• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ პიანისტ დეა გვერდწითელი-აბაკელიასთან

May 8, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა დეა გვერდწითელი-აბაკელიამ არაერთხელ ასახელა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე თავისი საქმიანობითა და ნიჭით. პანდემიის მიუხედავად, მან მონაწილეობა მიიღო კონკურსებში და გამარჯვებაც მოიპოვა. OK! გაესაუბრა დეას მის მიერ განვლილი გზისა და მიღწევების შესახებ.

დეა, როდის გაგიჩნდათ მუსიკისადმი ინტერესი?

მდიდარი მუსიკალური და მხატვრული ტრადიციების ოჯახში დავიბადე. ბაბუა − გრიგოლ აბაკელია, მხატვარი და მუსიკოსი იყო, ბებია − ეთერ აბაკელია მუსიკის პედაგოგი, ხოლო ჩემი დიდი ბებია − თამარ აბაკელია, ცნობილი ქართველი ქალი-მოქანდაკე გახლდათ, რომლის სახელობის ქუჩაზეც ვცხოვრობთ. როგორც აღვნიშნე, ბაბუა მუსიკოსი − პიანისტი იყო. შესაბამისად, შინ ხშირად ისმოდა მისი შესრულებით სხვადასხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები: ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, შოპენი, რახმანინოვი და სხვ. ამასთან, ჩვენთან ჯაზსაც ხშირად მოისმენდით. აქედან გამომდინარე, მუსიკა ადრეული ასაკიდან ჩემი ცხოვრების თანმდევი გახდა. 5 წლის ასაკიდან დაკვრის ინტერესი მომეძალა (ჩემი დეიდაშვილები მუსიკაზე დადიოდნენ და ვუყურებდი, როგორ ამეცადინებდა მათ ბებია). ახლაც მახსოვს სანოტო ფურცელი, რომელზეც ბებიას დახმარებით პირველად მოვხაზე ნოტი. საოცარი შეგრძნება იყო, როდესაც გამომივიდა. მაშინ ვიგრძენი, რომ მე ეს მინდოდა. აქედან გამომდინარე, ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლის ასაკში დავიწყე ბებიას ხელმძღვანელობით. მინდა, გავიხსენო ჩემი პედაგოგის, მაია ბერიძის გაცნობაც. საგანგებოდ გამოვეწყვე და დღემდე დიდი დღესასწაულია მასთან ურთიერთობა. მუსიკა ჩემში ძალიან ბუნებრივად შემოვიდა. 6 წლის ასაკში საკუთარი და ბებიის სურვილით გამოცდები ჩავაბარე ზ. ფალიაშვილის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“, ფორტეპიანოს განხრით. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მუსიკასთან კავშირი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მქონდა უდიდესი ბედნიერება, თელავის მუსიკალურ ფესტივალზე მიმეღო მასტერკლასი ისეთი დიდი მუსიკოსისგან, როგორიცაა ელისო ვირსალაძე. მან ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

 

 

რა სირთულეს წარმოადგენს თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის, პანდემია?

დამეთანხმებით, პანდემიამ ყველას ცხოვრებაში რთული პერიოდი შეგვიქმნა, განსაკუთრებით ხელოვანებსა და მუსიკოსებს. მეც რთული პერიოდი გამოვიარე: გასულ წელს გავიმარჯვე ამერიკაში American Protege-ს საერთაშორისო კონკურსში, რაც აძლევს გამარჯვებულებს უპრეცედენტო შესაძლებლობას − დაჯილდოება და გამარჯვებულთა მონაწილეობით შესრულებული კონცერტი გაიმართება „კარნეგი ჰოლის“ მცირე დარბაზში. აღნიშნული ცერემონიალი უნდა გამართულიყო 2020 წლის 20 მაისს და დღემდე გაურკვეველია დეტალები. ეს გარემოებები, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, მაგრამ ვცდილობ ჩემს შემოქმედებაზე არ აისახოს. ამდენად, მაძლიერებს კიდეც ეს სირთულეები.

გვიამბეთ იმ კონკურსებისა და ფესტივალების შესახებ, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობა გაქვთ მიღებული.

  • 2016 წელს რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალში მივიღე „მომავლის ვარსკვლავის“ ლაურეატის წოდება და ნომინაცია „არტისტიზმი“;
  • ამავე წელს მონაწილეობა მივიღე თ. ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა მეორე ეროვნულ კონკურსში, რომელიც გაიმართა ბორჯომში. დავიმსახურე პრემია და ლაურეატის წოდება;
  • 2017 წელს ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსში ვმონაწილეობდი, სადაც ასევე დავიმსახურე მეორე პრემია და მაყურებლის სიმპათია;
  • პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს გახლდით American Protege International Concerto Competition-ის მონაწილე, სადაც პირველი ადგილი ავიღე;
  • 2021 წელს კი YAMAHA-ს საერთაშორისო სასტიპენდიო კონკურსში გავიმარჯვე.

 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად, შეძელით YAMAHA-ს საერთაშორისო სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება. გვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით.

გასული წლის ოქტომბერში, მაშინ, როცა პანდემიის მე-2 ტალღა გაძლიერდა და ისევ ჩავიკეტეთ, Facebook-გვერდით შევიტყვე ინფორმაცია YAMAHA-ს სასტიპენდიო პროგრამის შესახებ და გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. კონკურსი ონლაინ ჩატარდა. 79 მონაწილიდან შეირჩა 9 სტიპენდიატი, რომელთაგან 2 გამარჯვებული საქართველოდან ვიყავით. ეს უდიდესი სტიმულია თითოეული დამწყები მუსიკოსისთვის. ახალი ძალები გემატება და შემოქმედებითი წინსვლისთვის ახალი გზების ძიებას იწყებ. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, გამოცდილებამ მასწავლა, რომ უფრო უნდა გავძლიერდე. რთულ პერიოდს მოაქვს ძალიან დიდი შემოქმედებითი მუხტი. დღეს, სამწუხაროდ, იგივე სიტუაციაა… ცოტა ხნით კი გაიხსნა დარბაზები, მაგრამ კონცერტებისა და სხვადასხვა ღონისძიების მოლოდინი გაგვიქარწყლა კვლავ ჩაკეტვამ.

სამომავლო გეგმები…

ამ ეტაპზე ვგეგმავ საკუთარ თავზე მუშაობას და ონლაინკონკურსების მეშვეობით საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! WOMEN’S LIFE – ქუთაისი
ინტერვიუ

#OK! WOMEN’S LIFE – ქუთაისი

June 8, 2023
#OK! მეგი ნიჟარაძე – ქუთაისელი მომხმარებელი სანდო და ერთგულია
ინტერვიუ

#OK! მეგი ნიჟარაძე – ქუთაისელი მომხმარებელი სანდო და ერთგულია

June 8, 2023
#OK! გემოვნებისა და კრეატივის სინთეზი ქალაქში ყვავილების სახლი „ლილია“
ინტერვიუ

#OK! გემოვნებისა და კრეატივის სინთეზი ქალაქში ყვავილების სახლი „ლილია“

June 8, 2023
#OK! GAF – საქართველოს  ცხოველთა ფედერაცია გარემო, რომელიც ზრუნავს
ინტერვიუ

#OK! GAF – საქართველოს ცხოველთა ფედერაცია გარემო, რომელიც ზრუნავს

June 8, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის მორიგი გლამურული გამოჩენა “ვერსაჩეს” ვინტაჟური კაბით კანის კინოფესტივალზე

#OK! ბელა ჰადიდის მორიგი გლამურული გამოჩენა “ვერსაჩეს” ვინტაჟური კაბით კანის კინოფესტივალზე

May 25, 2022
#OK! “ვალენტინოს” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

#OK! “ვალენტინოს” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

January 30, 2022
#OK! ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილი სამოსი

#OK! ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან შექმნილი სამოსი

October 8, 2022
#OK! ჭიათურის სახალხო-სამგზავრო საბაგირო

#OK! ჭიათურის სახალხო-სამგზავრო საბაგირო

December 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ირინა კვიკვინია „ალტრა ვიტას“ უპირატესობებზე

#OK! ირინა კვიკვინია „ალტრა ვიტას“ უპირატესობებზე

June 5, 2023
#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს  ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

#OK! ბედნიერებაა, როდესაც პაციენტი კმაყოფილია და ამას გულწრფელად გამოხატავს ინტერვიუ ექიმ-კოსმეტოლოგებთან

June 5, 2023
#OK! Tekko Vardanidze Atelier – სამოსი, რომელიც თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს

#OK! Tekko Vardanidze Atelier – სამოსი, რომელიც თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს

June 8, 2023
#OK! „გიორგი მაქაცარია“ – ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მშობლები გახდნენ!

#OK! „გიორგი მაქაცარია“ – ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მშობლები გახდნენ!

June 2, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×