• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გია აბულაძე – დროში გაჭიმული დიალოგი, როგორც თბილისის არქიტექტურული იერსახე

May 7, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

OK! არქიტექტორ გია აბულაძესთან ინტერვიუში იმ საგულისხმო თემატიკას შეეხო, რომელსაც თბილისის განაშენიანებაში, მასში დაშვებულ შეცდომებსა თუ გამორჩეულ ხელწერაში ყოველდღიურად ვხედავთ. ვრცელ ისტორიულ მატიანეში ღირსეულად დამკვიდრებული თბილისი მისთვის სხვა არც ერთი ქვეყნის დედაქალაქს არ ჰგავს. ამბობს იმასაც, რომ თუ ყურს დავუგდებთ, აქ ჩვენ დიალოგის მოსმენაც შეგვიძლია…

რა მთავარ შეცდომებს ხედავთ ქალაქის იერსახის ანარეკლში დღეს?

ხარვეზი უმთავრესად ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით და არ გვიყვარს გრძელვადიანი გეგმების დასახვა და შორს მიმავალ იდეებზე მუშაობა. გვხიბლავს უცებ, და „ისე, როგორც ახლა მინდა“. ეს სამწუხარო რეალობაა, რომლის შესაბამისადაც ვითარდება შემდეგ ქალაქი.

როგორ სტილს მიაკუთვნებდით თბილისს?

თბილისი არასდროს ყოფილა ერთი კონკრეტული სტილის ქალაქი, ყველა დროს თავისი მოაქვს. არც „დავარცხნილი ქალაქი“ ყოფილა ოდესმე. თუმცა ამას მინუსად ვერ მივიჩნევდი. პირიქით – ასეთია ეს ქალაქი, ასეთი ხიბლავს მნახველს და ამით გამოირჩევა სხვა ქალაქებისგან.

 

რა დგას იმ ფაქტის უკან, რომ ჩვენი ქალაქი სულაც არ არის „დავარცხნილი“?

ჩვენი ხასიათი. ის, რომ ქალაქგეგმარება კომპრომისების ხელოვნებაა, რაც ჩვენი გატაცება არ არის.

სად იდებს ბინას ქალაქის მიმართ ჩადენილი შეცდომები? რომელ ქვეთავში ინახავს მათ ისტორია?

ქალაქის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არაერთხელ ვუშვებთ შეცდომას. ბევრ სისულელეს კი ქალაქი დიდსულოვნად გვპატიობს და იტანს, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე. ხარვეზები სადღაც თავს აუცილებლად იჩენს. ისტორიის მსვლელობაში მუდმივი კორექცია მიმდინარეობს და საბოლოოდ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

რა უნდა გავითვალისწინოთ იმ ქალაქის განვითარებისთვის, რომელშიც უფრო კომფორტული ცხოვრება შესაძლებელი გახდება?

მთავარია, ფუნდამენტური შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია, კარგად გავიაზროთ სატრანსპორტო სქემები, საინჟინრო მომსახურება თუ კომუნიკაციები. ის, რომ თბილისს 10-მდე ხიდი მაინც აკლია, ეს რეალობაა, თუმცა საკმაოდ დიდი გააზრებისა და მასშტაბის თემას წარმოადგენს.

უმთავრესად, უნდა დავისახოთ საერთო მიზანი და ჩამოვყალიბდეთ – როგორ ქალაქში გვსურს ცხოვრება.

თბილისში განხორციელებულ რომელ პროექტებს მოიწონებდით?

ასეთი არაერთია. ვიცი, რომ ჭავჭავაძის გამზირს კრიტიკოსები ჰყავს, მე კი მას ძალიან დადებითად შევაფასებდი. მესმის, რომ მძღოლებისთვის გარკვეული დისკომფორტი შეიქმნა, თუმცა მიმაჩნია, რომ მე ასეთ ქალაქში სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

სწორედ ჭავჭავაძის გამზირის პროექტით, თბილისს ევროპის ქალაქებს ადარებდნენ. ჰგავს ჩვენი ქალაქი რომელიღაც სხვას?

თბილისი არის თბილისი.

 

როგორ ქალაქში არ იცხოვრებდით?

ვერ ვიცხოვრებ ვერც ერთ ისეთ ქალაქში, რომელსაც ისტორია არ აქვს. შესაძლოა, გამორჩეულია, შთამბეჭდავია, თვალუწვდენელი შენობებით, გრანდიოზული სივრცეებით, თუმცა – უსულო. ასეთი უშინაარსო ქალაქები მუდმივად სხვადასხვა ფოკუსით ეცდება ყურადღება მიიქციოს. მე ასეთი ქალაქი არ მხიბლავს.

რას სძენს თბილისს, როგორც დიდი ისტორიის მქონე ქალაქს, თანამედროვე შენობები?

არქიტექტურა დროში გაჭიმული დიალოგია. როცა მე, როგორც არქიტექტორი, ვმუშაობ, დიალოგში შევდივარ ჩემს წინამორბედებთან, რომელთაც ამ ქალაქში თავისი ხელწერა დატოვეს. მათთანაც ვაბამ დიალოგს, ვინც ჩემ შემდეგ მოვა. ქალაქი – ეს დროში გაჭიმული დიალოგია, რომელშიც არსებობენ აღზრდილი და ნაკლებად თავაზიანი ხალხიც, რომელთაც მხოლოდ თავის წარმოჩენა სურთ. ნებისმიერი სიახლე საინტერესო დიალოგის შედეგია.  დიალოგში მთავარი სწორი ინტონაციაა.

 

ტექსტი: ალექსეი სეროვი

ფოტო: ელენე ბერიძე

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ყველაზე მოდური ორეული: ქეით მიდლტონი საქველმოქმედო ფონდს ესტუმრა

#OK! ყველაზე მოდური ორეული: ქეით მიდლტონი საქველმოქმედო ფონდს ესტუმრა

May 25, 2021
#OK! რა ხდება „თეატრში“?

#OK! რა ხდება „თეატრში“?

June 7, 2023
#OK! საქართველოს გამორჩეული დიზაინის მქონე სასტუმროები

#OK! საქართველოს გამორჩეული დიზაინის მქონე სასტუმროები

November 12, 2023
#OK! ცხოვრების კულინარიული რეცეპტი – თიკა ჯამბურიას ტრანსფორმაციის გზა

#OK! ცხოვრების კულინარიული რეცეპტი – თიკა ჯამბურიას ტრანსფორმაციის გზა

May 9, 2025

კვირის ჰიტები

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
#OK! SPOILER ALERT:  „Squid Game“ – ის ბოლო სცენაში ქეით ბლანშეტი გამოჩნდა

#OK! SPOILER ALERT: „Squid Game“ – ის ბოლო სცენაში ქეით ბლანშეტი გამოჩნდა

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები