• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ტერასა ჯგუფი – კომპანია, საუკეთესო საინვესტიციო პროექტებით

May 8, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ტერასა ჯგუფი“ ახორციელებს როგორც საცხოვრებელი კომპლექსების, ისე სასტუმროს ტიპის პრემიუმკლასის აპარტამენტების მშენებლობას, რომელიც გამოირჩევა მწვანე გადახურვით. უკვე დასრულებული რემონტი კი აგარიდებთ დამატებითი რესურსების მოძიებას. აღსანიშნავია, რომ შეძენილი ფართი შემდგომ საუკეთესო ინვესტიციის წყაროც ხდება. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „ტერასა ჯგუფის“ კომერციულ დირექტორს, თამარ გაფრინდაშვილს.

გვიამბეთ „ტერასა ჯგუფის“ შექმნის შესახებ.

„ტერასა ჯგუფი“ დაარსდა 2017 წელს და ძალიან მოკლე დროში სამშენებლო-დეველოპერული ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია გახდა. თავდაპირველად, საქმიანობა დავიწყეთ დედაქალაქში, ორ წელიწადში კი გავცდით თბილისის საზღვრებს. დღესდღეობით, კომპანია დეველოპერულ საქმიანობას ახორციელებს უკვე ბათუმსა და ბაკურიანშიც. ჩვენ შევქმენით სოციალურად აქტიური ბიზნესმოდელი, რომელიც ორიენტირებულია შემოიტანოს და დანერგოს ინოვაციური მიდგომები დეველოპერულ სექტორში, რაც კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. ვცდილობთ, ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხისა და კომფორტის ერთობლიობა, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში.

გვესაუბრეთ კომპანიის საქმიანობის შესახებ.

ჩვენი ძირითადი საქმიანობა წარმოადგენს ინვესტიციების მართვასა და უძრავი ქონების დეველოპმენტს. ბოლო სამ წელიწადში ჩვენმა კომპანიამ 14 პროექტი განახორციელა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროგრესისა და სწრაფი განვითარებისკენ მივდივართ. თითოეული ჩვენი პროექტი გამორჩეული და განსხვავებულია. ჩვენ ვახორციელებთ როგორც საცხოვრებელი კომპლექსების, ისე სასტუმროს ტიპის პრემიუმკლასის აპარტამენტების მშენებლობას.  ყოველივე ეს არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე. ჩვენ ვქმნით მყარ აქტივს, რომელიც მესაკუთრისთვის ხდება სტაბილური შემოსავლის წყარო. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს ვაბარებთ დასრულებული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. შესაბამისად, მომხმარებელს გამზადებულ საინვესტიციო პროდუქტს ვაწვდით.

 

გვიამბეთ კომპანიის თანამშრომლების შესახებ.

მთავარი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც თანამშრომლებს ვარჩევთ, არის კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარი. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და კრეატიული პროფესიონალებით, რომლებიც ქმნიან პროდუქტს და მისდევენ თანამედროვე არქიტექტურისა და მშენებლობის ტენდენციებს. ჩვენი გუნდის ყველა წევრი თავისი საქმისადმი ძალიან დიდი ერთგულებითა და სიყვარულით გამოირჩევა. ჩვენთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში თითოეული თანამშრომელი იღებს მონაწილეობას, ყოველივე ეს კი კომპანიის წარმატებას განაპირობებს.

მთავარი ნიშა, რომელიც „ტერასა ჯგუფს“ გამოარჩევს…

კომპანიამ შეიმუშავა კონცეფცია, რომლითაც ყველა მის არსებულ და დაგეგმილ მშენებლობაზე, ზედა სართულის სრული სივრცე დაეთმობა დამატებით გამწვანების ზონას. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშა, რომელიც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს. ეს არის ევროპაში უკვე კარგად აპრობირებული და დანერგილი, ე.წ. მწვანე არქიტექტურის ტენდენცია, რომელიც იძლევა საშუალებას, შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა. თუმცა, მხოლოდ მწვანე გადახურვით არ შემოვიფარგლებით. ბოლო ორი წლის განმავლობაში დაწყებულ ყველა პროექტში ვცდილობთ, მიწის 50% დავუთმოთ გამწვანების ზონას. „ტერასა ჯგუფი“ არ არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ შიდა საცხოვრებელი სივრცის შექმნაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, კონცეფცია და საცხოვრებელი სივრცე, როგორც გარე, ისე შიდა, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ერთმანეთთან.

გვესაუბრეთ იმ აქციების შესახებ, რომლებსაც კლიენტებს სთავაზობთ.

ყოველთვის ვცდილობთ, კონკურენტული და კლიენტისათვის სასურველი შეთავაზებები დავგეგმოთ. აქციები დროისა და პროექტის მიხედვით ყოველთვის განსხვავდება, ვინაიდან გვაქვს როგორც საცხოვრებელი კომპლექსები თბილისის სხვადასხვა უბანში, ასევე  პრემიუმკლასის კომპლექსები საქართველოს საკურორტო ზონებში. შესაბამისად, მოთხოვნებიც განსხვავებულია, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი მიმდინარე აქციები მოვარგოთ კლიენტების სურვილებს და ის იყოს პროექტისათვის შესაბამისი, რაც გულისხმობს გადახდის პირობას, კონკურენტულ ფასს თუ აპარტამენტების ჩაბარების კონდიციას. მიმდინარე აქცია „ტერასა რეზორთს ბაკურიანის“ პროექტზე ვრცელდება და მობინადრეებს აძლევს საშუალებას მშენებლობის ეტაპზე შეისყიდონ აპარტამენტი გადახდის გამარტივებული პირობით.

კომპანიის სამომავლო გეგმები.

როგორც აღვნიშნე, გასულ სამ წელიწადში 14 პროექტის განხორციელება შევძელით, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ძალიან სწრაფად ვითარდება. ბოლო რამდენიმე პროექტი პრემიუმკლასის აპარტამენტის ტიპის კომპლექსებია. შესაბამისად, ჩვენი სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით განვითარებას უკავშირდება. საკურორტო ზონებში მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობას ვგეგმავთ.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! სივრცე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის
ინტერვიუ

#OK! სივრცე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის

November 29, 2023
#OK! თეა ადუაშვილის ცხოვრების გზა – ბრძოლა გამოწვევებთან
ინტერვიუ

#OK! თეა ადუაშვილის ცხოვრების გზა – ბრძოლა გამოწვევებთან

November 29, 2023
#OK! ეკატერინე გვარიშვილი – ცხოვრების საზრისად ქცეული მისია…
ინტერვიუ

#OK! ეკატერინე გვარიშვილი – ცხოვრების საზრისად ქცეული მისია…

November 29, 2023
#OK! ბიზნესად ქცეული საყვარელი საქმე
ინტერვიუ

#OK! ბიზნესად ქცეული საყვარელი საქმე

November 29, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! როგორი იქნება ვეფხვის წელიწადი აღმოსავლური კალენდრის მიზედვით

#OK! როგორი იქნება ვეფხვის წელიწადი აღმოსავლური კალენდრის მიზედვით

February 1, 2022
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან

#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან

December 20, 2022
#OK! არსებობს თუ არა საქვეყნოდ ცნობილი “ადელის დიეტა” – ვარსკვლავი ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს

#OK! არსებობს თუ არა საქვეყნოდ ცნობილი “ადელის დიეტა” – ვარსკვლავი ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს

November 9, 2021
#OK! ემილი რატაკოვსკის თამამი იმიჯი! მოდელი სამოსს JW Pei-ს ტრენდულ ჩანთას უხამებს!

#OK! ემილი რატაკოვსკის თამამი იმიჯი! მოდელი სამოსს JW Pei-ს ტრენდულ ჩანთას უხამებს!

June 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბიზნეს სელებრითი – ნინო ჭყონია (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – ნინო ჭყონია (ვიდეო)

November 24, 2023
#OK! „მადლობა სიყვარულით სავსე 26 წლისთვის“ – ნინა ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი ქორწინების 26 წელს აღნიშნავენ!

#OK! „მადლობა სიყვარულით სავსე 26 წლისთვის“ – ნინა ცქიტიშვილი და ვატო ნაცვლიშვილი ქორწინების 26 წელს აღნიშნავენ!

November 24, 2023
#OK! ბიზნეს სელებრითი – ფუფა გოგლიძე (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – ფუფა გოგლიძე (ვიდეო)

November 24, 2023
#OK! 2023 წლის ყველაზე მოთხოვნადი დიზაინი და ფერები

#OK! 2023 წლის ყველაზე მოთხოვნადი დიზაინი და ფერები

November 29, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები