• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქალები ქალებისთვის − საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის მრავალმხრივი საქმიანობა

March 9, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციამ“ წარმატების ისტორიის შექმნა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. თეა ადუაშვილმა (საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC-ის მმართველი პარტნიორი) და მარინა აბულაძემ (შპს „მილენიუმ აუდიტ კონსალტინგის“ მმართველი პარტნიორი), ასოციაციის დაარსებით, მიზნად მისი წევრების მხარდაჭერა, გაძლიერება და ხელშეწყობა, პროფესიული ზრდა და განვითარება დაისახეს. ასოციაციაში გაწევრიანებული შემდგარი ან მომავალი სპეციალისტებისთვის კომპეტენციების განვითარება, მათთვის გამოცდილების გაზიარებით, პარტნიორობით და ინფორმაციის წვდომის უზრუნველყოფით ხორციელდება. „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის იდეის ირგვლივ ერთიანდება. ჟურნალმა OK! ინტერვიუ ასოციაციის პრეზიდენტ თეა ადუაშვილთან ჩაწერა, რომელიც საქმიანობის საინტერესო ასპექტებზე გვიამბობს.

დაფუძნების პირველივე დღიდან, ასოციაციამ არაერთი წევრი შემოიმატა. რა პრინციპითა და იდეით ერთიანდებიან ადამიანები ასოციაციაში?

ასოციაციაში ადამიანები ერთიანდებიან იდეით, რომ პროფესიული მიმართულებით განვითარებას შეძლებენ. გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც გაიზიარებს ასოციაციის მისიასა და მიზნებს. დღეს ასოციაცია აერთიანებს 70-მდე წევრს, რომლებიც არიან პრაქტიკოსი სერტიფიცირებული აუდიტორები, იურისტები, ბუღალტრები და ფინანსისტები, რომელთა პროფესია ან სერვისი დაკავშირებულია აუდიტორულ, ბუღალტრულ ან იურიდიულ საქმიანობასთან.

საქართველოში არაერთი წარმატებული აუდიტორი და იურისტი ქალია, რომელიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას მაღალი სტანდარტით ახორციელებს. ჩვენი ერთი ასოციაციის ქვეშ გაერთიანება შემთხვევით არ მომხდარა. განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ საჭიროა ჩვენი შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა;

ასოციაციაში ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს წევრების განაცხადების მიღება. დაინტერესებული ადამიანებისთვის ჩვენ ფართოდ გავაღეთ კარი.

 

თეა ადუაშვილი – ასოციაციის პრეზიდენტი

 

გვიამბეთ ასოციაციის საქმიანობის ფართო არეალის შესახებ. როგორია თითოეული თქვენგანის როლი მისი განვითარების პერსპექტივაში?

საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის მიერ დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც, როგორიც არის საქართველოსა და უცხო ქვეყნის სპეციალისტების მონაწილეობით სიმპოზიუმები, სემინარები, კონფერენციებისა და სხვა შეკრებების გამართვა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა პროფესიული კუთხით და გაცვლით პროგრამებში ჩართულობა. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროექტებში და თითოეული მათგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია მის განვითარებასა და წარმატებაში.

იმედს ვიტოვებთ, უახლოეს მომავალში მოგვეცემა შესაძლებლობა, ჩვენმა ასოციაციამ საზღვარგარეთ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაც მალე შეძლოს და წევრებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიაროს.

როგორია აქტივობები ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში? რა ტიპის საგანმანათლებლო, ცნობიერებისა თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს უძღვებით? ამ მხრივ, რა ხდება ახალი სასაუბრო თემების მოძიების ინსპირაცია?

ასოციაცია დაარსების დღიდან ცდილობს, რაც შეიძლება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები დაგეგმოს საკუთარი წევრებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი − ონლაინსესიები (ეკონომიკურ რეფორმებსა და ადვოკატირებაზე) Usaid-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით ჩავატარეთ. აღნიშნული ინიციატივის მიზანი გახლდათ ქალთა ცნობიერების ამაღლება ეკონომიკური რეფორმების შესახებ და მათი ადვოკატირების პროცესში მონაწილეობის წახალისება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქალების როლს ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში. „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ თავის უმთავრეს მისიად მიიჩნევს ისეთ პროექტებში მონაწილეობას, სადაც წევრებს ექნებათ საშუალება გაეცნონ სექტორის საკანონმდებლო სიახლეებს, აიმაღლონ პროფესიული უნარ-ჩვევები და გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები.

რას მიიჩნევთ ასოციაციის მიერ უკვე მიღწეულ წარმატებებად?

უპირველესად, დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ თითოეულ წევრს ნდობისა და ასოციაციაში გაწევრიანებისთვის. ვინაიდან ასოციაცია დღითი დღე იზრდება და როგორც პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანები, ასევე დამწყები სპეციალისტები ყოველდღიურად გვიერთდებიან, ჩვენთვის ეს ფაქტი უკვე მიღწეული წარმატებაა და გვაძლევს მოტივაციას, მუდმივად განვვითარდეთ, სულ უფრო მეტი საინტერესო აქტივობა განვახორციელოთ.

 

მარინა აბულაძე – აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე

 

პროფესიონალი ქალები ერთი იდეის ირგვლივ საერთო საქმეს ემსახურებით. ხასიათის რომელ შტრიხებს პოულობთ ერთმანეთში გუნდური მუშაობისას, როცა ხვდებით, რომ თქვენი სქესი მხოლოდ ძლიერი უპირატესობაა?

ჩვენი პროფესიის ქალები ზოგადად ძლიერი ხასიათით, პასუხისმგებლობით, მიზანდასახულობით, შრომისმოყვარეობით არიან დასაჩუქრებულნი, ეს ყველაფერი კი ძალიან თვალსაჩინოა სხვადასხვა აქტივობის დროს.

დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? − როგორ ახერხებთ, მისდიოთ დარგის განვითარების ეტაპებს და როგორ სახავთ თქვენი თითოეული, ერთობლივი მონაპოვარის საქართველოში დანერგვის გზებს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასოციაციას ძალიან დიდი სამომავლო გეგმები აქვს. პრიორიტეტებად კი გამოვყოფდით ახალგაზრდებისა და რეგიონში მცხოვრები ქალების მხარდაჭერას. ახალგაზრდების ხელშეწყობა და გადამზადება, პროფესიის სიღრმისეული შესწავლა და მათი დასაქმების ხელშეწყობა გახლავთ ასოციაციის ერთ-ერთ მთავარი მიზანი. საქართველოში დღეს არაერთი ახალგაზრდა იღებს საუკეთესო ფინანსურ თუ იურიდიულ განათლებას, და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება, საუნივერსიტეტო განათლების პრაქტიკაში გადატანა − დღეს ეს საკითხი ყველაზე მწვავედ დგას მათ წინაშე. ასოციაცია უნივერსიტეტებთან მემორანდუმების გაფორმებას აპირებს. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომლის საფუძველზეც ახალგაზრდებს პროფესიის სიღრმისეულ შესწავლასა და შემდგომ დასაქმებაში დავეხმარებით. არ შემოვიფარგლებით მხოლოდ დედაქალაქით. ჩვენი პროგრამით ვესტუმრებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერას მოვიპოვებთ.

ერთი წლის შემდეგ, ჩვენ გვეყოლება უამრავი გადამზადებული ახალგაზრდა და მათი წარმატებით ვიამაყებთ. გვინდა, რეგიონებს საკუთარი საქმიანობის პოპულარიზების კუთხით ვესტუმროთ და ჩვენი პროფესიის ქალებს დავეხმაროთ, რათა მეტად აქტიურად და კვალიფიციურად წარმართონ პროფესიული საქმიანობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად ახალ პროექტს − „100 მეწარმე ქალის მხარდაჭერა“ ვიწყებთ. ჩვენი ასოციაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 100 მეწარმე ქალს, მარტის თვეში სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება. მომსახურება მოიცავს წლიური საშემოსავლო დეკლარაციის მომზადებას მცირე და საშუალო ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად.

ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის ინიციატივა მარტის თვეში მეწარმე ქალებისთვის უფასო იურიდიულ კონსულტაციასაც გულისხმობს, რომელსაც ასოციაციის იურისტები გასწევენ.

საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია მუდმივად ახორციელებს ქალ მეწარმეთა მხარდამჭერ სხვადასხვა ღონისძიებასა და პროექტს, აგრეთვე ასოციაციის წევრებთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული.

 

მარიამ ჩოქური – აღმასრულებელი მდივანი

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026
#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა
ინტერვიუ

#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა

August 11, 2026
#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა
ინტერვიუ

#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა

August 11, 2026
#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა
ინტერვიუ

#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

March 16, 2023
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

June 15, 2021
#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

April 19, 2023

კვირის ჰიტები

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

August 17, 2026
#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

August 17, 2026
#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

ნაომი კემპბელი თბილისში – მსოფლიო მოდის ლეგენდა 26 სექტემბერს ექსკლუზიური DJ სეტით წარდგება

August 18, 2026
ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

August 13, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები