაში და ყველაფერი არაჩვეულებრივად დალაგდა.

თქვენს შვილს უყვარს საქართველო?

ახლა 14 წლისაა და მიაჩნია, რომ არის ქართველი, ვიეტნამური წარმომავლობით და რუსული ფესვებით. მან მხოლოდ 2 წელი იცხოვრა რუსეთში, 5 წელი ვიეტნამში და ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოში გაატარა. აქაურობა ძალიან უყვარს.

 

 

 

როგორ აღმოჩნდით ჟურნალ OK!-ში?

თბილისში რომ ჩამოვედით, მეუღლის დახმარებით ჩემი ნამუშევრები გავუგზავნე გიორგი შარაშიძეს –  ქართული OK!-ს გამომცემელს და ხელმძღვანელს. მან, ფაქტობრივად, მაშინვე მიპასუხა, ჩავნიშნეთ პირველი გადაღება და აი, უკვე 7 წელია ვიღებ ჟურნალი OK!-თვის. ვმუშაობდი ასევე ჟურნალ Entrepreneur-თვის. ახლა უკვე ძირითადად „ოქეისთვის“ ვიღებ.

 

რას ნიშნავს თქვენთვის OK!-ში მუშაობა?

მომწონს ის, რომ უამრავ საინტერესო და ცნობილ ადამიანს ვხვდები, რაც ემოციურად ძალიან მკვებავს.

 

რომელი ფოტოგადაღება დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით?

მახსენდება ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის გადაღება, მის ქალიშვილთან ერთად. ჟურნალის ყდა გადავიღე. ფოტოსესიამდე არ ვიცოდი ნიკას ტრაგედიის შესახებ. როცა ვიღებდი, დავიჭირე მისი სევდა, რაღაცნაირად ვიგრძენი მისი განწყობა, რომელიც ფოტოებშიც აისახა. მხოლოდ გადაღების მერე გავიგე მისი ცხოვრებისეული ამბავი.

ასევე ძალიან საინტერესოდ მახსენდება მწერალ ბესიკ ხარანაულის გადაღება. ბატონი ბესიკი ესაუბრებოდა ჟურნალი OK!-ს მთავარ რედაქტორს, მაიკო წერეთელს და იმ მომენტში გადავუღე საკმაოდ ემოციური ფოტო, რომელიც მერე ჟურნალშიც მოხვდა. ეს ფოტო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია. მიყვარს, როცა გადაღება ცოცხალი და ემოციურია. არ მომწონს მოდელისთვის მითითებების მიცემა, როგორ პოზაში დადგეს ან მოიქცეს, მირჩევნია, მისთვის ბუნებრივ მდგომარეობაში გადავიღო და მე თავად მოვერგო, ვიტრიალო მის ირგვლივ, რადგან ასე უფრო კარგი, ბუნებრივი და ლამაზი ფოტოები გამოდის.

 

კიდევ რა ფოტოპროექტები გაქვთ გაკეთებული საქართველოში?

ჟურნალ „ოქეისთვის“ გადავიღეთ „ვოლვო საქართველო“, შემდეგ დამიკავშირდნენ და დამიკვეთეს ფოტოსესია, ეს იყო პანდემიამდე. „ვოლვოს“ მთელი სარეკლამო კამპანია ჩემი ფოტოებით აიწყო. გარდა ამისა, ვმუშაობდი მოდელებთან. ერთხელ იყო შემთხვევა, როცა წარმოშობით ბელარუსი მოდელი გადავიღე ფოტოსესიაში და შემდეგ ჩვენმა ერთმა მხატვრულმა ფოტომ რამდენიმე კონკურსი მოიგო. ნამუშევარი გამოფენილი იყო ვიეტნამში, ასევე, დუბლინსა და ბერლინში. ფოტოს დავარქვი „მარტოსული ბრბოში“. ამ მოდელთან ერთად რამდენიმე პროექტი გავაკეთე. არის კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ვიეტამიდან მოყოლებული ვაკეთებ და ერთგვარ კოლექციას ვაგროვებ – ყველგან შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ფოტოებს იღებენ და სწორედ მათ კადრებს ვაგროვებ – ფოტოების გადაღების მომენტებს. ამ პროექტს დავარქვი „ჯადოსნური სარკე“ – როგორ ვუყურებთ ჩვენ, ადამიანები სამყაროს ტელეფონის გავლით. ამ პროექტს ოდესმე აუცილებლად ვაჩვენებ დღის სინათლეს.

 

Alone with the crowd

 

 

ფოტოგრაფია თქვენი ცხოვრებისეული არჩევანია. პირველად როდის აიღეთ ფოტოაპარატი ხელში?

ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიყავი გატაცებული, როცა მე და მამა „ზენიტით“ერთად ვიღებდით და ფოტოებს სახლში ვამჟღავნდებდით. პირველი ფოტოსკოლა 2000-იან წლებში დავამთავრე. მაშინ ფოტოგრაფია ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო. სადაც არ უნდა წავსულიყავი, სულ თან დამქონდა ფოტოაპარატი და გარემოს კადრებად ავსახავდი. ეს არის შესანიშნავი გზა, რომ სამყარო უკეთ აღიქვა. პეიზაჟებს ხშირად ვიღებ. საქართველოში იმდენად ლამაზი ბუნება და პეიზაჟებია, ყოველ ას მეტრში შეიძლება გაჩერდე და გადაიღო საუკეთესო ფოტო. ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრებაა, მე მისით ვცხოვრობ.

 

რომ არა ფოტოგრაფია, რით იქნებოდით დაკავებული?

ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და მათზე დაკვირვება. ალბათ ვიქნებოდი ფსიქოლოგი. ფოტოგრაფის როლშიც მე მჭირდება გავუგო ადამიანებს და მათი ფსიქოლოგია მესმოდეს. მათთან კონტაქტი უნდა დავამყარო, გავუგო, საერთო ენა გამოვნახო, მათი ფარული მომენტები აღვიქვა, რომ ფოტოში გადმოვცე. ბიზნესის კეთება ნამდვილად აღარ მომინდება. სულ სამჯერ ჩავაბარე უნივერსიტეტში, ჯერ ეკონომიკის ფაკულტეტზე, მერე პიარის მენეჯმენტის მიართულებით, რაც ახლაც ძალიან მეხმარება, შემდეგ კი იურისპრუდენცია მოვსინჯე. აღმოჩნდა, რომ ფოტოგრაფიაა ჩემი საქმე.

 

ფოტოგრაფიამ საქმიანობაში გადაინაცვლა, ჰობის ნიშა რამ დაიკავა თქვენს ცხოვრებაში?

კომპიუტერულმა თამაშებმა. მე და ჩემი შვილი ერთად ვთამაშობთ ხოლმე. ასევე, მიყვარს ფილმების ყურება, ყველა ქართველი რეჟისორის ფილმები მაქვს ნანახი. მომწონს „მანდარინები“. ძალიან მიყვარს ასევე კულინარია და საჭმლის მზადება. სახლში მაყალი მაქვს და ხშირად ვტრიალებ მასთან. მეუღლე მეუბნება, რომ მასზე ბევრად უკეთ გამომდის კერძების მომზადება.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ბელუგა – ელეგანტურობის სიმბოლო მონტენეგროდან
ინტერვიუ

#OK! ბელუგა – ელეგანტურობის სიმბოლო მონტენეგროდან

October 12, 2025
#OK! Best Achievement 2025 DEVELOR – საქართველომ მთავარი პრიზი მოიპოვა
OK! News

#OK! Best Achievement 2025 DEVELOR – საქართველომ მთავარი პრიზი მოიპოვა

October 12, 2025
#OK! Gold Market  თქვენი ბრწყინვალების ისტორიის დასაწყისი
ინტერვიუ

#OK! Gold Market თქვენი ბრწყინვალების ისტორიის დასაწყისი

October 12, 2025
#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან
ინტერვიუ

#OK! ჩემი მიზანია, ქართულ ბაზარზე ახალი სტანდარტი დავამკვიდრო და მხარი დავუჭირო პროფესიონალ შეფმზარეულებს – მათე ხვიჩიასთან

October 12, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 40+

#OK! 40+

April 15, 2025
#OK! მრავალპროფილური კლინიკა „ინოვა“

#OK! მრავალპროფილური კლინიკა „ინოვა“

September 19, 2024
#OK! ბარკონი – გარე გათბობის სისტემები ყველას, ყველას უყვარს სითბო

#OK! ბარკონი – გარე გათბობის სისტემები ყველას, ყველას უყვარს სითბო

December 2, 2021
#OK!12 რაუნდი  MIND LIKE A CHAMPION

#OK!12 რაუნდი MIND LIKE A CHAMPION

April 6, 2024

კვირის ჰიტები

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
#OK! ნება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა – საშა კაცმანის არჩევანი

#OK! ნება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა – საშა კაცმანის არჩევანი

October 12, 2025
#OK! ვარდისფერი ოქტომბერი  ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

October 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები