საზოგადოება წლების განმავლობაში საუბრობდამისი ვარსკვლავური ოჯახის სახელსა გავლენებზე, თუმცა მან თავისი შრომისმოყვარეობით არაერთხელდაამტკიცა, რომ არამხოლოდ მონიკა ბელუჩისა დავენსან კასელის ქალიშვილი, არამედ ახალი თაობისერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და გამორჩეულიდამწყები მოდელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერახალი დაწყებული აქვს კარიერა, უკვე ბევრიადამიანი მოხიბლა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომთუ მოინდომებს, მას დიდი მომავალი აქვს. დევასსურს, რომ პუბლიკა მას არ აფესებდეს ცნობილიმშობლების გამო, მისი მიზანია საკუთარი, წარმატებული კარიერა, დამოუკიდებლად შექმნას.
„ადრეული ასაკიდან მოყოლებული ჩემთვის მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი იყვნენ უბრალოდ დედა და მამა, მე ვერ ვაანალიზებდი იმას, რომ ისინი ცნობადი სახეები იყვნენ, წლების გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ისინი ძალიან ნიჭიერი ადამიანები და ხელოვანები არიან. არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ისინი ყოველთვის მიჭერენ მხარს, გამონაკლისი არც მოდელობა ყოფილა, ისინი მშვიდად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და მითხრეს, რომ ყველაფერში დამიდგებოდნენ გვერდით. ვიცი, რომ მათ წარმატებული კარიერა აქვთ, თუმცა მინდა, რომ წარმატებას არამხოლოდ მათი სახელით, არამედ ჩემი საქმიანობით, მიზანდასახულობითა და შრომისმოვარეობით მივაღწიო“.
წარმოგიდგენთ 10 აქამდე უცნობ ფაქტს დევა კასელის შესახებ:
„სამოდელო სამყაროში ფეხი ადრეულ ასაკშივე შევაბიჯე, ეს დედაჩემისა და მამაჩემის დიდი დამსახურებაა, რადგან მათ ფოტოსესიებზე თითქმის ყოველთვის დავყავდი. როდესაც პირველად მომიწია კამერების წინ პოზირება, მაშინათვე მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის იყო შექმნილი, თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი, თითქოს პირველი არ იყო ჩემთვის ეს ყველაფერი“.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემი ინსტაგრამის გვერდი იმაზე აქტიური გახდა, ვიდრე აქამდე იყო. სოციალურ მედიას დიდ დროს არ ვუთმობ, ძირითადად საქმიანობისთვის ვიყენებ, ვერ ვიტყვი, რომ ინტერნეტზე დამოკიდებული ვარ, არც მინდა, რომ ვიყო“.
„მინდა სწავლა და მუშაობა შევუთავსო ერთმანეთს, თუმცა არ მინდა, რომ საკუთარ თავს რამე დავაძალო. ჩემთვის ამჟამად მნიშვნელოვანი ჩემი საყვარელი ადამიანები არიან, არ მინდა მათ გარეშე დიდი დრო გავატარო, ჩემი ოჯახი, მეგობრები, ჩემი შეყვარებული და რაც მთავარია ჩემი თავი, საკუთარი თავისთვის გარკვეული დროის გამოყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტული აქტივობები, ცურვა, ხელოვნება და ცოტა დასვენება“.
„დაინტერესებული ვარ მუსიკით, ხელოვნებით, ხატვით, მოგზაურობით, თუმცა ის, რაც ამ ბოლოდროს აღმოვაჩინე არის კულინარია, ძალიან მომწონს საჭმელების გაკეთება და პატარა ექსპერიმენტების მოწყობა. ვფიქრობ ამ მიმართულებას მინიმუმ მოყვარულის დონეზე მაინც დავეუფლები, მომავალი გვიჩვენებს შემდეგ რას გადავწყვეტ“.