• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! 2023 წლის ყველაზე ტრენდული პროცედურები ესთეტიკის სფეროში

May 7, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

„ლოტუს გარდენი“ – ეს არის სივრცე, სადაც თქვენ დაგხვდებათ სრულიად განახლებული, კომფორტული და მეგობრული გარემო. თქვენს სილამაზესა და სიჯანსაღეზე კი პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს.

ზაფხულის მოსვლასთან ერთად აქტუალურია სხეულის კორექცია, „ლოტუს გარდენი“ გთავაზობთ სხეულის კორექციის სწორ და ჯანსაღ მეთოდს. თუ ჯანსაღ გარემოს სასიამოვნო ატმოსფეროც თან ახლავს, დასახული მიზნის მიღწევა კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება.

გარდა ამისა, „ლოტუს გარდენში“ მიმდინარეობს ორსულთა პილატესის გაკვეთილებიც, რაც მომავალი დედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

ლაზერული ეპილაციის ყველა თანამედროვე მეთოდი ერთ სივრცეში:

ალექსანდრიტის ლაზერი;

დიოდური ეპილაცია;

სამსხივიანი ლაზერი;

ტატუს (როგორც შავი, ისე ფერადი პიგმენტის) ლაზერული გაუფერულება და სხვა მრავალი.

აღსანიშნავია მოქნილი სამუშაო განრიგი, რომელიც მოსახერხებელია დატვირთული სამუშაო გრაფიკის მქონე ადამიანისთვის. მომხმარებელს შეუძლია ჩაიტაროს სასურველი პროცედურა აქ (აფაქიძის N11), მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, დილის 9 საათიდან ღამის 11 საათამდე.

 

„ლოტუსის“ ესთეტიკის სკოლა რამდენიმე წელია აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. ამ ხნის განმავლობაში ასობით სტუდენტი დაეუფლა ახალ ცოდნას, შეიძინა საყვარელი პროფესია და წარმატებით დასაქმდა ამა თუ იმ სამედიცინო და ესთეტიკურ ცენტრებში.

 

 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისში ყოველწლიური დაჯილდოების საღამო Medical Care Award გაიმართა, სადაც ტრაციდიულად, მედიცინისა და ესთეტიკის სფეროში მოწინავე კომპანიათა შორის კონკურსის გზით, ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლაზერული ეპილაციის შემსწავლელი ცენტრი“, ერთხმად აღიარეს ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ლოტუსი“.

 

ესთეტიკის სკოლა გთავაზობთ შემდეგ კურსებს:

ლაზერსკოლა (ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდური ეპილაცია, ტატუს ლაზერული გაუფერულება);

კოსმეტოლოგია (ინიექციური, არაინიექციური);

სხეულის კორექცია (მანუალური და აპარატურული მასაჟები);

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, საიტიდან: www.school.lotus.ge

 

ესთეტიკური მედიცინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ყოველ ჯერზე მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს აღნიშნულ სფეროს. 2023 წლის ყველაზე მოთხოვნად პროცედურათა ხუთეული კი ასე გამოიყურება:

ბოტოქსი;

ტუჩის აუგმენტაცია (ფილერით შევსება);

ბიორევიტალიზაცია;
ქიმიური პილინგები;

პლაზმოლიფტინგი.

 

 

ბოლო დროს აქტუალურია – ცხვირის არაქირურგიული კორექცია; foxy-eyes წარბის ლიფტინგი (მეზოძაფებით), ულთერაპია და სახის 7-წერტილოვანი ლიფტინგი.

 

სხეულის მოდელირების (კორექციის) სფეროში მთავარი გავრცელებული მეთოდები ეფუძნება ულტრაბგერის გამოყენებას არასასურველი ცხიმის დაშლის მიზნით.

 

 

თუმცა, აქვე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ერთ-ერთი მთავარი სიახლე ტანის შემავსებლების (ე.წ. ფილერების) გამოყენებაა. ამ გზით თავიდან ავიცილებთ ქირურგიულ ჩარევებს, რომელთაც ხანგრძლივი და რთული რეაბილიტაციის პერიოდი ახლავთ თან.

შემავსებლები ძირითადად გამოიყენება საჯდომის მოცულობის, მკერდის ზომის, ფორმის ან წვივების გასწორების მიზნით. შედეგის ხანგრძლივობა 5-8 წელია. პროცედურა, ფაქტობრივად, არ საჭიროებს რეაბილიტაციას. ეს ყველაფერი კი აღნიშნული მეთოდის მიმართ ძალიან მზარდ ინტერესს განაპირობებს.

 

სახის 7-წერტილოვანი ლიფტინგი -10 წელი 1 პროცედურაში

ინოვაციური მეთოდი, რომელიც ბოლო წლების ჰოლივუდის ყველაზე საყვარელ პროცედურათა შორის ლიდერია. აღნიშნული პროცედურის უპირატესობებზე, „ლოტუსის“ ექიმი-კოსმეტოლოგი, თინათინ თავართქილაძე გვესაუბრება.

 

(თინათინ თავართქილაძე): 7-წერტილოვანი სახის ლიფტინგი, როგორც მეთოდი, შემუშავებულია დოქტორ მაურისიო დე მაიოს მიერ. მისი მტკიცებით, სახის დაბერების ნიშნების პირველი და მთავარი პრობლემა სახის კანქვეშა კუნთების მოცულობის კარგვა იყო.

 

ჩვენს სახეზე შეგვიძლია მოვნიშნოთ 7 წერტილი, რომელიც დაბერების ნიშნების აღმოსაფხვრელად მთავარ საკვანძო მომენტს ქმნის. ეს უბნები კონცენტრირებულია ლოყების, ღაწვებისა და ყბების მიდამოებზე, რაც ხელს უშლის კანის დაშვებას. თითოეული სამუშაო ზონა (წერტილი) კონკრეტულ პრობლემებს აგვარებს.

ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენ არა მხოლოდ ვკარგავთ ლოყებისა და ყბების ზონის მოცულობას, არამედ, დროთა განმავლობაში, განილევა სახის ძვლები, რადგან ის ბუნებრივად ცვდება. აღნიშნული იწვევს ღრძილების დაქვეითებასა და ნიკაპის უკან დადაბლებას. ეს პროცესი, ასაკთან ერთად, გარდაუვალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ.

 

 

პირველი და მთავარი მომენტი, რასაც მე პროცედურის დაგეგმვისას ვითვალისწინებ, ინდივიდუალიზმია. თითოეული პაციენტის სახე წარმოადგენს უნიკალურ შემთხვევას, თავისი უნიკალური პარამეტრებითა და პროპორციებით. ჩემი მთავარი ამოცანა ამ დროს არის ის, რომ მაქსიმალური შედეგის მიღებასთან ერთად, პაციენტს შევუნარჩუნოთ ინდივიდუალიზმი.

რას ვთვლით საუკეთესო შედეგად – რელიეფური სახის კონტური: შევსებული ყვრიმალები სახეს განსაკუთრებულად ლამაზს ხდის, ე.წ. აზიდულ იერსახეს სძენს მას. ამ ფორმას Ogee-ის მრუდი ეწოდება და ის იმდენად მშვენიერია, რომ მას ხშირად ნახავთ ხელოვნებასა და არქიტექტურაში. მაგალითად, ენდი უორჰოლი ხშირად ხაზს უსვამდა მას თავის სახელგანთქმულ პორტრეტებში.

 

ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი სახე კარგავს ჩვენს Ogee მრუდს.

რა იწვევს შუა სახის დაბერებას? ერთი, გრავიტაცია სწევს მალარის ცხიმის ბალიშს (სამკუთხა ბალიშს, რომელიც ზის ლოყებზე) ქვემოთ. მეორე, სახის ძვლების განლევა, რაც ზემოთ ვახსენეთ და რაც იწვევს რბილ ქსოვილებსა და ლიგატებში ძვრებს. მესამე, 25 წლის ასაკიდან მცირდება კოლაგენის გამომუშავების ტემპი, თუმცა ბევრი ჩვენთაგანი ამას ვერ ამჩნევს, საშუალოდ 38-40 წლამდე.

 

7-წერტილოვანი სახის კანის ლიფტინგი:

  • სახეს უბრუნებს მოცულობას;
  • ყბების არეში შემავსებლის შეყვანით, აღადგენს სახის რკალს (ოვალს);
  • ნიკაპის შევსებით აღვადგენთ პროპორციას ცხვირთან მიმართებაში;
  • ამცირებს მარიონეტული ხაზების გამოჩენას;

 

შედეგად, 1 პროცედურაში ვიღებთ -10-წლიან ეფექტს და ამავდროულად, სახეს ვანიჭებთ იდეალურ, ნანატრ პროპორციებს.

 

საკონტაქტო ინფო:

ტელ: 0322903803

მის: საბურთალო, ანდრია აფაქიძის 11 0322903803*1*

ვაკე, ილია ჭავჭავაძის 34 / 0322903803*3*

ვაგზლის მოედანი 2 / 0322903803*5*

გლდანი, ს/ც „გლდანი მოლი“ ,0 სართული / 0322903803 *6*

 

Instagram: Lotus ლოტუსი Aesthetics

FB: LOTUS . ლოტუსი

E-mail: [email protected]

ასევე გაეცანი

#OK! ექიმობა – მაღალი დონის ხელოვნება, ხელოვნებათა შორის
ინტერვიუ

#OK! ექიმობა – მაღალი დონის ხელოვნება, ხელოვნებათა შორის

May 27, 2023
#OK! ქუთაისი ინსპირაციის მთავარი წყარო
ინტერვიუ

#OK! ქუთაისი ინსპირაციის მთავარი წყარო

May 27, 2023
#OK! ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი
ინტერვიუ

#OK! ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი

May 26, 2023
#OK! L’erbolario – ახალი ბრენდი ICI PARIS-ში!
Health & Beauty

#OK! L’erbolario – ახალი ბრენდი ICI PARIS-ში!

May 26, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! Doja Cat, Megan Thee Stallion და დემი ლოვატო iHeartRadio Music Awards-ის 2021 წლის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

#OK! Doja Cat, Megan Thee Stallion და დემი ლოვატო iHeartRadio Music Awards-ის 2021 წლის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე

May 28, 2021
#OK! ემა რობერტსის ქუჩის სტილი: მსახიობმა სამოსს Gucci-ს 530 ფუნტის ღირებულების ფეხსამელი შეუხამა!

#OK! ემა რობერტსის ქუჩის სტილი: მსახიობმა სამოსს Gucci-ს 530 ფუნტის ღირებულების ფეხსამელი შეუხამა!

May 10, 2021
OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება

OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება

December 28, 2022
#OK! Met Gala 2023-ის წყვილები წითელი ხალიჩიდან!

#OK! Met Gala 2023-ის წყვილები წითელი ხალიჩიდან!

May 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! დღეს ლილი-როუზ დეპი 24 წლის გახდა:  წარმოგიდგენთ გამორჩეულ ფილმებს ახალგაზრდა ვარსკვლავის შემოქმედებიდან

#OK! დღეს ლილი-როუზ დეპი 24 წლის გახდა: წარმოგიდგენთ გამორჩეულ ფილმებს ახალგაზრდა ვარსკვლავის შემოქმედებიდან

May 27, 2023
#OK!  შაილო ჯოლი პიტი 17 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ვარსკვლავის შესახებ

#OK! შაილო ჯოლი პიტი 17 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ვარსკვლავის შესახებ

May 27, 2023
#OK! BergHOFF – სამზარეულოს ინვენტარის სპრემიუმ ხაზი

#OK! BergHOFF – სამზარეულოს ინვენტარის სპრემიუმ ხაზი

May 22, 2023
#OK! „ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ქალბატონს ვულოცავ დაბადების დღეს“ – რუსკა მაყაშვილის შვილი იუბილარია!

#OK! „ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ქალბატონს ვულოცავ დაბადების დღეს“ – რუსკა მაყაშვილის შვილი იუბილარია!

May 24, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×