• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ „პრაიმის“ ახალ ფინანსურ დირექტორთან

December 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ევროპული ინვესტიციებით შექმნილი დასავლური სტანდარტის სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო სადაზღვევო პროდუქტების მთლიან სპექტრს. კომპანიას ახალი ფინანსური დირექტორი ჰყავს. ის 12 წელია ამ სფეროში მუშაობს და მიაჩნია, რომ „პრაიმის“ მთავარი უპირატესობა მის მოქნილობასა და ანაზღაურების სისწრაფეშია. თუ რომელი მთავარი გამოწვევის წინაშე დგას კომპანიის ახალი ფინანსური დირექტორი და რა სამომავლო გეგმები აქვს, ამის შესახებ ჟურნალი OK! სოფიკო ეფენიას ესაუბრა.

უპირველესად, გაგვეცანით. როგორი იყო გზა „პრაიმამდე“?

პროფესიით ვარ ფინანსისტი, სტუდენტობის პერიოდიდან ვმუშაობ. სადაზღვევო სფერო ჩემთვის პირველი ფინანსური ინსტიტუტი არ არის, მანამდე ვმუშაობდი ბანკში, საფინანსო დეპარტამენტში, სადაც მრავალწლიანი გამოცდილება დამიგროვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის სადაზღვევო სფერო განსაკუთრებით საინტერესოა როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე დაზღვევის შინაარსის, მისი სოციალური პასუხისმგებლობით დატვირთვის გათვალისწინებით, არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც მივიღე წარმოების სფეროში და საზოგადოებრივ (არაკომერციულ) ორგანიზაციებში. ჩემი პროფესიით მრავალი მიმართულებით მუშაობამ, მომცა საშუალება, ზუსტად დამენახა საკუთარი  ადგილი და ეს აღმოჩნდა სადაზღვევო ინდუსტრია, სადაც უკვე თითქმის 12 წელია ვმუშაობ.

თქვენთვის, როგორც „პრაიმის“ ფინანსური დირექტორისთვის, რა არის მთავარი გამოწვევა?

ამ სფეროში ყველაზე დიდ გამოწვევად კვლავ რჩება ძლიერი კონკურენცია, სადაც გადამწყვეტ როლს მომსახურების მაღალი ხარისხი თამაშობს. მომსახურების მაღალი სტანდარტი დღის წესრიგში აყენებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას.

ასევე, მნიშვნელოვანია დაზღვევის სხვა სახეობების განვითარება. შემოსავლების დიდი წილი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის, სადაც სახელმწიფო შესყიდვებს სოლიდური ადგილი უჭირავს.

სადაზღვევო სფერო არ არის მხოლოდ ბიზნესი, მას აქვს ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა და დატვირთვა. შესაბამისად, მისი საქმიანობა სახელმწიფო რეგულაციის ქვეშ ხორციელდება. ჩვენ გვიწევს მთელი რიგი ნორმატივების დაცვა, რათა მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ფინანსური სტაბილურობა და მდგრადობა. უახლოეს მომავალში ამოქმედდება სოლვენსი ორი, რომელიც გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ადგენს.

რა სახის სიახლეებსა და ცვლილებებს გეგმავთ?

როგორც უკვე აღვნიშნე, „პრაიმში“ 12 წელია ვმუშაობ. შეუძლებელია ამდენწლიანმა მუშაობამ ერთსა და იმავე ადგილზე არ გააჩინოს ძალიან დიდი მიჯაჭვულობა და სენტიმენტები, როგორც საქმის, ასევე იმ გუნდის მიმართ, ვისთან ერთადაც იქმნება „პრაიმი“. ამ კომპანიაში მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, კვალიფიციური კადრები. ჩემ თვალწინ განხორციელდა არაერთი ცვლილება, რისი მონაწილეც პირადად ვიყავი. იყო წარმატებებიც და იყო რთული პერიოდიც. ამ გზამ დამარწმუნა, რომ მთავარი არის საქმის ერთგულება და გუნდური მუშაობა. ჩემი უპირველესი მიზანი, თანამშრომლებისთვის კომფორტული გარემოა, სხვაგვარად იმ გეგმებზე საუბარი, რაც დასახული მაქვს, ვერ განხორციელდება.

კომპანიაში ძირეული ცვლილებები არ იგეგმება, ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე მომსახურების ხარისხის დახვეწაა, რაც ძირითადად გამოიხატება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით პროდუქტისა და მომსახურების მიღების ხელმისაწვდომობის ზრდაში.

 

 

კომპანიის მთავარი მიზანია…

შეგახსენებთ, „პრაიმი“ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ 2018 წელს რებრენდინგი განახორციელა და ახალი სახელითა და ახალი ხედვით წარდგა უკვე მომხმარებლის წინაშე. კომპანია რისკს არ უშინდება და მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს ყველა მომხმარებლის ინტერესს.

ჩვენი მთავარი მიზანია, მომსახურების მაღალ ხარისხთან ერთად, „პრაიმი“ ასოცირდებოდეს სტაბილურობასა და სანდო პარტნიორობასთან.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! WOMEN’S LIFE – ქუთაისი
ინტერვიუ

#OK! WOMEN’S LIFE – ქუთაისი

June 8, 2023
#OK! მეგი ნიჟარაძე – ქუთაისელი მომხმარებელი სანდო და ერთგულია
ინტერვიუ

#OK! მეგი ნიჟარაძე – ქუთაისელი მომხმარებელი სანდო და ერთგულია

June 8, 2023
#OK! გემოვნებისა და კრეატივის სინთეზი ქალაქში ყვავილების სახლი „ლილია“
ინტერვიუ

#OK! გემოვნებისა და კრეატივის სინთეზი ქალაქში ყვავილების სახლი „ლილია“

June 8, 2023
#OK! GAF – საქართველოს  ცხოველთა ფედერაცია გარემო, რომელიც ზრუნავს
ინტერვიუ

#OK! GAF – საქართველოს ცხოველთა ფედერაცია გარემო, რომელიც ზრუნავს

June 8, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი

#OK! ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი

May 26, 2023
#OK! ანჯელინა ჯოლის იშვიათი იმიჯი

#OK! ანჯელინა ჯოლის იშვიათი იმიჯი

June 24, 2021
#OK! ჰეილი ბოლდვინის გემოვნებიანი იმიჯი! მოდელი Prada-ს ქვედაბოლოს ირგებს!

#OK! ჰეილი ბოლდვინის გემოვნებიანი იმიჯი! მოდელი Prada-ს ქვედაბოლოს ირგებს!

April 19, 2021
#OK! ვარდისფერი, როგორც ტრენდი სელებრითებში

#OK! ვარდისფერი, როგორც ტრენდი სელებრითებში

July 5, 2022

კვირის ჰიტები

#OK! „გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, რომელიც არც კლუბი იქნებოდა და არც რესტორანი, არამედ რაღაც განსხვავებული და ახალი“ – ინტერვიუ „წისქვილის ჯგუფის“ დამფუძნებლებთან

#OK! „გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, რომელიც არც კლუბი იქნებოდა და არც რესტორანი, არამედ რაღაც განსხვავებული და ახალი“ – ინტერვიუ „წისქვილის ჯგუფის“ დამფუძნებლებთან

June 5, 2023
#OK! ქუთაისური სითბო

#OK! ქუთაისური სითბო

June 5, 2023
#OK! მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გოგონა – სელმა ჰაიეკისა და ფრანსუა ჰენრი პინოს ქალიშვილი – 15 წლის ვალენტინა პალომა პინო

#OK! მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გოგონა – სელმა ჰაიეკისა და ფრანსუა ჰენრი პინოს ქალიშვილი – 15 წლის ვალენტინა პალომა პინო

June 9, 2023
#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

June 5, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×