• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! გზა ბალერინობიდან წარმატებულ ჟურნალისტობამდე

March 15, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

OK! გაესაუბრა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, დიზაინერსა და სამი შვილის დედას, მარიკა გოცირიძეს იმ გზის შესახებ, რომელიც მან პროფესიულ საქმიანობაში განვლო. იყო წარმატებული ჟურნალისტი, დედა და მეუღლე, საკმაოდ რთულია, რადგან მუდმივად გიწევს ერთმანეთს შეუთავსო სამსახურებრივი და საოჯახო საქმე ისე, რომ არც ერთი დააზარალო. მარიკა გოცირიძე კი წარმოადგენს მაგალითს, რომ ყოველივე ეს სავსებით შესაძლებელია.

მარიკა, როდის გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ჟურნალისტი?

ჟურნალისტობაზე არასდროს მიოცნებია, რადგან ბალერინობა მინდოდა. მიუხედავად ამისა, საბალეტო კარიერა საკმაოდ ადრეულ ასაკში დავასრულე და გამოცდები საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე. პარალელურად კი რადიოში დავიწყე მუშაობა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ის პროფესია იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი, რის გამოც მეორე პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე და რადიოდან ტელევიზიაში გადმოვინაცვლე. მას შემდეგ, 11 წელია აქ ვმუშაობ.

რა არის თქვენი, როგორც ჟურნალისტის, წარმატების გასაღები?

ისევე, როგორც ყველა სხვა პროფესიაში, ჟურნალისტიკაშიც მთავარი შრომაა. მეც არანორმალური რეჟიმით და მონდომებით ვმუშაობ პირველივე დღიდან. ყველა ეტაპი გავიარე, დამოუკიდებლად ავიდგი ფეხი და ახლა ვფიქრობ, რომ სწრაფი ნაბიჯებითაც შემიძლია გზის გაგრძელება. თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის, რომ მე ახლა აქ ვარ. სწორედ ამიტომ მეუფლება ტკბილი გრძნობა, როდესაც საკუთარ თავს ჟურნალისტს ვუწოდებ. ამ პროფესიაში დამწყებთ კი ვეტყოდი, რომ ფარხმალი არცერთ ეტაპზე არ დაყარონ, არ დაიღალონ, მცირე წარუმატებლობის გამო, არ თქვან უარი ამ პროფესიაზე და წარმატება ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა.

 

თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, გრაფიკი საკმაოდ გადატვირთული გაქვთ. გამოთავისუფლებულ დროს რის გაკეთებას ანიჭებთ უპირატესობას?

2 წელია ვუთავსებ დილის „კურიერის“ წამყვანობასა და კორესპონდენტობას ერთმანეთს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემი სამუშაო დღე დილის 4 საათზე იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება. ხშირად, როდესაც სამსახურში მივდივარ, არ ვიცი, როდის დასრულდება სამუშაო დღე. შესაბამისად, წინასწარ ვერასდროს ვერაფერს ვგეგმავ. გარდა ჟურნალისტიკისა, მაქვს ახალი გატაცებაც. შევქმენი ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი, რომელიც ასევე არანაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომ „მანულის“ ეკუთვნის დრო, რომელიც კურიერსა და ოჯახს მიღმა მრჩება. მინდა აღვნიშნო, რომ უარყოფილი მაქვს ძილი, დასვენება და სხვა მსგავსი აქტივობები.

გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ.

ვფიქრობ, ჩემი ოჯახი ჩემსავე პროფესიამ დაჩაგრა. ბავშვებს წაართვა დედა, მეუღლეს ცოლი, მშობლებს შვილი და ა.შ. მაგრამ უკვე შეეჩვივნენ ისინი ამ ყველაფერს. მეც ვცდილობ, დარჩენილი მცირე თავისუფალი დრო მათთან ერთად ნაყოფიერად გავატარო. ხანდახან იმდენად ვიღლები და მენატრება ოჯახური ცხოვრება, მზად ვარ ყველაფერი დავტოვო და გავხდე მხოლოდ დედა და ცოლი, მაგრამ ამ დროს ჩემი ქმარი მეუბნება, რომ მე ამ პროფესიისთვის ვარ გაჩენილი, არ დავჯდე შინ და წყალში არ ჩავყარო ამდენი შრომა, რის შემდეგაც ვხვდები, რომ ის მართალია. ამდენად, ოჯახი ძალიან აქტიურად არის ჩართული ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. სამსახური კი ჩემი მეორე ოჯახია.

თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რა მიგაჩნიათ?

ძალიან მეუხერხულება ვთქვა, რომ რაიმეს მივაღწიე. არც ვფიქრობ, რომ საოცარი მიღწევები მაქვს. ვცდილობ, პროფესიულად ზრდა განვაგრძო, რისთვისაც ბევრს ვმუშაობ. მხოლოდ ის მეამაყება, რომ ასეთი რთული პროფესიის პარალელურად, ვახერხებ, ვიყო სამი შვილის დედა და ვმართო ჩემი ბიზნესი. თუმცა ამ ყველაფერში მარტო არ ვარ, რადგან ჩემი მეუღლე გვერდით მიდგას. ყველაზე მეტად მეშინია, რომ ერთ დღესაც ამდენს ვეღარ შევძლებ, აღარ მექნება ასეთი ენერგია და არ მინდა, ვინანო, რომ როცა შემეძლო, მაქსიმუმი არ გავაკეთე.

სამომავლო გეგმები.

არასდროს მიყვარს მათი წინასწარ გაჟღერება. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ბევრ რამეს ვგეგმავთ მე და ჩემი მეუღლე. რა თქმა უნდა, ვრჩები ჩემს პროფესიაშიც და კვლავაც განვაგრძობ „მანულის“ განვითარებას.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

ასევე გაეცანი

#OK! სოხუმი, დევნილობა და წარმატებული სამედიცინო კარიერა – ირაკლი პაპასქუას გზა
OK! Doctors

#OK! სოხუმი, დევნილობა და წარმატებული სამედიცინო კარიერა – ირაკლი პაპასქუას გზა

December 10, 2025
#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! ელიზიუმი – პირველი სრული ციკლის ნარკოლოგიური ცენტრი საქართველოში

December 10, 2025
#OK! ნატალია კუცია: ვახტანგ კუციას შვილობა დიდი პასუხისმგებლობაა
ინტერვიუ

#OK! ნატალია კუცია: ვახტანგ კუციას შვილობა დიდი პასუხისმგებლობაა

December 10, 2025
#OK! ბავშვების ჯადოსნური სამყარო –  ინტერვიუ ზაზა ვარდიაშვილთან
ინტერვიუ

#OK! ბავშვების ჯადოსნური სამყარო – ინტერვიუ ზაზა ვარდიაშვილთან

December 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ინტერვიუ მაშა ეფროსინინასთან

#OK! ინტერვიუ მაშა ეფროსინინასთან

March 31, 2022
#OK! ექსკლუზივი: “კაილი ჯენერს ეშინია, რომ ქალებს სურთ მისი და ტიმოთი შალამეს ურთიერთობის დანგრევა” – წყარო Daily Mail-ს ესაუბრა

#OK! ექსკლუზივი: “კაილი ჯენერს ეშინია, რომ ქალებს სურთ მისი და ტიმოთი შალამეს ურთიერთობის დანგრევა” – წყარო Daily Mail-ს ესაუბრა

January 11, 2024
#OK! თუ მთელი არსებით არ გინდა ექიმობა, ამ გზას ვერაფრით გაივლი

#OK! თუ მთელი არსებით არ გინდა ექიმობა, ამ გზას ვერაფრით გაივლი

December 30, 2022
#OK! რა ხდება „თეატრში“?

#OK! რა ხდება „თეატრში“?

June 7, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მეგან მარკლმა ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მამამისი რეანიმაციაში მოხვდა

#OK! მეგან მარკლმა ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მამამისი რეანიმაციაში მოხვდა

December 8, 2025
#OK! „სექსი დიდ ქალაქში“-ს 69 წლის ვარსკვლავი გათხოვდა

#OK! „სექსი დიდ ქალაქში“-ს 69 წლის ვარსკვლავი გათხოვდა

December 5, 2025
#OK! ჟურნალმა Time-მა ლეონარდო დიკაპრიო 2025 წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელა

#OK! ჟურნალმა Time-მა ლეონარდო დიკაპრიო 2025 წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელა

December 9, 2025
#OK! Netflix-მა ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი სტუდია Warner Bros Discovery-ი იყიდა

#OK! Netflix-მა ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი სტუდია Warner Bros Discovery-ი იყიდა

December 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები