• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! 12 რჩევა ნატა გაგუასგან

July 10, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჟურნალი OK! გთავაზობთ HEALTH AND BEAUTY BOOK-ის მოწვეული რედაქტორის ნატა გაგუას 12 რჩევას, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი კვების რაციონი გავხადოთ უფრო ჯანსაღი.

 

 

  1. სასურველია მიირთვათ ყოველდღე მინიმუმ 3-ჯერ, ხოლო მაქსიმუმ 5 ჯერ − ზომიერი ულუფებითა და  2-4-საათიანი ინტერვალებით. ამავდროულად, გახსოვდეთ, საკვები უნდა მიიღოთ ნელა. გაუსინჯეთ თითოეულ პროდუქტსა და კერძს მისი უნიკალური გემო. კვებისადმი ასეთი მიდგომა დანაყრებისა და კმაყოფილების განცდას უწყობს ხელს.
  2. კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ.
  3. დილით, საუზმემდე მინიმუმ 30 წუთით ადრე დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება. წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის.
  4. დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ სეზონურ ხილს, მიირთვით ცოცხლად ან სმუზის (ბლენდერში ათქვეფილი ხილი) სახით. ამასთანავე, უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე 2-3 საათით ადრე.
  5. კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით.
  6. ყურადღება მიაქციეთ საკვებში მარილის, სუნელების, შაქრის რაოდენობას, რათა არ შეაკავოთ ორგანიზმში თქვენ მიერ მიღებული სითხე. სითხის შეკავება ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის არასასურველია, ეს წონის კლების შეჩერებას ან შენელებას იწვევს.
  7. არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი. არასოდეს აირჩიოთ პროდუქტი მხოლოდ შეფუთვით მოხიბლულმა.
  8. უმჯობესია დაძინებამდე მინიმუმ 2-3 საათით ადრე ივახშმოთ – ასე ძილი უფრო მშვიდი და ღრმა გექნებათ და კარგადაც გამოიძინებთ.
  9. ვახშმიდან მეორე დღის საუზმემდე კარგი იქნება მინიმუმ 12-საათიანი უზმო ინტერვალი.
  10. მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. სხვათა შორის, დღე-ღამის ძილის რიტმის დარღვევაც პირდაპირ აისახება წონის ცვლილებაზე. ღამის ძილის ნაკლებობა გასუქებას უწყობს ხელს. უძილობა პირდაპირ კავშირშია წონის მატებასთან.
  11. მნიშვნელოვანია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა: ფეხით სეირნობა, ცურვა, პილატესი და ა.შ. კვირაში 3-4 ჯერ.
  12. ისწავლეთ სტრესის მართვა. გახსოვდეთ, რაც გაღიზიანებთ, გაბრაზებთ და გაშინებთ, ზუსტად ის გმართავთ კიდეც! უნდა ისწავლოთ აგრესიული ენერგიის თქვენთვის საყვარელ საქმეში რეალიზება და აგრესიის კონსტრუქციული გამოყენება. უნდა გაიწაფოთ იმაში, რომ აგრესია გამოიყენოთ „საწვავად“ თქვენი მიზნებისთვის.

 

ასევე გაეცანი

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში
Gastro

#OK! რისი მომზადება შეგიძლია აეროგრილში

February 23, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 19, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

May 23, 2022
#OK! ქართველი წყვილები, რომლებიც 2023 წელს დაოჯახდნენ!

#OK! ქართველი წყვილები, რომლებიც 2023 წელს დაოჯახდნენ!

December 30, 2023
#OK! დუა ლიპას გემოვნებიანი იმიჯი! მომღერალი Moschino-ს კაბით!

#OK! დუა ლიპას გემოვნებიანი იმიჯი! მომღერალი Moschino-ს კაბით!

March 9, 2021
#OK! მონტესორის საბავშვო ბაღი

#OK! მონტესორის საბავშვო ბაღი

November 30, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

February 26, 2026
#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 3, 2026
#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები