• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! წლის კინომოვლენა House Of Gucci – ლედი გაგას საოცარი გარდასახვა პატრიცია რეჯიანის როლისთვის

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ კრიმინალურ დრამაში - House Of Gucci

December 5, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

უამრავი საკულტო მოდური მომენტით, 12 გრემის ჯილდოთი და ოსკარით ხელში, 21-ე საუკუნის ყველაზე ექსცენტრიული არტისტი, უკვე ათწლეულზე მეტია, რაც პლანეტის ყველაზე გამოჩენილი ადამიანების სიაში უცვლელი ვარსკვლავია. მან იცის, როგორ აალაპარაკოს საზოგადოება და ამავდროულად შეინარჩუნოს ავთენტურობა.

House of Gucci' proves that Lady Gaga can do whatever she wants now

35 წლის “პოპის დედოფალმა” სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტამ House Of Gucci-ისთვის მუსიკალური ინდუსტრიიდან პაუზა აიღო და კვლავ ოსკაროსან მსახიობად გადაიქცა. გაგამ რიდლი სკოტის ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ კრიმინალურ დრამაში მთავარი როლი მიიღო. ფილმში, რომელიც იტალიური მოდის სახლის ხელმძღვანელის მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებაა, პოპვარსკვლავმა დიზაინერის მეუღლის, პატრიცია რეჯიანის როლი შეასრულა.

House Of Gucci Poster & Images Show Lady Gaga's Looks & Hairstyles

ჯერ კიდევ House Of Gucci-ის ოფიციალურ პრემიერამდე გავრცელებულმა პაპარაცულმა ფოტოებმა მსოფლიო სენსაცია მოახდინა, რამაც ფილმის პოპულარობა ორმაგად გაზარდა.

“ამ როლზე მუშაობა სამი წლის წინ დავიწყე, სრულიად გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში პატრიცია რეჯიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ცხრა თვის განმავლობაში კი მისი აქცენტით ვსაუბრობდი, მაშინაც კი, როდესაც კამერის წინ არ ვიყავი, თამაშს ისევ ვაგრძელებდი. ფაქტობრივად, მის პერსონაჟთან ერთად ვცხოვრობდი.”

Lady Gaga on Portraying House of Gucci Character Patrizia Reggiani | PEOPLE.com

“თითქმის შეუძლებელი იყო ჩემთვის გამუდმებით აქცენტით საუბარი, განსაკუთრებით ქერა თმით, თითქოს მის პერსონაჟს საკმარისად ვერ ვგრძნობდი, ამიტომ თმას ძალიან ხშირად ვიღებავდი. რასაც ვეხებოდი, ვუყურებდი და ვგრძნობდი, ყველაფერს ფულთან ვაკავშირებდი. დავიწყე ფოტოების გადაღება, რა თქმა უნდა, არ არსებობდა იმის მტკიცებულება, რომ პატრიციას ფოტოგრაფობა სურდა, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ერთგვარი სავარჯიშო, მეპოვნა ცხოვრებისეული ინტერესი მის პერსონაჟში. ასე, რომ, სადაც დავდიოდი, ყველგან დამქონდა ფოტოაპარატი. შევნიშნე, რომ პატრიციას უყვარდა ლამაზი ნივთები, ასე, რომ თუ ლამაზ კადრს ვერ გადავიღებდი, იმწამსვე ვშლიდი.”

Lady Gaga fan page on Instagram: “Lady Gaga as Patrizia Reggiani 🦋” in 2021 | Lady gaga, Gaga, Lady

გაგა თვეების განმავლობაში კითხულობდა გაზეთებს, რომლებშიც პატრიციას შესახებ ეწერა სტატიები, უსმენდა ჩანაწერებს, სადაც მისი ცხოვრების შესახებ ისმენდა საინტერესო დეტალებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამდენი მასალის გაცნობის შემდეგ გაგას არ წაუკითხავს სარა გეი ფორდენის წიგნი: The House of Gucci: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour, and Greed,  რომლის მიხედვითაც გადაიღო რიდლი სკოტმა House Of Gucci.

Who Is Patrizia Reggiani? Lady Gaga Plays Her In 'House Of Gucci' – Hollywood Life

“მოხიბლული ვიყავი ამ ქალის მოგზაურობით, თუმცა არ მინდოდა განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა, რათა მათ ჩემი ხედვა არ შეეცვალა.“

როდესაც აქცენტზე დავიწყე მუშაობა, თავდაპირველად ვსინჯე დიალექტი რომელიც შედარებით მარტივი იყო, შემდეგ კი გადავედი უკვე ფილმისთვის შესაფერკს საუბრის მანერაზე, რომელიც უფრო კლასიკური იყო პერსონაჟისთვის და უფრო მისაღები იქნებოდა ისეთი ადგილისთვის, როგორიცაა მილანი.”

Dom Gucci": Lady Gaga i inni twórcy o filmie Ridleya Scotta - Film

იქიდან გამომდინარე, რომ გაგა ნახევრად ამერიკელია, ნახევრად კი იტალიელი, მისთვის პატრიცია რეჯიანის როლის შესრულება ორმაგად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

“ფილმში თუ კარგად დააკვირდებით ჩემს ხმას, შეამჩნევთ, რომ აქცენტი განსხვავებულია, იმის და მიხედვით თუ ვის ველაპარაკები.”

“ეს იყო ცხოვრებისეული გამოცდილება, ამ ფილმის გადაღებების დროს ყოველი დღის ყოველწუთს ვფიქრობდი ჩემს იტალიელ წინაპრებზე და იმაზე, თუ რამდენი რამის გაკეთება დაგადატანა მოუწიათ ამ ადამიანებს, რომ მე მქონოდა უკეთესი ცხოვრება. მინდოდა, რომ მათ ჩემით ეამაყათ, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ  პერფორმანსი ნამდვილ ქალზე შემექმნა.”

Where Are Patrizia Reggiani & Maurizio Gucci's Daughters, Allegra & Alessandra, Now?

ასე, რომ გაგამ “შეაღწია” მკვლელის გონებაში.

პატრიცია რეჯიანი და მაურიციო გუჩი საბოლოოდ 1994 წელს განქორწინდნენ, რის შემდეგაც პატრიციამ მეუღლეს სასამართლოში უთხრა, რომ “მისთვის ჯოჯოხეთი ჯერ კიდევ წინ იყო…” 1995 წლის მარტში მისივე დავალებით Benedetto Ceraulo-მ მაურიციო გუჩი მოკლა.

პატრიციას ქალიშვილები თავდაპირველად მხარს დედას უჭერდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ მისი ქცევა გამოწვეული იყო ტვინის კეთილსინდისიერი სიმსივნით… გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წლის შემდეგ გოგონებმა დედასთან საუბარი საბოლოოდ შეწყვიტეს.

Patrizia Reggiani By Ridley Scott | Italian True Crime | Life In Italy

ფილმის გადაღებების უმეტესობა პანდემიის პერიოდს დაემთხვა. სიუზან ბეტსონმა, გაგას მასწავლებელმა, რომელიც მსახიობს გადასაღებ მოედანზე ეხმარებოდა, არაერთხელ აღნიშნა, რომ იმდენად იყო გაგა პატრიციას როლზე კონცენტრირებული, რომ ხშირად ფილმისა და რეალობის გამიჯვნა ძალიან ურთულდებოდა.

“რაღაც მომენტში გავაანალიზე, რომ ფსიქოლოგიურად სირთულეები მქონდა. გასულ თვეებში ან სულ გადასაღებ მოედანზე, ან კიდევ სასტუმროში ვიყავი და ვისვენებდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა დროს სად ვატარებდი, ორივე შემთხვევაში ვცდილობდი მეცხოვრა პატრიციასავით. მახსოვს, ერთხელ როდესაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ სასეირნოდ გამოვედი, თავს იმდენად უცნაურად ვგრძნობდი, მეგონა ისევ გადასაღებ მოედანზე ვიყავი.”

House of Gucci (2021) - IMDb

“მადისაღმძვრელი სიგიჟე.” – ასე აღწერს გაგასთან მუშაობის პროცესს სელმა ჰაიეკი, რომელიც ფილმში Pina Auriemma-ს როლს ასრულებს.

“ის გლამურულია ადამიანია და ბრწყინვალე მსახიობი, ძალიან იშვიათად მინახავს არტისტი, რომელიც ასეთი ვნებითა და მონდომებით ართმევს სამუშაოს თავს. ის ჯადოსნური პიროვნებაა, ნამდვილი გენიოსია.”

მიუხედავად იმისა, რომ გაგასთვის House of Gucci-ის გადაღებები ამაღელვებელი, სახალისო და რაც ყველაზე მთავარია, მორიგი საინტერესო გამოცდილების მომტანი იყო, მისთვის მაინც არსებობდა პატარა სირთულეები, რაც გადაღებების პროცესს ორმაგად უფრო ემოციურს ხდიდა.

Lady Gaga's House of Gucci Hairstyles | InStyle

“ძალიან ბევრი რამ მქონდა გასაანალიზებელი. ფილმში უნდა გამოჩენილიყო უდიდესი ბრწყინვალება, მაგრამ ამავდროულად უდიდესი სევდა. არ მინდოდა განდიდება იმ ადამიანის, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა,  მინდოდა პატივი მიმეგო ქალებისთვის, რომლებმაც მოახერხეს “გადარჩენა”, თუმცა მათი ისტორია სამწუხარო შედეგით დასრულდა. ვიმედოვნებ, უამრავი ქალი ნახავს ამ ფილმს და კარგად დაფიქრდებიან, სანამ საყვარელ ადამიანებს გაუაზრებლად დააზიანებენ.“

“ყველაზე ხშირად პატრიციას როლის მორგების დროს მისი შვილები მახსენდებოდნენ. ვიცი, რომ ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ მათთვის რთული იქნება თითოეული წუთის ნახვა, ერთადერთი, რასაც მათ ვუსურვებ ეს არის ბედნიერება და სიმშვიდე. ვფიქრობ, ჩემი მაქსიმუმი შევძელი, რათა პატრიცია რეჯიანის ფილმი კარგად მომერგო.”

გაიგე მეტი: House Of Gucciადამ დრაივერიალ პაჩინოგუჩილედი გაგამაურიციო გუჩიპატრიცია რეჯიანირიდლი სკოტიჯარედ ლეტო

ასევე გაეცანი

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი
Hollywood News

#OK! ,,მინდა ჩემი შვილები ხედავდნენ, რომ მათი მამა კვლავ ფორმაშია” – დევიდ ბექჰემი

June 19, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს
OK! News

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა
OK! News

#OK! ივნისის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული მოვლენა

June 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ეშლი რობერტსი Never Fully Dressed-ის ფერადი ორეულით! მომღერლის გემოვნებიანი ჩაცმის სტილი!

#OK! ეშლი რობერტსი Never Fully Dressed-ის ფერადი ორეულით! მომღერლის გემოვნებიანი ჩაცმის სტილი!

April 2, 2021
#OK! ქეით მიდლტონი Alexander McQueen-ის ელეგანტური სამოსით გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი Alexander McQueen-ის ელეგანტური სამოსით გამოჩნდა

May 25, 2021
#OK! ტეილორ სვიფტი Forbes-ის მილიარდერების სიას შეუერთდა

#OK! ტეილორ სვიფტი Forbes-ის მილიარდერების სიას შეუერთდა

April 4, 2024
#OK! შვედეთის პრინცესა სოფია Swedish Sports-ის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა

#OK! შვედეთის პრინცესა სოფია Swedish Sports-ის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა

January 17, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

#OK! Pullman Tbilisi Axis Towers 3 წლის გახდა

June 17, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები