• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! გეიმინგ-ტენდენციები საქართველოში

ივნისი 4, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

გეიმინგი ის სფეროა, რომელიც ძალიან სწრაფად მიიწევს წინ და ყოველდღიურად იზრდება დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი. იდგმება პირველი ნაბიჯები და ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ მსოფლიო ტენდენციებს. ძალიან ცოტა ადამიანს თუ ვიპოვით, რომელიც უბრალოდ, მოყვარულის დონეზე მაინც არ არის ჩართული და დღის გარკვეულ ნაწილს არ უთმობს მისთვის სასურველ თამაშებს. ტექნობლოგერი თორნიკე ანდრიაძე გვიამბობს, რა მდგომარეობაა საქართველოში გეიმინგის მიმართულებით და რა ნაბიჯები იდგმება ამ სფეროს განსავითარებლად.

რა მდგომარეობაა საქართველოში გეიმინგის განვითარების მიმართულებით?

საქართველოში არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ხელს უწყობენ გეიმინგის განვითარებას − როგორც სპორტის, ასევე ბიზნესის მიმართულებებით. ასეთი არასამთავრო კომპანიებია Venatus და Georgian Game Industry, IDGA Georgia. გარდა ამისა, არსებობს კიბერსპორტის ფედერაცია. იგი ერთ-ერთი პირველია, რომელიც დაარსდა საქართველოში. შემდგომ კი კომპანიები, რომლებიც კერძო სექტორიდან მუშაობენ Esport-ის განვითარებაზე. ასეთებია Gameplan − ტურნირების საორგანიზაციო კომპანია და Monaspa − ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს გუნდი რამდენიმე პოპულარულ დისციპლინაში.

გვყავს დაახლოებით 50-მდე გეიმდეველოპმენტ-კომპანია, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში, ძირითადად მობაილგეიმინგზე, მაგრამ არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც ქმნიან თამაშებს პერსონალური კომპიუტერისთვის და კონსოლებისთვისაც…

უფრო ვრცლად გვიამბეთ ქართველების ჩართულობასა და დაინტერესებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი თამაშიც გვაქვს გაკეთებული, რომელიც უცხოურ Game Award-ებზე მოხვდა და პრიზიც კი აიღო. მაგალითად, Medulla-მ 4 ნომინაციაში აიღო პრიზი, აქედან 3 კატეგორიაში ოქროს ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მობილური თამაშისთვის, თამაშის ილუსტრაციისთვის და პერსონაჟების დიზაინისთვის, ხოლო საუნდდიზაინში ვერცხლის პრიზი აიღო Indigo Awards-ზე. 2017 წლიდან „ვენატუსი“ პარტნიორობს Poznan Game Arena-სთან და Digital Dragons-თან, ასევე ქართველი დეველოპერებისთვის შოუქეისებს აწყობს ამ უზარმაზარ ყოველწლიურ კონვენციებზე. 2018 წელს გამოსული Slice, რომელიც ორმა ადამიანმა შექმნა, Tokio Game Show-ს შოუქეისზე იყო. ასევე, ორკაციანმა ქართულმა კომპანია ANIMMAL-მა თამაშის პროტოტიპის კეთება დაიწყო ორი წლის წინ და იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ გადაწყვიტეს დაესრულებინათ, თუმცა მანამდე Kickstarter-ის კამპანია გააკეთეს, სადაც ხალხის მიერ დაფინანსდა თამაში The way of wrath. თამაშს დაახლოებით 1000-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი და 36 000 ევრო შეგროვდა, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან მალე დასრულდება თამაში, დაიდება სხვადასხვა პლატფორმაზე და თანხა ისევ და ისევ საქართველოში შემოვა.

ვფიქრობ, ასეთ კომპანიებს უნდა მიეცეთ უფრო მეტი სტიმული, რათა გააკეთონ გაცილებით დიდი პროექტები.

 

 

როგორ ახსნიდით თამაშების არსს და მოტივს?

გეიმინგი არის უნივერსალური ენა, იმისათვის, რომ გადმოვცეთ ჩვენი ისტორია. თამაშებში არის სიუჟეტი, ექშენი და ყველაფერი ის, რაც ადამიანის გონებას ასტიმულირებს. თამაშში თავად ვართ მოქმედი გმირი და თვითონვე ვქმნით ისტორიას, რომლის ფინალიც სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული. არის უამრავი ჟანრისა თუ ტიპის თამაში სხვადასხვა მოწყობილობისთვის, სადაც გეიმინგი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მედიუმია, რათა ადამიანმა მიიღოს ის, რაც რეალურ ცხოვრებაში აკლია.

ტენდენციები თამაშებში.

რამდენიმე წლის წინ გეიმინგი არ ყოფილა ამ მოცულობის, რადგან მოწყობილობების რაოდენობა არ იყო იმდენი, რამდენსაც შეეძლო გაეშვა ისეთი კარგი თამაშები, როგორებიც პერსონალურ კომპიუტერზე ან კონსოლებზე იყო, დღეს კი ხელთ გვაქვს ისეთი მოწყობილობები, რომლებიც ბევრად მეტ შესაძლებლობას ფლობს. შესაბამისად, მოწყობილობები იმდენად მძლავრი ხდება, რომ თამაშების ნაირსახეობაც იზრდება და ბევრად მოსახერხებელიც ხდება მობილურით თამაში.

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში ამ სფეროს განვითარება?

საერთაშორისო ბაზარზე ძალიან დიდი თანხა იხარჯება ამ მიმართულებით, საქართველოში კი გვაკლია ხელშეწყობა. თუნდაც წამახალისებელი ტურნირები რომ ჩატარდეს, უნდა ჩამოყალიბდეს ორგანიზაციები, რომლებიც გუნდებს შექმნიან და მისცემენ საშუალებას, ივარჯიშონ და განავითარონ ეს სფერო.

ჩვენთან ჯერჯერობით პატარ-პატარა ნაბიჯებით მიიწევს ეს სფერო წინ, მაგრამ მთავარია, რომ გარკვეული ნაბიჯები მაინც იდგმება. ამის კარგი მაგალითია „მონასპა“− გუნდი, რომელმაც ქართული ელექტრონული სპორტი რუკაზე დასვა. ინდივიდუალურ მოთამაშეებზეც რომ ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო პოზიციებს იკავებენ სხვადასხვა დისციპლინაში. მათ შორის გვყავს ერთ-ერთი მოთამაშე − ირაკლი პერანიძე (W1sh), რომელიც საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს და ძალიან ბევრი ადამიანი ვგულშემატკივრობთ მას.

არ უნდა გაჩერდეს არავინ, ვინც ამ სფეროში საქმიანობს, რადგან ადრე თუ გვიან მაინც ვიტყვით ჩვენს სიტყვას გეიმერები. ვისაც სურს ამ სფეროში შემოსვლა, მაგრამ ფერხდება რაიმე მიზეზების გამო, ვეტყვი, რომ ძალიან მალე უამრავ წარმატებას მივაღწევთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს
Health & Beauty

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

ივნისი 25, 2022
#OK! როგორ იქცა ბასინსკის The Disintegration Loops 11 სექტემბრის საუნდტრეკად
Techno

#OK! როგორ იქცა ბასინსკის The Disintegration Loops 11 სექტემბრის საუნდტრეკად

ივნისი 10, 2022
#OK! მწვანეტერა – ვაკო მშვილდაძის უალტერნატივო გზა, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად
Techno

#OK! მწვანეტერა – ვაკო მშვილდაძის უალტერნატივო გზა, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად

ივნისი 3, 2022
#OK! ოლაფურ ელიასონის ინსტალაციები
Techno

#OK! ოლაფურ ელიასონის ინსტალაციები

ივნისი 3, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! უცხოური მედია ქანიე უესტის ახალი რომანის შესახებ ალაპარაკდა

#OK! უცხოური მედია ქანიე უესტის ახალი რომანის შესახებ ალაპარაკდა

აპრილი 6, 2022
#OK! ბალენსიაგას და გუჩის კოლაბორაცია 15 აპრილს გავრცელდება

#OK! ბალენსიაგას და გუჩის კოლაბორაცია 15 აპრილს გავრცელდება

აპრილი 13, 2021
#OK! კაილი ჯენერის მონოქრომული იმიჯი! ვარსკვლავი საკუთარი, 72,8 მილიონი დოლარის ღირებულების კერძო თვითმფრინავში!

#OK! კაილი ჯენერის მონოქრომული იმიჯი! ვარსკვლავი საკუთარი, 72,8 მილიონი დოლარის ღირებულების კერძო თვითმფრინავში!

აპრილი 2, 2021
#OK! ჯიჯი ჰადიდი Savage X Fenty Show-ს წითელ ხალიჩაზე Versace-ს სამოსით გამოჩნდა!

#OK! ჯიჯი ჰადიდი Savage X Fenty Show-ს წითელ ხალიჩაზე Versace-ს სამოსით გამოჩნდა!

სექტემბერი 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ტროპიკული მიმართულებები

#OK! ტროპიკული მიმართულებები

აგვისტო 5, 2022
#OK! 84 წლის ჯეინ ფონდა H&M-ის ახალ კამპანიაში

#OK! 84 წლის ჯეინ ფონდა H&M-ის ახალ კამპანიაში

აგვისტო 4, 2022
#OK! გაიცანით ლიანა ფაილოძე Harron-ი – ქართველი პიანისტის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკში

#OK! გაიცანით ლიანა ფაილოძე Harron-ი – ქართველი პიანისტის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკში

აგვისტო 1, 2022
#OK! როდესაც სივრცე ფაზლივით ეწყობა, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია… მნიშვნელოვანია დიზაინმა გაუძლოს დროს

#OK! როდესაც სივრცე ფაზლივით ეწყობა, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია… მნიშვნელოვანია დიზაინმა გაუძლოს დროს

აგვისტო 2, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×