• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ
#OK! თინათინ კვინიკაძე OK! FASHION BOOK-ის მოწვეული რედაქტორის ამპლუაში

#OK! თინათინ კვინიკაძე OK! FASHION BOOK-ის მოწვეული რედაქტორის ამპლუაში

აპრილი 3, 2021
საკითხავი დრო: 1 min read
Share on Facebook

ჩვენი რუბრიკის სტუმარი და OK! Fashion Book-ის მოწვეული რედაქტორი კოსტიუმების მხატვარი თინათინ კვინიკაძეა. მისი ხელმძღვანელობით, ჟურნალის მკითხველი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს გაეცნობა, მანამდე კი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ინტერვიუ, სადაც თინათინმა გვიამბო, თუ როგორ დაიწყო მისი კარიერა, რას საქმიანობს ამ ეტაპზე, როგორია მისი ყოველდღიურობა… და ცოტაც Fashion Book-ის შესახებ, რომლის ხელმძღვანელობითაც კიდევ ერთი საინტერესო ნომერი შეემატა ჟურნალ OK!-ის.

თინათინ, აპრილის თვეში გამოვიდა ჟურნალ OK!-ის დამატება Fashion Book, რომლის მოწვეული რედაქტორიც თქვენ ხართ. გვესაუბრეთ ამ გამოცდილების შესახებ, რამდენად საინტერესო იყო მუშაობის პროცესი?

ჩემთვის ეს გამოცდილება  პირველია. არასოდეს ვყოფილვარ მსგავს ამპლუაში და ნამდვილად ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. ვეცადე, ყველა ის თემა გამეერთიანებინა, რაც ჩემთვის  მნიშვნელოვანია, მკითხველამდეც საინტერესო ფორმით მიმეტანა და გამეზიარებინა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნომერი გამოვიდა და ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება.

 

 

უფრო კონკრეტულად  გვიამბეთ, რას წაიკითხავს მკითხველი OK! Fashion Book-ში?

ვინაიდან კინოს კოსტიუმების მხატვარი გახლავართ, ვაკეთებ თეატრის კოსტიუმებს, ვარ „აჭარა ჯგუფის“ უნიფორმების დიზაინერი და ვხელმძღვანელობ სამკერვალოს. ასევე, მაქვს „როუზ მოდა“, რომელიც „ო, მოდა, მოდა“-ს გაგრძელებაა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია მოდასთან, ამიტომ, ჩემი პროფესიიდან და ჟურნალის კონცეფციიდან გამომდინარე, ვეცადე მაქსიმალურად მრავალფეროვანი და საინტერესო თემები შეგვეთავაზებინა მკითხველისთვის. ვფიქრობ, თითოეული საკითხი დიდ ინტერესს გამოიწვევს და სასიამოვნო შთაბეჭდილებებსაც მოახდენს.

რას საქმიანობთ ამ ეტაპზე?

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, თითქოს ყველაფერი გაჩერებულია, სინამდვილეში მუდამ რაღაც ხდება. მაგალითად, ამ ნომრის გამოსვლასთან ერთად, იქნება მიშა ჩარკვიანის სპექტაკლის, ავგუსტ სტრინდბერგის „პელიკანის“ პრემიერა, სადაც მე ვარ კოსტიუმების მხატვარი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრემიერაა. ეს პერიოდი ამ სპექტაკლზე ვმუშაობდით და ვემზადებოდით. შესაბამისად, მოლოდინი ძალიან დიდია.

გარდა ამისა, ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღეთ, რომლებიც მონტაჟის პროცესშია და ძალიან მალე იხილავს მაყურებელი. ასევე, „აჭარა ჯგუფში“ იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი პროექტი, ამიტომ მუდმივი სამუშაო პროცესია. გარდა ამისა, უკვე ერთი წელია გვაქვს საკუთარი მაღაზიების ქსელი – The Shop, რომელიც ამ ეტაპზე სტამბაშია, „რუმს  ყაზბეგში“  და „რუმს კოხტაში“. ასევე, The Shop დაემატება ყველა სასტუმროს, რომელიც იმედია ძალიან მალე გაიხსნება. პროდუქცია ძირითადად, კომპანიის ბაზაზე მზადდება.

რა მოგწონთ თქვენს პროფესიაში ყველაზე მეტად?

დიდი მოგზაურობა… სხვა პროფესიაზე თითქოს არასოდეს მიფიქრია. თავიდანვე, ეს იყო ჩემი ოცნება. არასოდეს მბეზრდება, მუდმივად საინტერესოა, ყოველი ახალი პროექტი და ფილმი ახალი თავგადასავალია. ძალიან გამიმართლა პროფესიაში. დიდ პასუხისმგებლობას, დისციპლინას, ცოდნას და შრომას მოითხოვს ეს საქმე, ისევე, როგოც ყველა დანარჩენი.

როგორია თქვენი ცხოვრება პროფესიის მიღმა?

ჩემს პროფესიას არ ვუყურებ ისე, როგორც სამსახურს. ერთი მთლიანი, ჰარმონიული დამოკიდებულება მაქვს პირად ცხოვრებასთან და პროფესიასთან. არ ვმიჯნავ ერთმანეთისგან.

რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

ძალიან მიყვარს მზე და ზღვა. ვინაიდან ზღვაზე მუდმივად ყოფნას ვერ ვახერხებ, აუზით ვანაცვლებ ხოლმე – ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, ასევე,  ვცდილობ მაქსიმალურად ხშირად ვივარჯიშო. და რა თქმა უნდა, ჩემს დის შვილებთან ერთად დროის გატარება. 

საყვარელი სტილი.

არ მიყვარს ტენდენციურობა – ის, რაც მოდაშია. მომწონს, როდესაც ადამიანს აქვს საკუთარი სტილი. ინდივიდუალურობა ყველა ფორმით მისასალმებელია. ქუჩაში სიარულის დროს, ყოველთვის ვაკვირდები ადამიანებს და ვამჩნევ, რომ ახალგაზრდა თაობას საკუთარი თავი აქვს ნაპოვნი – იმოსებიან კომპლექსების გარეშე და ეს ძალიან სასიამოვნოა.

 

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! მომხმარებლის საიმედო პარტნიორი „რეკრე“
ინტერვიუ

#OK! მომხმარებლის საიმედო პარტნიორი „რეკრე“

აპრილი 4, 2021
#OK! „საქართველოს ფოსტამ“ EMS-გზავნილების მიმართულებით მორიგი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო
ინტერვიუ

#OK! „საქართველოს ფოსტამ“ EMS-გზავნილების მიმართულებით მორიგი უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო

აპრილი 4, 2021
#OK! NEMSITSVERIDZE, MAMULASHVILI & PARTNERS ინტერვიუ საადვოკატო ბიუროს დამფუძნებლებთან − ბექა ნემსიწვერიძესა და ვასილ მამულაშვილთან
ინტერვიუ

#OK! NEMSITSVERIDZE, MAMULASHVILI & PARTNERS ინტერვიუ საადვოკატო ბიუროს დამფუძნებლებთან − ბექა ნემსიწვერიძესა და ვასილ მამულაშვილთან

აპრილი 4, 2021
#OK! რაიმონდ პალასი – მხატვარ თეონა ბექაურის დიზაინით შექმნილი ეკომეგობრული სასტუმრო
ინტერვიუ

#OK! რაიმონდ პალასი – მხატვარ თეონა ბექაურის დიზაინით შექმნილი ეკომეგობრული სასტუმრო

აპრილი 4, 2021

ახლა კითხულობენ

#OK! “გადაღებებზე ძალიან ვნერვიულობ, ჩემი შესრულების მანერა ძალიან ცუდია, ამიტომ ცუდი შედეგისთვის ყოველთვის მზად ვარ” – რობერტ პატინსონი

#OK! “გადაღებებზე ძალიან ვნერვიულობ, ჩემი შესრულების მანერა ძალიან ცუდია, ამიტომ ცუდი შედეგისთვის ყოველთვის მზად ვარ” – რობერტ პატინსონი

აპრილი 12, 2021
#OK! ვარსკვლავები, რომლებმაც მერლინ მონროს იმიჯი მოირგეს!

#OK! ვარსკვლავები, რომლებმაც მერლინ მონროს იმიჯი მოირგეს!

მარტი 28, 2021
#OK! როგორ გააერთიანა დუა ლიპამ მსოფლიო საცეკვაო მოედანზე პანდემიის დროს

#OK! როგორ გააერთიანა დუა ლიპამ მსოფლიო საცეკვაო მოედანზე პანდემიის დროს

მარტი 10, 2021
#OK! ადამ ლევინმა კალიფორნიის პრესტიჟულ უბანში 22,7 მილიონ დოლარად უზარმაზარი სახლი შეიძინა!

#OK! ადამ ლევინმა კალიფორნიის პრესტიჟულ უბანში 22,7 მილიონ დოლარად უზარმაზარი სახლი შეიძინა!

მარტი 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ულამაზესი წყვილი: რუსკა თურმანიძემ და გურამ ხუციშვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვეს

#OK! ულამაზესი წყვილი: რუსკა თურმანიძემ და გურამ ხუციშვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვეს

აპრილი 9, 2021
#OK! ქეთა თოფურიას ვიზუალური ტრანსფორმაცია

#OK! ქეთა თოფურიას ვიზუალური ტრანსფორმაცია

აპრილი 8, 2021
#OK! ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია! ვარსკვლავი საყვარელი ქალბატონის ვინაობას ამხელს

#OK! ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია! ვარსკვლავი საყვარელი ქალბატონის ვინაობას ამხელს

აპრილი 10, 2021
#OK! რატომ შეაშფოთა სელენა გომესის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება

#OK! რატომ შეაშფოთა სელენა გომესის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება

აპრილი 11, 2021
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
    • Fashionista
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები