გსურთ შექმნათ კუთხე, რომელიც ყოველი ახალი დღის დასაწყისს უფრო ხალისიანს გახდის? არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს სახლი, ოფისი, კაფე თუ რომელიღაც სხვა დაწესებულება. „კედლის დეკორაციები“ გთავაზობთ ხელოვნური მცენარეებისა და ბუნებრივი ხის მასალით დამზადებულ კედლის დეკორაციებს, რომლებიც უფრო ცოცხალს გახდის თქვენს გარემოს და აგიმაღლებთ განწყობას. ჟურნალი OK! კომპანიის ხელმძღვანელსა და იდეის ავტორს, ნინო ბურდულს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს „კედლის დეკორაციების“ შესახებ.
ნინო, რამდენი ხანია, რაც ამ საქმიანობით ხართ დაკავებული და რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებელს?
უკვე მეოთხე წელია ამ საქმიანობით ვართ დაკავებული. კერძოდ, ხელოვნური და ბუნებრივი მასალის გამოყენებით ვამზადებთ სხვადასხვა ფორმის დეკორაციას, რომლებითაც შეგიძლიათ გააფორმოთ სახლი, ოფისი, კაფე და სხვადასხვა საზოგადოებრივი სივრცე. ამ ეტაპზე უფრო ხშირად ღია კაფეები და ტერასები მოგვმართავენ.
როგორ გაჩნდა იდეა?
ჩვენ ვთანამშრომლობთ ფორუმ „ახალ ნათებასთან“ და კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად ვესწრებოდი საერთაშორისო გამოფენებს. ავეჯის კონცეპტების მოწყობის დროს ვიყენებდით მცენარეებს და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ მცენარეებისთვის მიგვეცა სხვა დატვირთვა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტეთ, პირველ ეტაპზე საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა პატარა ჩარჩოებში დამზადებული საცდელი ნიმუშები. ასეც მოვიქეცით და სწორედ ამ ნაბიჯმა განაპირობა ჩვენი შემდგომი პოპულარობა, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლის მხრიდან და გადავწყვიტეთ, უფრო ფართო მიმართულება მიგვეცა.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
მომხმარებლები მოგვმართავენ როგორც სახლის ინტერიერის გასაფორმებლად, ასევე სამედიცინო და ესთეტიკური დაწესებულებების კედლების გასაკეთებლად. ხშირად გვაქვს მოთხოვნა კაფეების, რესტორნებისა და სასტუმროების შემთხვევებშიც.
ჩვენი დეკორაციები ხელნაკეთია და თითოეული ნამუშევარი არის ინდივიდუალური, რადგან სრულდება დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე. დამზადების პროცესი დამოკიდებულია ადგილის მოცულობაზე და კედლის მასშტაბებზე.
„ახალი ნათების“ ფორუმის შოურუმში გვაქვს მზა მოდელები, რომლებიც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ, ან ინსპირაცია მიიღონ და მოგვცენ კერძო დაკვეთა სასურველი ზომისა და ფორმის მიხედვით.
როგორ გამოიყურება დეკორაციები?
მცენარეები იმდენად ჰგავს ბუნებრივს, რომ რთულია ერთმანეთისგან გარჩევა. ეს უფრო ცოცხალსა და მეტყველს ხდის დეკორაციას, ხოლო მცენარეები არის ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებულია და ხის ჩანართები, რომლებიც გამოყენებულია დეკორაციაში, მზადდება ბუნებრივი მასალისგან.
ვისთან ერთად ქმნით დეკორაციებს?
ამ საქმეში ჩემთან ერთად მონაწილეობს დიზაინერი ლინა კვაჭაძე და ჩვენ, ორივე ვხელმძღვანელობთ მთელ ამ პროცესს. ასევე ჩართული გვყავს ტექნიკური ჯგუფი და ერთობლივად ვქმნით სხვადასხვა კონცეპტს.
რაში მდგომარეობს ხელოვნური მცენარეების უპირატესობა?
ხელოვნური მცენარეების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. დეკორაცია არის მუდმივი, მარტივია მისი მოვლა, ადვილად იწმინდება და არ ზიანდება. ჩვენი დამკვეთები ყოველთვის კმაყოფილები არიან იმით, რომ მწვანე სივრცეს ვქმნით მაქსიმალურად ბუნებრივს.
შეგვიძლია თუ არა მიტანის სერვისით სარგებლობა?
მომხმარებელს ვთავაზობთ მიტანის უფასო სერვისს. გვაქვს სასაჩუქრე ნიმუშებიც, რომლებიც შეგვიძლია ჩავსვათ მიტანის სერვისის მომსახურებაში და მომხმარებლები მარტივად შეძლებენ სასურველი საჩუქრის იოლად შეძენას და ახლობელი ადამიანების გახარებას.
გვესაუბრეთ კომპანიის ნიშაზე და უპირატესობებზე.
ჩვენი კომპანიის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მომხმარებელს ვაძლევთ ორწლიან გარანტიას, გვაქვს მხოლოდ სერტიფიცირებული პროდუქცია და ხელშეკრულების ფარგლებში ვთავაზობთ დამკვეთს მორგებულ პირობებს.
ჩვენი კომპანიის ნიშა ის არის, რომ მწვანე კედელი ძალიან მოთხოვნადია, მაგრამ ვინაიდან ჩვენი პროდუქცია ხელოვნურია, გაცილებით უპირატესს გვხდის. პირველები აღმოვჩნდით, ვინც დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა და საკუთარი ნიშის დამკვიდრება.
ახლო მომავალში ვგეგმავთ გაფართოებას და კიდევ უფრო ფართოდ წარმოვაჩენთ ჩვენს დეკორაციებს.
FB: კედლის დეკორაციები – Wall Decorations
TEL: 599 55 61 49
მის: აღმაშენებლის ხეივანი 199
„ახალი ნათების“ შოურუმი.