• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! საინტერესო შემოთავაზებები Tako Kopadze Makeup Studio-სგან

April 7, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

Tako Kopadze Makeup Studio გთავაზობთ ხარისხიან, თქვენს სურვილებსა და გემოვნებას მორგებულ უსაფრთხო მომსახურებას. აქ მოსულთ დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მრავალფეროვან მომსახურებას შემოგთავაზებთ. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა ვიზაჟისტ თაკო კოპაძეს, რომელიც სამომავლოდ გეგმავს მაკიაჟის გაკეთების შემსწავლელი კურსების ჩატარებას.

 

 

 

გვესაუბრეთ Tako Kopadze Makeup Studio-ს შექმნის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, მსურს, რამდენიმე სიტყვით ვისაუბრო, ჩემ შესახებ. ბავშვობის შემდგომ, ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს ჰობი, გატაცება, თუმცა, ყველას არ აქვს იმის ბედნიერება, რომ ეს ყველაფერი საკუთარ საქმიანობად აქციოს. ამ კუთხით ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან შესაძლებლობა მაქვს საკუთარი თავის რეალიზება ისეთ საქმეში მოვახდინო, რომელიც ძალიან მიყვარს. ლონდონში “Delamar Academy of Make-up & Hair” – ის დამთავრების შემდეგ მქონდა ბევრი შემოთავაზება ინგლისური კომპანიების მხრიდან, თუმცა საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე. ქართველებს საოცრად დახვეწილი გემოვნება გვაქვს და ძალიან გვიყვარს საკუთარ სილამაზეზე ზრუნვა, სწორედ ამიტომ, მსურდა ჩემი გამოცდილება ჩემივე ქვეყნისთვის გამეზიარებინა. თბილისში ჩამოსვლისთანავე ვითანამშრომლე არაერთ ფოტოგრაფსა და მოდელთან, შევიძინე უამრავი ახალი კონტაქტი სხვადასხვა სფეროებიდან და კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ ბედნიერი მომხმარებლების სახეები ჩემთვის სრული ენდორფინია. ნელ-ნელა მაკიაჟზე ადგილის დაჯავშნასთან ერთად იზრდებოდა სურვილიც, რომ შემექმნა სივრცე, რომელშიც მომხმარებლები შეძლებდნენ პარალელურად თმისა და ფრჩხილების მოწესრიგებასაც. შესაბამისად, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი უსაყვარლესი მომხმარებლები გახდნენ მთავარი ინსპირაციის წყარო, გამეკეთებინა კონცეფცია, რომელშიც მაკიაჟთან ერთად იქნებოდა თმისა და ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სერვისებიც.

 

 

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ კლიენტებს?

Tako Kopadze Makeup Studio-ში შეგიძლიათ გაიკეთოთ, როგორც საღამოსა და დღის მაკიაჟი, ისე შეარჩიოთ სასურველი look გადაღებებისთვის, სცადოთ ედიტორიული სტილი. რაც შეეხება თმის მოწესრიგების სერვისებს, თქვენ დაგხვდებათ პროფესიონალი სტილისტებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც დაგეხმარებიან შეიჭრათ, დაივარცხნოთ ან სასურველ ფერზე შეიღებოთ თმა. სპეციალისტებს თვეების განმავლობაში გულდასმით ვარჩევდი, რადგან მომხმარებლის კომფორტი ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტია. შედეგად, სტილისტების მსგავსად ფრჩხილის პროფესიონალებიც, თავისი საქმის უბადლო მცოდნეები გვყავს. ისინი დაგეხმარებიან გაიკეთოთ კლასიკური მანიკური/პედიკური, გელ-ლაქი ან დაგრძელება. ყოველთვის მაწუხებდა სხვა ბევრ სალონში არსებული სტერილიზაციის პრობლემა და აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენთან სამუშაო იარაღები ავტოკლავით სტერილდება 134 გრადუსზე, რაც უსაფრთხოების სრულ გარანტს იძლევა.

 

 

რა არის ის მთავარი ნიშა, რაც Tako Kopadze Makeup Studio-ს გამოარჩევს?

ზოგადად სილამაზის ინდუსტრია თბილისში საკმაოდ კონკურენტუნარიანია. სანამ სტუდიოს გავხსნიდი, ვცდილობდი სიღრმისეულად შემესწავლა კონკურენტები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. პარალელურად ვაკვირდებოდი მომხმარებელთა მოთხოვნილებებს. საბოლოოდ, მივხვდი, რომ ქართველ მომხმარებელს სურს, მიიღოს ხარისხიანი სერვისი ხელმისაწვდომ ფასად. Tako Kopadze Makeup Studio-ში არსებული პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა და დარწმუნებული ვარ არცერთი ტიპის მომხმარებელს დატოვებს გულგრილს. პანდემიის პირობებში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც უსაფრთხოებაა, რაც ჩვენთან პირნათლად არის დაცული. ვიყენებთ მხოლოდ ერთჯერად სამუშაო იარაღებს, მაგალითად, ერთჯერად ტუშის ფუნჯებს, ტუჩსაცხის წასასმელებს, ქლიბებს, ავტოკლავით ვასტერილებთ იარაღებს და ა.შ.

 

 

გვესაუბრეთ იმ პროდუქციასთან დაკავშირებით, რომლებსაც პროცედურების დროს მოიხმართ.

მაკიაჟისთვის ყოველთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვიყენებ. საყვარელი ბრენდებიდან გამოვარჩევდი Charlotte Tilbury, Patrick Ta Beauty, Chanel, Dior, Nars, Bobby Brown და Armani-ს. თმის პროცედურებისთვის Loreal-ის პროდუქციას მოვიხმართ, ხოლო ფრჩხილებს უმაღლესი ხარისხის გელ-ლაქებით Luxio და CND-ით ვაკეთებთ.

 

 

სამომავლო გეგმები.

სამომავლოდ უამრავი გეგმა მაქვს და ახლა ერთ-ერთს გაგიმხელთ. უდიდესი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტე გავაკეთო მაკიაჟის შემსწავლელი კურსები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება გაიარონ ისეთი საკითხები, როგორიცაა სახის მომზადება მაკიაჟისთვის, სხვადასხვა ტიპის მაკიაჟი და მათი შერჩევა სახის ფორმის, თვალის, კანის ფერის მიხედვით, მომხმარებელთან ურთიერთობის ტექნიკები და სხვა უამრავი აუცილებელი თემა, რომელიც კურსის მონაწილეებს დაეხმარებათ პროფესიონალ ვიზაჟისტებად ჩამოყალიბებაში. ასევე, მინდა Self-makeup კურსების დამატება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, ისწავლონ მაკიაჟის კეთება მხოლოდ საკუთარ თავზე, შეითვისონ ის ხრიკები, რომლებიც დაეხმარებათ კიდევ უფრო გალამაზდნენ.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ვაკე, ნინო რამიშვილის N5 ჩიხი N2

+995511145757

Instagram: https://www.instagram.com/takokopadze_makeup_studio/

Facebook: https://m.facebook.com/takokopadzebeautysalon/

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! Pro Hub – თქვენი პირველი არჩევანი სილამაზის სფეროში
Health & Beauty

#OK! Pro Hub – თქვენი პირველი არჩევანი სილამაზის სფეროში

December 9, 2023
#OK! სილამაზე თქვენშია – ირინა სააკაშვილის რუბრიკა
Health & Beauty

#OK! სილამაზე თქვენშია – ირინა სააკაშვილის რუბრიკა

December 9, 2023
#OK! რა არის ანემია და როგორ ვუმკურნალოთ მას
Health & Beauty

#OK! რა არის ანემია და როგორ ვუმკურნალოთ მას

December 9, 2023
#OK! პირველი ინტრავენური გადასხმის კლინიკა საქართველოში „დროფსი“ 1 წლისაა
Health & Beauty

#OK! პირველი ინტრავენური გადასხმის კლინიკა საქართველოში „დროფსი“ 1 წლისაა

December 6, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! უცნაური და ბევრისთვის უცნობი ფაქტები სელენა გომეზის შესახებ!

#OK! უცნაური და ბევრისთვის უცნობი ფაქტები სელენა გომეზის შესახებ!

July 22, 2021
#OK! ქეით მოსის 20 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი 22 წლის იონი ჰელბირტზს ხვდება

#OK! ქეით მოსის 20 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი 22 წლის იონი ჰელბირტზს ხვდება

June 26, 2023

#OK! Cybex – მსოფლიო ბრენდი მომავლის ხალხისთვის – for all tomorrow’s people

November 1, 2022
#OK! ჟიზელ ბიუნდჰენის იშვიათი გამოჩენა შვილებთან ერთად – როგორ აღნიშნავს სუპერმოდელი “ჰელოუინის” დღესასწაულს ბავშვებთან ერთად

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენის იშვიათი გამოჩენა შვილებთან ერთად – როგორ აღნიშნავს სუპერმოდელი “ჰელოუინის” დღესასწაულს ბავშვებთან ერთად

October 25, 2022

კვირის ჰიტები

#OK! რა არის ანემია და როგორ ვუმკურნალოთ მას

#OK! რა არის ანემია და როგორ ვუმკურნალოთ მას

December 9, 2023
#OK! წინასაახალწლო სამზადისი „გუდვილში“

#OK! წინასაახალწლო სამზადისი „გუდვილში“

December 8, 2023
#OK! რივერ პარკი Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი

#OK! რივერ პარკი Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი

December 6, 2023
ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება – ერთი ქალის დაუჯერებელი ისტორია

ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება – ერთი ქალის დაუჯერებელი ისტორია

December 8, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები