• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ანა გოგუაძის ინიციატივითა და ჩართულობით გაცოცხლებული „მზიური“

February 4, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„მზიურის“ ახალი სიცოცხლე − სწორედ ეს გახლდათ ანა გოგუაძის მიზანი, როდესაც რამდენიმე წლის წინ „მზიურის“ ახალი კაფეს იდეა ჩაიფიქრა. მაშინ ეს ბევრისთვის წარმოუდგენელ და განუხორციელებელ მიზნად მოჩანდა. თუმცა ანამ თავის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად შეძლო და დაამტკიცა, რომ თუ ბევრს იშრომებ და არც სირთულეებს დანებდები მარტივად, შენი საყვარელი მწერლის მრავალი წლის წინ ჩაფიქრებული სურვილის განხორციელება შეგიძლია. როგორ შეუძლია ერთ პატარა კაფეს, შეცვალოს გარემო უკეთესობისკენ? − ამის დასტურად იმ გზას შეგიძლიათ გაუყვეთ, რომელიც „მზიურის“ კაფედან მიემართება. დღეს აქაურობა ბავშვებისა და უფროსების დასვენებისა და განტვირთვის განსაკუთრებული ადგილია. OK! პირადად გაესაუბრა ანა გოგუაძეს.

გვიამბეთ „მზიურის“ კაფეს შექმნის ისტორია.

„მზიურის“ კაფე სოციალური საწარმოა, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს. დიდი ისტორია მაკავშირებს „მზიურთან“. პირველად, როდესაც აქ „მზის ფესტივალი“ გავმართეთ, ვიყავი 18 წლის. მრავალი წლის განმავლობაში პარკი იყო სრულიად მიტოვებული, მიუხედავად იმისა, რომ ნოდარ დუმბაძეს მისი ბავშვთა ქალაქად ხილვა სურდა. როდესაც მივედი, ვნახე, რომ ეს ადგილი საერთოდ არ ჰგავდა ბავშვთა იმ ქალაქს, რომელზეც ის წერდა. მეტიც − ბევრი იქ სეირნობას თავსაც კი არიდებდა, რადგან განათებაც არ იყო დამონტაჟებული. 2006 წელს ჩემს მეგობრებთან ერთად დავიწყე საბავშვო „მზის ფესტივალის“ ორგანიზება. აღნიშნული ფესტივალის მიზანი გახლდათ ერთი დღით „მზიურის“ გაცოცხლება. სახელის მიუხედავად, პარკი აერთიანებდა ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ეს იყო დღე, როდესაც უფროსები და პატარები იკრიბებოდნენ „მზიურში“ მთელი დღის განმავლობაში. მათთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიება იმართებოდა პარკის მთელ ტერიტორიაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დროისთვის ასეთი მასშტაბის ფესტივალები ქალაქში არ ტარდებოდა. 12-წლიანმა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ „მზიურის“ პარკი მხოლოდ ამ ერთ დღეს იძენდა ფუნქციას. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ აქ არსებულ მიტოვებულ შენობაში გაგვეხსნა კაფე. ეს არ გახლდათ ჩვეულებრივი ბიზნესგეგმა. ქვეყანაში ახალი შემოსული იყო სოციალური მეწარმეობა, რაც გულისხმობს მოგების რეინვესტირებას კონკრეტული სოციალური მიზნებისთვის. იმდენად მოვიხიბლე ამ კონცეფციით, რომ დავწერე პროექტი, რომელიც შემდგომ ქალაქ თბილისის მერიას შევთავაზე. თხოვნით მივმართეთ, რომ ეს დანგრეული შენობა გარკვეული დროით მმართველობაში გადმოეცათ ჩვენთვის, რათა მოგვეზიდა სხვადასხვა მხარდამჭერი კომპანია, გაგვერემონტებინა შენობა და შეგვეძინა ყველა საჭირო ინვენტარი, რომ გაგვეხსნა სოციალური კაფე, რომლის მოგება მოხმარდებოდა „მზიურის“ ფუნქციურ დატვირთვას. ჩვენი მიზანი იყო გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვა პარკის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში. საზოგადოებამ ეს იდეა ძალიან მოიწონა, შესაბამისად, მათი მხრიდან გვქონდა დიდი მხარდაჭერაც. ძალიან ბევრი კომპანია დაგვიდგა გვერდით და 2016 წელს დაუღალავი შრომის შედეგად, გაიხსნა „მზიურის“ კაფე. ჩვენ შევძელით, პარკს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყურადღება მიექცია. 2019 წელს, როდესაც ვაკის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, კაფემ ძალიან იზარალა, რადგან აქ მოსასვლელი გზა ჩაკეტილი იყო და ახლა თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, რომელიც იმ დროს გვერდით გვედგა და არ მივუტოვებივართ. ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შევძელით „მზიურის“ პარკი გაგვეხადა ადამიანებისთვის საყვარელ ადგილად.

გვესაუბრეთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც „მზიურის“ ტერიტორიაზე მართავთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მიზანი იყო, „მზიური“ გამხდარიყო „ცოცხალი“ და ხალხმრავალი ადგილი მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ძალიან ბევრ ღონისძიებას ვმართავდით როგორც ღია სივრცეში, ისე კაფეს შიდა ტერიტორიაზე. გვსურს, ნებისმიერი ადამიანისთვის შევქმნათ კომფორტული გარემო. პანდემიამდე აქ იმართებოდა სხვადასხვა ტიპის მასტერკლასი, კონცერტი, კინოჩვენება, პრეზენტაცია. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი სივრცის სრულიად უსასყიდლოდ გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გასართობ-შემეცნებითი ფორმატის ღონისძიებებისთვის. ჩვენ ასევე ვმართავთ ისეთი ტიპის ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოებას სამოქალაქო აქტივიზმისკენ მოუწოდებს და მუშაობს მათი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სივრცე ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის და გვაქვს ბრაილის შრიფტის მენიუც.

 

გვესაუბრეთ იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც დასახული მიზნისკენ სწრაფვის დროს შეგხვდათ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოტივაცია მიგვეცა ადამიანებისთვის, შეეცვალათ ჩვევა და პარკის კაფეს ხშირი სტუმრობა მათ ყოველდღიურობად გვექცია. ასეც მოხდა − მათ მართლაც აღმოაჩინეს „მზიურის“ შესაძლებლობები და მანქანის გამონაბოლქვისგან მოშორებით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ადგილის უპირატესობა. გამოწვევა იყო აგრეთვე ისიც, რომ ჩვენ შევქმენით არასტანდარტული მენიუ, ვცდილობთ მავნე პროდუქტებზე უარი ვთქვათ და ხშირად არაპოპულარული, თუმცა სასარგებლო კერძები შევთავაზოთ სტუმრებს. სირთულეს წარმოადგენდა ჭავჭავაძის გამზირისა და უშუალოდ პარკის რეაბილიტაციაც. ახლა პანდემიის სირთულეებს ვუმკლავდებით. გაზაფხულის პერიოდში ადამიანების სურვილებზე დაკვირვებით, შემოდგომაზე მიღებულ რეგულაციებს მომზადებულები დავხვდით და „მზიურის“ კერძები პარკში სეირნობის თანმდევ ნაწილად ვაქციეთ. თქვენ შეგიძლიათ მოგვიკაკუნოთ, ჩვენ კი გემრიელ სასმელსა და მასთან მისაყოლებლებს დაგახვედრებთ. ასე რომ, ყველას მინდა, ვუთხრა: „მოგვიკაკუნე და გაიყოლე“.

 

გვიამბეთ იმ საქმიანობის შესახებ, რომლითაც დაკავებული ხართ „მზიურის“ კაფეს მიღმა.

ყველაზე ახლოს ხელოვნებასთან ვარ. პანდემიამდე ხშირად ვმოგზაურობდი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული. 5-წლიანი მუშაობის შედეგად, დიდი რაოდენობით ფოტომასალა დამიგროვდა. იმედი მაქვს, პანდემიის დასრულებისთანავე შევძლებ გამოფენის ორგანიზებას. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა, იმ დოზით ვეღარ ვუთმობ დროს, როგორც ეს „მზიურის“ კაფეს გახსნამდე იყო.

რა წარმოადგენს თქვენს მამოტივირებელ ძალას?

პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე ჩემთვის ყველაზე დიდი მამოტივირებელი ძალაა. ყოველთვის მსურდა მენახა ისეთი „მზიური“, როგორიც ახლაა და ამის გასაკეთებლად არავის დავლოდებივარ. საკუთარი ძალებით დავიწყე მოქმედება. რა თქმა უნდა, ამ საქმეში ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა, რომელთა გარეშე ვერაფერს გავხდებოდი, მაგრამ ინიციატივა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მქონდა აღებული. ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით ვიტყვი, რომ როდესაც ადამიანები ხედავენ შენს მონდომებას, მათაც უჩნდებათ სურვილი, შემოგიერთდნენ. ერთიანი ძალით კი ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი.

 

თქვენი სამომავლო გეგმები.

„მზიურში“ დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული საბაგიროს შენობა, სადაც ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით დავიწყეთ კიდევ ერთი პროექტი. აქ გაზაფხულზე გაიხსნება „მზიურის“ თანამედროვე ხელოვნების მცირე ზომის გალერეა და სამუშაო სივრცე „კუბი კონტექსტში“. პირველ სართულზე გალერეის, ხოლო მეორეზე საერთო სამუშაო სივრცის გახსნა იგეგმება. ვიმედოვნებ, ეს ახალი სივრცე, სამომავლოდ, ხელოვანებისა და ამ სფეროთი დაინტერესებულთა შეკრების განსაკუთრებული ადგილი გახდება.

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

#OK! როგორ გამოვიდა დონატელა ვერსაჩე საკუთარი ძმის ჩრდილიდან

April 2, 2021
#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

#OK! “ორი ლამაზმანი, რომლებმაც წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრეს” – გალ გადო და გვინეტ პელტროუ Solaire Culture-ის გამოფენაზე

October 26, 2022
#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

#OK! ჯონათან ანდერსონი პოდიუმს მიღმა

October 14, 2025
#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

#OK! სამგზავრო სავარძელი აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობისთვის

May 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026
#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

#OK! Unlimited Summit 2026-მდე 4 დღე რჩება — რას უნდა ელოდონ მონაწილეები 24-25 ოქტომბერს?

October 20, 2026
#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები