• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ინტერვიუ მხატვარ-გრაფიკოს ეკატერინე ქარჩავასთან

სექტემბერი 27, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

OK! გიამბობთ ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ქართველი მხატვარ-გრაფიკოსის, ეკატერინე ქარჩავას შესახებ. მან მონაწილეობა მიიღო არაერთი ქვეყნის გამოფენაში და მიენიჭა პრემიები. ეკატერინეს ინტერვიუებს შეხვდებით სხვადასხვა გამომცემლობასა და სოციალურ ინტერნეტ პორტალზე.

ეკატერინე, გვიამბეთ თქვენი ისტორია.

ქ. სოხუმში დავიბადე. ეს ქალაქი ყოველთვის ყველაზე ლამაზი და ნათელი ადგილი იყო ჩემთვის. თბილისში გადმოსვლის შემდეგ დავამთავრე 97-ე საჯარო სკოლა, 2003-2006 წლებში კი თბილისის ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯი მოდა დიზაინის მიმართულებით, რის შემდეგაც თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მივიღე უმაღლესი განათლება სახვითი ხელოვნების კერძოდ კი გრაფიკის განხრით. ასევე თბილისის სამხატვრო აკადემიაში დავამთავრე მაგისტრატურა გრაფიკის, სახვითი ხელოვნებისა და სარეკლამო გრაფიკის მიმართულებით. ამჟამად ვარ მხატვარ-გრაფიკოსი; წიგნის ილუსტრატორი; დიზაინერი; მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანი“-ს ნამდვილი წევრი და საბავშვო ჟურნალ „დილა“-ს ილუსტრატორი.

გვიამბეთ თქვენი გამოფენების შესახებ.

გამოფენები მქონდა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ: ლონდონში, სკობიეში, ჟენევაში, ლეიდენში, ამსტერდამში, ჰააგაში, ბრიუსელში, ლიტვაში, ვილნიუსში, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, იაპონიაში, გერმანიაში, თურქეთში, საფრანგეთში, მექსიკაში, თურქეთში, ინდოეთსა და კოლუმბიაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემი ნამუშევრები საქართველოსა და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში ინახება.

გვესაუბრეთ იმ პრემიების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს მოგენიჭათ.

  • 2007 წელს შევქმენი პლაკატი, „კონსტიტუციის 42-მუხლი“, რისთვისაც გადმომეცა პრემია და დიპლომი.
  • 2010 წელს ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ ჩაატარა კონკურსი, სადაც საუკეთესო პოსტერის ნომინაციაში გავიმარჯვე. გადმომეცა პრემია და დიპლომი.
  • 2014 წელს აფხაზეთის მხატვართა კავშირის კონკურსის „წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრების“ ნომინაციაში მომენიჭა პრემია და დიპლომი.
  • 2017 წელს მომენიჭა პრემია და დიპლომი აფხაზეთის მხატვართა კავშირის კონკურსის „წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრის“ ნომინაციაში.

აგრეთვე აღსანიშნავია ჩემ მიერ შესრულებული ტილო, სახელად „შერიგება“, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ონლაინკონკურსში – „აფხაზეთი ფერებში“. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ჩემი ეს ნახატი ყოფილიყო მარტივად აღსაქმელი რთული კომპოზიცია. მასში კარგად ჩანს შვილმკვდარი დედების მსვლელობა, რომელთა ნაწილს ოჯახის დაღუპული წევრების ფოტოები უჭირავს, ნაწილს კი ხატი, ჯვარი და სანთელი. ნახატის შუაში „იმედის დედები“ დგანან, რომლებიც თანაბრად იყოფენ მანდარინს, ვინაიდან იგი უხვად იყო სოხუმში.

ვინაიდან სოხუმიდან ხართ, გექნებათ მასთან დაკავშირებული ბედნიერი მოგონება. გვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით.

დავიბადე ქალაქში, სადაც ზღვის საოცარი გამჭვირვალობა და ცის სილაჟვარდე ერთმანეთს ერწყმის, სადაც ცაზე მიმოფანტული თეთრი თოლიები მარგალიტებად თეთრ ქალაქში სიქათქათეს და სიწმინდეს ასხივებენ, ხოლო საოცარი კოლორიტული სიმწვანეები პალმის და მაგნოლიების თავბრუდამხვევი სურნელით სულის წიაღში გამოგზაურებენ, ქალაქს, რომელსაც სოხუმი ჰქვია. რთულად დასაჯერებელია ადამიანს ეს წალკოტი ენახა და მას თუნდაც გონებაში მისეული გულწრფელობით არ შემოხატვოდა ეს განცდები. უსაზღვროდ მიხარია, რომ ამ საოცარმა ქალაქმა ის შესაძლებლობა მომცა, რომ მქონოდა მხატვრობის ნიჭი.

და ბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის მხატვრობა?

ჩემთვის ხატვა განუწყვეტელ შრომას უკავშირდება. მის ნაწილად ყოფნა კი არაერთი ექსპერიმენტის ჩატარებას გულისხმობს. როდესაც ვხატავ, ყოველთვის ვცდილობ დიდი შინაარსით დავტვირთო და ჩავდო ემოცია, რომელსაც ყველა იგრძნობს. ერთ სტილში არ ვმუშაობ, ვქმნი როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს. განწყობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. შესაბამისად, მენანება დრო, რომ მას ველოდო, შესაბამისად, მუდმივად ჩანახატებზე ვმუშაობ.

გაიგე მეტი: მხატვარინახატები

ასევე გაეცანი

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით
Fashion

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით

ივნისი 6, 2022
#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული
Fashion

#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული

ივნისი 6, 2022
#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage
Health & Beauty

#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage

ივნისი 6, 2022
Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი
Health & Beauty

Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი

ივნისი 6, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! გვინეტ პელტროუმ 25 წლის შემდეგ “გუჩის” კოსტიუმი კიდევ ერთხელ მოირგო

#OK! გვინეტ პელტროუმ 25 წლის შემდეგ “გუჩის” კოსტიუმი კიდევ ერთხელ მოირგო

ნოემბერი 4, 2021
#OK! The Weeknd-მა “გრემის” ჯილდო მოიპოვა, მას შემდეგ რაც აკადემია კორუფციაში დაადანაშაულა

#OK! The Weeknd-მა “გრემის” ჯილდო მოიპოვა, მას შემდეგ რაც აკადემია კორუფციაში დაადანაშაულა

აპრილი 4, 2022
#OK! ენ ჰეტევეი დღეს 39 წლის გახდა: ოსკაროსანი მსახიობი იუბილარია

#OK! ენ ჰეტევეი დღეს 39 წლის გახდა: ოსკაროსანი მსახიობი იუბილარია

ნოემბერი 12, 2021
#OK! ცნობილი ფრანგი ტყუპი ძმები გრიჩკა და იგორ ბოგდანოვები კორონავირუსით გარდაიცვალნენ

#OK! ცნობილი ფრანგი ტყუპი ძმები გრიჩკა და იგორ ბოგდანოვები კორონავირუსით გარდაიცვალნენ

იანვარი 5, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბელა ჰადიდის ახალი იმიჯი – მოდელი Create & Cultivate-ის ღონისძიებას დაესწრო

#OK! ბელა ჰადიდის ახალი იმიჯი – მოდელი Create & Cultivate-ის ღონისძიებას დაესწრო

ივნისი 27, 2022
#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი ერთმანეთს დაშორდნენ

ივნისი 23, 2022
#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

ივნისი 29, 2022
#OK! “4 შვილის მოვლით ძალიან ვიღლები, დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო მრჩება” – კიმ კარდაშიანი

#OK! “4 შვილის მოვლით ძალიან ვიღლები, დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო მრჩება” – კიმ კარდაშიანი

ივნისი 23, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×