• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! გახადე შენი ცხოვრება უფრო ფერადი „ლილეპოპთან“ ერთად

April 7, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„ლილეპოპი“ ქართული ბრენდია, რომელიც ქალბატონებისა და ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის აქსესუარს ქმნის, კონკრეტულად: ქუდებს, კაშნეებს, საყელოებს, თმის სამაგრ ბაფთებს. თითოეული ნამუშევარი ხელნაკეთია, ყველა დეტალი დიდი ყურადღებითა და სიყვარულითაა დამზადებული. ჟურნალი OK! ბრენდის დამფუძნებელსა და დიზაინერს, ანა დიასამიძეს გაგაცნობთ, რომელიც უფრო დეტალურად და ვრცლად გვიამბობს „ლილეპოპის“ შესახებ.

 

 

ანა, როგორ დაგებადათ „ლილეპოპის“ დაარსების იდეა?

„ლილეპოპი“ ჩემში ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, კონკრეტული სახელი არ ერქვა და არ ჰქონდა ის სახე მიღებული, რომელიც დღეს აქვს. ჩემთვის ტანსაცმელი არასდროს ყოფილა მხოლოდ შესამოსელი − ის იყო თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება. ხელოვანი ადამიანების ოჯახში გავიზარდე. მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა − ყველაფერი ეს მეხმარებოდა სამყარო სხვა თვალით დამენახა. საკუთარი გრძნობები, ემოციები სწორედ ტანსაცმელზე გადამქონდა და ამგვარად ვუკავშირდებოდი სამყაროს ფერებს. ყოველთვის მჯეროდა და დღემდე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ქალბატონი და გოგონა იმსახურებს, ცხოვრობდეს ბედნიერ და ფერად სამყაროში. დილით, როცა ვიღვიძებთ და ვიწყებთ ფიქრს, თუ რა ჩავიცვათ, ნებისმიერი ჩვენგანის გარდერობში უნდა იყოს ისეთი რამ, რისი მორგების შემდეგაც სიხარულის გრძნობა შემოვა ჩვენში და ცოტას წავიკეკლუცებთ სარკის წინ. სწორედ ამ რწმენით შევქმენი „ლილეპოპი“, რომლის მთავარია სლოგანია: „გახადე შენი ცხოვრება უფრო ფერადი“.

 

 

რას წარმოადგენს „ლილეპოპის“ ძირითადი საქმიანობა?

ამჟამად ბრენდი ძირითადად აქსესუარებს ქმნის, კონრეტულად: ქუდებს, კაშნეებს, საყელოებს, თმის სამაგრ ბაფთებს. ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე, ვამატებთ სხვადასხვა ტიპის პროდუქციას. თითოეული ნამუშევარი არის ხელნაკეთი, ყველა დეტალი დიდი ყურადღებითა და სიყვარულითაა დამზადებული. ჩემთვის ყოველი ახალი ნამუშევრის შექმნის პროცესი სასიამოვნოა და ამავდროულად, ემოციური. წინასწარ არ ვიცი, რა იქნება შედეგი, შექმნის პროცესში ხდება იდეის სრულყოფა. ძირითადი აქცენტი გამახვილებულია ფერების კომბინაციასა ორნამენტებით გაფორმებაზე. მაშინ არის დასრულებული ნამუშევარი, როდესაც შევხედავ და კმაყოფილს გამეღიმება. აი, ეს არის ჩემთვის მთავარი ნიშანი, რომ პროდუქტს დასრულებული სახე აქვს და მზად არის მომხმარებელთან შესახვედრად.

 

 

გვესაუბრეთ მომხმარებლებზე.

მომხმარებლები არიან ჩვენი მთავარი სტიმული. როდესაც ქალბატონები გვეუბნებიან, რომ ჩვენი აქსესუარის მორგების შემდეგ თავს განსაკუთრებულად გრძნობენ, საოცარი ემოციებით არიან დატვირთულნი და გამორჩეულ განწყობაზე არიან, ვრწმუნდები, რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია.

სად შეგვიძლია „ლილეპოპის“ პროდუქციის შეძენა?

ამ ეტაპზე „ლილეპოპის“ ნამუშევრების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი, ინსტაგრამისა (lilepop_handmade) და ფეისბუქ (Lilepop • ლილეპოპი) გვერდების მეშვეობით. ასევე, ჩვენი ნამუშევრები განთავსებულია სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინმაღაზიაში. სამომავლოდ, ვგეგმავთ წარმოების გაზრდას, ასორტიმენტის გაფართოებას და მაღაზიის გახსნას.

 

FB: Lilepop • ლილეპოპი

Insta: lilepop_handmade

Tel: 596 09 00 01

ასევე გაეცანი

#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo უკვე საქართველოშია
Fashion

#OK! პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo უკვე საქართველოშია

March 30, 2023
#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით
Fashion

#OK! ქრისტინა აგილერა – ქართველი დიზაინერის თაკო მექვაბიძის სამოსით

March 15, 2023
#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან
Fashion

#OK! ინდივიდუალური სტილი ყოველთვის მოდაშია – ინტერვიუ მოდის ბლოგერთან

March 3, 2023
#OK! საქართველოს წარმომადგენელი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურსზე – Top Model of the World-ზე
Fashion

#OK! საქართველოს წარმომადგენელი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურსზე – Top Model of the World-ზე

March 17, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

#OK! ირინა შეიკი და ქენდის სვეინფული CR Fashion Book-ის XIX გამოცემის ვარსკვლავები არიან

October 11, 2021
#OK! A$AP Rocky დააპატიმრეს – რეპერი 2021 წელს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით დააკავეს

#OK! A$AP Rocky დააპატიმრეს – რეპერი 2021 წელს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით დააკავეს

April 20, 2022
#OK! ვინ არის ლილი-როუზ დეპის ახალი მეგობარი მამაკაცი: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ვინ არის ლილი-როუზ დეპის ახალი მეგობარი მამაკაცი: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები

March 9, 2022
#OK! კენდალ ჯენერი ლოს-ანჯელესის ქუჩებში: მოდელის გემოვნებიანი იმიჯი!

#OK! კენდალ ჯენერი ლოს-ანჯელესის ქუჩებში: მოდელის გემოვნებიანი იმიჯი!

May 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! გაიცანით პრინცესა ვიქტორია – მონარქი, რომელიც საქართველოს ესტუმრა

#OK! გაიცანით პრინცესა ვიქტორია – მონარქი, რომელიც საქართველოს ესტუმრა

March 30, 2023
#OK! “ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები” მეცნიერული გამოთვლების მიხედვით

#OK! “ჰოლივუდის ყველაზე სიმპათიური მამაკაცები” მეცნიერული გამოთვლების მიხედვით

March 30, 2023
#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი

#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი

March 31, 2023
#OK! პირველად ისტორიაში – 106 წლის Maria Oggay ჟურნალ Vogue-ის ყდაზე

#OK! პირველად ისტორიაში – 106 წლის Maria Oggay ჟურნალ Vogue-ის ყდაზე

March 31, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×