• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! 40+

April 15, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

რედაქტორისგან:

დღეს, როდესაც საოცრად ახალგაზრდა, ლამაზ ბებიებსა და ბაბუებს ვუყურებთ, რომლებიც შვილიშვილებთან ერთად აქტიურ თამაშებს თამაშობენ, ვიხსენებთ, როგორები იყვნენ 40 წელს გადაცილებული ადამიანები სულ ახლო წარსულში.

მარკეტინგის საფუძვლებს ვკითხულობდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში. სეგმენტაციით იწყებს ყველა მარკეტერი პროექტზე მუშაობას. სეგმენტაცია – ბაზრის დაყოფა მყიდველების ჯგუფებად, რომლებიც განსხვავდებიან საჭიროებებით, დემოგრაფიული მახასიათებლებით, ან ქცევით. სტუდენტები როდესაც დავალებას აკეთებდნენ, მაქსიმალურ ასაკად 45 წელს უთითებდნენ. თითქოს 45 წლიდან ადამიანები უკვე უინტერესო და უუნარონი არიან. დამსაქმებლებიც ბევრგან უთითებენ ასაკობრივ ზღვარს – 40 წლამდე.

ეიჯიზმი – ეს ძალიან არასწორია. დიახ, 40 წლიდან ცხოვრების არაჩვეულებრივი ეტაპი იწყება. დაღვინებული, ფეხზე მყარად მდგომი, გონიერი, გამოცდილი და ძლიერი ადამიანები ბევრი საინტერესო საქმის საკეთებლად, სამოგზაუროდ, გასართობად, სიყვარულისთვის აგრძელებენ ცხოვრებას.

 

 

„ქალის სილამაზე მის ასაკთან ერთად იზრდება“ – ოდრი ჰეპბერნი

„ასაკის მატება ჩემთვის ტრაგედია არ არის, 40 წელი ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე ახალგაზრდობა“. – ანჯელინა ჯოლი

„(45 წლის მერე) ჩვენ ვხდებით უფრო ქალურები, უფრო ძლიერები, უფრო სექსუალურები… უფრო მეტად გვესმის საკუთარი თავის. გვაქვს შესაძლებლობა, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და არ გვეშინოდეს იმის, რას იფიქრებს ხალხი ჩვენზე. არ გვაღელვებს, როგორ გამოვიყურებით და გვიყვარს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ. ეს ცხოვრების სპეციფიკური ეტაპია“. – ქეით უინსლეტი

„ყველაზე დიდხანს იმ ადამიანმა კი არ იცხოვრა, ვისაც ყველაზე დიდი ასაკი აქვს, არამედ იმან, ვინც ყველაზე მეტად იგრძნო ცხოვრება“. – ჟან ჟაკ რუსო

„ქალი ახალგაზრდაა მანამ, სანამ ის უყვართ“. – გუსტავ ფლობერი

„ასაკი – ეს არის ის, რაც ჩვენს ფიქრებში არსებობს. თუ მასზე არ იფიქრებთ, ის არ იქნება“. – მარკ ტვენი

 

ლიზა ბაგრატიონი – მომღერალი

 

ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია?

დიახ, ასაკი მხოლოდ ციფრებია. რაც უფრო სტრესულია გარემო, არასწორია ცხოვრების წესი, უგულებელყოფ შენს ჯანმრთელობას, მდგომარეობას, ციფრებიც უფრო მეტად გახსენებენ თავს, მაგრამ შინაგანი მდგომარეობა სრულებით არ არის ამაზე დამოკიდებული.

 

და მაინც, რა იცვლება ასაკის მატებასთან ერთად?

იცვლება დამოკიდებულება ყველა საკითხის მიმართ, ჩემს შემთხვევაში ბევრად უფრო გახსნილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი გავხდი ასაკის მატებასთან ერთად. უფრო მეტად მახარებს ყველაფერი კარგი, რაც ჩემ გარშემო ხდება, უფრო მეტად განვიცდი ყველაფერ ნეგატიურს.

რაც უფრო მეტად მეტკინა ცხოვრებაში, მით უფრო მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გიყვარდეს და გასცე მხოლოდ დადებითი და პოზიტიური ენერგია.

სამწუხაროდ, საკუთარი თავის დაფასებას არც ციფრებმა შეუწყო ხელი. ნაკლებად ვაქცევ საკუთარ თავს ყურადღებას, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე სწორი კვების და ვარჯიშის მხრივ… თუმცა ამის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ოჯახი, მეგობრები, სამშობლო, ჩემი პროფესია, გარშემო მყოფი ადამიანები… მინდა სულ ვუხსნა მათ სიყვარული და ვუთხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არიან ჩემთვის. რამდენად ბედნიერი ვარ, რომ ისინი არსებობენ ჩემს ცხოვრებაში, რამდენად მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მაქვს ის ყველაფერი, რაც მაქვს, რომ შემიძლია ვიმღერო, ვიურთიერთო, მიყვარდეს, ვიტირო, განვიცადო, წავიკითხო, დავესწრო სპექტაკლს, კონცერტს…

სანამ შემიძლია განვიცადო სხვისი ცუდი, აღვივსო სიყვარულით… იქამდე ვარ ცოცხალი, ახალგაზრდა და მაქვს იმედი, რომ საჭირო ვარ სხვა ადამიანებისთვის.

 

 

 

ნიკა ლომიძე – ტელეწამყვანი

 

ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია?

ასაკი ნამდვილად მხოლოდ ციფრებია, რომელსაც ყურადღება არასდროს არ უნდა მიაქციო. ვფიქრობ, რომ ადამიანი გარკვეულ ასაკში ასრულებს გაზრდას. პირადად მე 25-26 წლის ასაკში შევწყვიტე ზრდა, რადგან მიმაჩნია, რომ რაც უფრო დიდხანს იქნები ბავშვი, მით უფრო გვიან მიხვდები ციფრების მნიშვნელობას.

ციფრები მხოლოდ და მხოლოდ გვიგროვებს და გვაძლევს გამოცდილებას. არ უნდა მოქმედებდეს ციფრი არც შენს განწყობაზე, არც ენერგიაზე, არც ინტერესებზე… პირიქით, მე ბევრი ჩემზე გაცილებით პატარა მეგობარი მყავს. ძალიან მიყვარს ჩემი შვილის მეგობრებთან ერთად დროის გატარება, ბევრს ვსწავლობ მათგან, შესაბამისად, სულ თანამედროვეობაში ვარ და დროს არ ჩამოვრჩები.

 

რა იცვლება ასაკის მატებასთან ერთად?

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება მხოლოდ ციფრები. რაც უფრო დიდი ხანი ხარ ბავშვი, მით უკეთესია ადამიანის შინაგანი განწყობისთვის.

 

როდის იწყება ყველაზე კარგი ასაკი?

ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი ასაკი სულ იწყება, რაც უფრო იზრდები გამოცდილება გემატება, ბევრ რამეს სხვანაირად აფასებს, აღიქვამ, ერთობი, სხვანაირად აფასებ ადამიანებს და ადამიანურობას, მეგობრობას. სინამდვილეში ყველა ასაკს აქვს თავისებური ხიბლი, ყოველი მომდევნო წელი ძალიან სასიამოვნო და კარგია. სანამ ხარ ბავშვური და თავს არ დაისერიოზულებ, ხარ ენერგიული, არ დაგსვამს შენი სხეული ერთ ადგილას და იქნები სულ მოძრაობაში.

 

 

ნანა ნებიერიძე – სპორტსმენი

 

ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია?

ჩემი აზრით, ასაკი მხოლოდ ციფრებია. როდესაც OK!-დან დამირეკეს და შემომთავაზეს მონაწილეობა მიმეღო პროექტში 40+, ჯერ დავფიქრდი და მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ უკვე მეც გავხდი ამ ასაკის.

 

რასთან ასოცირდება თქვენთვის ასაკის მატება?

ასაკი ჩემთვის ასოცირდება საკუთარი თავის უკეთ შეცნობასთან, რა მინდა, როგორ მინდა, რატომ მინდა… ასე ვთქვათ, ჩემი ვარდისფერი სათვალე უკვე დიდი ხანია დავდე კარადაზე.

ჩემო ქალბატონებო, გოგონებო, იყავით ისეთები, როგორებიც ხართ სინამდვილეში. დიდი პატივისცემით, თქვენი ნანა.

 

 

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი

 

ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია?

ასაკს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს, ეს არის მოცემულობა. ასაკის მატებასთან ერთად არაფერი იცვლება, პირიქით, გემატება ჭკუა, სიბრძნე, გამოცდილება. უფრო აზრიანად აღიქვამ ადამიანებს, გარემოს, სამშობლოს, ღმერთს…

ბავშვობაში, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ დაგიგროვდება ეს ცოდნა და გამოცდილება, ასე მკვეთრად ვერ აღიქვამ და აფასებ ბევრ რამეს, მათ შორის სწავლის მნიშვნელობას, იმ ინვესტიციას, რომელიც ბავშვობაში უნდა ჩადო, რომ კენწეროში გატკბილდეს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებმა გირჩიონ და მოგაწოდონ ინფორმაცია, ვისაც უკვე აქვს ამ საკითხში გამოცდილება. პირადად მე გული მწყდება იმაზე, რომ შემეძლო უფრო უკეთ მემღერა და არ ვიმეცადინე, მაგრამ დიდი დრო დავუთმე წიგნების კითხვას და ეს დღეს უკვე ჩვევად მექცა. ერთადერთი, რასაც ადამიანებს ვურჩევ, უფრო მეტი ნახონ და წაიკითხონ, ისეთი, რაც მათ აღტაცებასა და აღფრთოვანებაში მოიყვანთ.

ჩვენ გვყავდა უდიდესი მეცნიერი, კარდიოლოგი მიხეილ წინამძღვრიშვილი, რომელიც ამბობდა, რომ ახალგაზრდობა კუნთების ძალით არ ფასდება, ახალგაზრდობა შრომის ხალისით ფასდება. როცა შენ რაღაცის კეთების, აღმოჩენების, სადმე წასვლის, ახალი ცოდნის შეძენის ხალისი გაქვს, არ დაბერდები. ზუსტად ამიტომ არის ასაკი მხოლოდ ციფრები.

 

ასევე გაეცანი

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026
#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა
ინტერვიუ

#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა

August 11, 2026
#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა
ინტერვიუ

#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა

August 11, 2026
#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა
ინტერვიუ

#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

March 16, 2023
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

June 15, 2021
#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

April 19, 2023

კვირის ჰიტები

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

August 17, 2026
#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

August 17, 2026
#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

ნაომი კემპბელი თბილისში – მსოფლიო მოდის ლეგენდა 26 სექტემბერს ექსკლუზიური DJ სეტით წარდგება

August 18, 2026
ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

August 13, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები