• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 1, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

იმედი პანდემიის დროს

ჟურნალ OK!-ის სექტემბრის ნომერი ოლიმპიელების მიერ მიღწეულ წარმატებას მივუძღვენით. სწორედ ოლიმპიელებმა შეძლეს ჩვენი ხალხისთვის სიხარულის ნაპერწკლის დაბრუნება − მაშინ, როდესაც საქართველოს ნამდვილად არ უდგას საუკეთესო დღეები. წარმატებით გამოწვეული სიხარული, გამარჯვება − თანაც, სამყაროს ყველაზე დიდ სპორტულ ღონისძიებაზე, განუზომელია, და ეს სიხარული, როგორც რადიოტალღები, ისე გადმოეცა მთელ ქვეყანას, გულში გაგვიარა სათითაოდ ყველა ჩვენგანს და რაც მთავარია, იმედი ჩაგვისახა. ეს იმედი კი გადარჩენის ტოლფასია ასეთ მძიმე დროს. ჟურნალ OK!-ის რედაქციის ყველა თანამშრომელი მადლობას ვუხდით ჩვენს ოლიმპიელებს. მადლობა გამარჯვებისთვის, მადლობა წარმატებისთვის, მადლობა იმედისთვის!

სხვანაირად არ შეიძლება იყოს − იმედი ყოველთვის უნდა არსებობდეს, ყოველთვის უნდა ჩავეჭიდოთ რაიმეს, რაც მოგვცემს ძალას და სურვილს, გავუძლოთ ნებისმიერ სირთულეს, გადავლახოთ წინააღმდეგობები − გადავიდეთ ცხოვრების სხვა ეტაპზე. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდია პრობლემა, რამდენად უკუნია ირგვლივ − ყველაფრის მიუხედავად, იმედის არსებობა უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ხომ გახსოვთ, ჯერ არ ყოფილა ისეთი ღამე, რომელიც არ გათენებულა. ასეა მუდამ − ღამეს დღე ცვლის, მთვარეს მზე და ცუდ ამბებს − კარგი ამბები. ზუსტად ამ დროს გვაქვს შანსი ვიყოთ გმირები, ან გავხდეთ ანტიგმირი. ვიყოთ ძლიერები, ან მივეცეთ სასოწარკვეთას. ვიზრუნოთ სხვებზე, გავითავისოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ან დავრჩეთ ზარმაც ეგოისტებად. ახლა ყველაფერი ჩვენ ხელშია და მე ვირჩევ ვიყო იმედის მხარეს. ახლა იმედის ნაპერწკალი შეიძლება ჯერ კიდევ ჩვენს წარმოსახვაშია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა − ახლა მთავარია არ დავთმოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი იმედისთვის. და თუ დავუჯერებთ საკუთარ თავს და მოვუსმენთ მას, უკეთესი დღეებიც მალე მოვა. არ მინდა მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვებით შემოვიფარგლო. მინდა აქედანაც გთხოვოთ − შეგევედროთ, დათანხმდეთ ვაქცინაციაზე. მე მართლა მჯერა, რომ საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება და ეს გადაგვიყვანს ნათელ მხარეზე. სხვანაირად, უბრალოდ ვერ გავძვრებით. და კი ვიცი, არავის უნდა ამის მოსმენა, თითქოს ვიმალებით და სირაქლემებივით ცხოვრება გვირჩევნია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი სჯობს სიკვდილს.

არ მინდა ძალიან ტრაგიკულად ჟღერდეს ჩემი სექტემბრის სვეტი, მაგრამ არც ის მინდა, რეალობას აცდენილმა, ახლა მოდაზე ან დიეტაზე გესაუბროთ. თუმცაღა, ძალიან მიყვარს ყველა ის თემა, რაც სიცოცხლის სიყვარულს ეხება. მაგრამ ახლა სხვა დროა! ახლა გმირობის დროა და ყველას სათითაოდ შეგვიძლია ვიყოთ გმირები. ყველას გვაქვს შანსი დავეხმაროთ ჩვენ ირგვლივ მყოფთ, ჩავუსახოთ იმედი − დღეს ეს იმედი ზუსტად გადარჩენის ტოლფასია. ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ოჯახის, მეგობრების თუ ქვეყნის წინაშე. ახლა გვაქვს შანსი დავანახვოთ მსოფლიოს, რომ ჩვენმა ხალხმა არ დათმო და არ დაკარგა იმედი. რომ ჩვენ ძლიერი, პრინციპული, თანამედროვე, ბრძენი პატარა ერი ვართ.

უნდა გავიმარჯვოთ, ხალხნო, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს და არც ათასობით მოქალაქე გვყავს გასაწირი. ღმერთს ჩვენთვის უკეთესი მომავალი აქვს და ამ მომავლის იმედით გემშვიდობებით, უკეთესი დღეების მოლოდინში.

სიყვარულით,

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

 

 

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 9, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 10, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

April 8, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ „პრაიმის“ ახალ ფინანსურ დირექტორთან

#OK! ინტერვიუ „პრაიმის“ ახალ ფინანსურ დირექტორთან

December 1, 2022
#OK! ვარსკვლავების უხერხული მომენტები წითელ ხალიჩაზე

#OK! ვარსკვლავების უხერხული მომენტები წითელ ხალიჩაზე

April 18, 2023
#OK! შორენა ბეგაშვილი და ლუკ ევანსი, რომში, ერთ სასტუმროში ისვენებენ

#OK! შორენა ბეგაშვილი და ლუკ ევანსი, რომში, ერთ სასტუმროში ისვენებენ

March 16, 2023
#OK! სიმონ პორტ ჟაკმუსი და მარკო მაესტრი ტყუპების მშობლები გახდნენ

#OK! სიმონ პორტ ჟაკმუსი და მარკო მაესტრი ტყუპების მშობლები გახდნენ

April 22, 2024

კვირის ჰიტები

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს  იღებს

#OK! HBO Max ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს იღებს

July 2, 2025
#OK! კვარას “პსჟ”  მეოთხედფინალშია

#OK! კვარას “პსჟ” მეოთხედფინალშია

June 30, 2025
#OK! კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში რჩება

#OK! კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში რჩება

July 1, 2025
#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? –  გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? – გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

June 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები