რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Décor

#OK! გამორჩეული ღონისძიებები Eventoryx-თან ერთად

March 8, 2021
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

ღონისძიებების დაორგანიზება ხშირ შემთხვევაში დიდ დროს, ენერგიასა და რესურსს მოითხოვს. ქართული კომპანია Eventoryx კი გთავაზობთ მაღალ სტანდარტებსა და თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას. აღნიშნული კომპანია დაგეხმარებათ დაგეგმოთ ღონისძიება ისე, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბოს. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა Eventoryx-ის თანადამფუძნებელს ანა კალანდაძეს.

გვიამბეთ Eventoryx-ის დაარსების შესახებ.

ჩვენი  კომპანიის დაარსების იდეა  ისეთ  დროს გაჩნდა,  როცა  ქვეყანა, პანდემიის  შიშით იყო გაყინული, შემოღებული აკრძალვები კი დღესასწაულების, სიურპრიზებისა და ზოგადად ბედნიერების  ერთმანეთისთვის  გამზიარებელ ადამიანებს ნაცრისფერ,  უღიმღამო,  შიშითა  და სიფრთხილით გაჯერებულ, არც თუ ისე „დროებით“ მომავალს უმზადებდა. რადგან ჩვენი სამეგობრო, არაფრით განსხვავდება სილაღისა და სიხარულის  გამზიარებელი საზოგადოებისგან და ჩვენც რთულად შესაგუებლად გვეჩვენებოდა ერთფეროვანი ყოველდღიურობა, რაც თავის თავში ყველა სირთულესთან ერთად  ფინანსურსაც გულისხმობს, გადავწყვიტეთ ისეთი საქმიანობის წამოწყება, ადამიანებს  განწყობას რომ აუმაღლებდა და ამ დამღლელ ერთფეროვნებაში იმედის მარცვალს ჩაგვაგდებინებდა, დროდადრო გაგვიფერადებდა  სამყაროს  ჩვენც და ჩვენთვის უცნობ ადამიანებს. მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილებით დავურეკე ჩემს ორ ბავშვობის მეგობარს თამარ ჭიღლაშვილსა და ნინო ხითარიშვილს, რომ წამოგვეწყო ისეთი საქმე, ადამიანებს განწყობას რომ აუმაღლებდა და ამ  დამღლელ  ერთფეროვნებაში სამყაროს გაგვიფერადებდა, ამიტომ დავაარსეთ ჩვენი ივენთ კომპანია.  ზუსტად 2 დღეში სოციალური ქსელებით  გავეცანით სახლში გამოკეტილ იუბილარებს, შეყვარებულებს, ახალშობილთა მშობლებს, საპატარძლოებს, სასიძოებს და ა.შ. პირველივე პოსტებს Facebook-სა და Instagram-ზე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც  კიდევ  ერთხელ  დაგვარწმუნა იმაში, რომ  სიცოცხლე გრძელდება და მისი დაგეგმვა განსაკუთრებულად უნდა მოხდეს. ლამაზად ცხოვრებას ბედნიერი დღეების დაფასება  და  შესაბამისად აღნიშვნა უხდება. ჩვენს კომპანიას  სული  არა მხოლოდ  ჩვენ,  არამედ  ჩვენი იდეების მომწონებელმა ადამიანებმაც შთაბერეს და ოდნავ დაბნეულებმა ასე შევძელით ჰაეროვანი დღესასწაულების მოწყობა სახელდახელოდ მოძიებული ნივთებით, საკუთარი ხელით შექმნილი დეკორაციებით, ძილის წინ ჭერზე ყურებისას წარმოსახვით შექმნილი ესკიზებით, დიდი სიყვარულითა და უკეთესი მომავლის იმედით.

 

 

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

კომპანია Eventoryx თავის მომხარებელს ყველანაირი სახის ღონისძიების დაგეგმვას და ორგანიზებას სთავაზობს, იქნება ეს დაბადების დღე, ქორწილი, კორპორატიული ღონისძიება თუ ნებისმიერი სხვა ივენთი. პირველ რიგში, ვისმენთ დამკვეთის სურვილებს და მოთხოვნებს, შემდეგ კი ვუთავსებთ ჩვენი კომპანიის დიზაინერების მიერ შექმნილ ნამუშევარს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებლის ინტერესები იყოს ხარისხიანად შესრულებული.

რა არის ის მთავარი ნიშა, რაც  Eventoryx-ს გამოარჩევს?

არ ვიცი რამდენად გამოგვარჩევს, მაგრამ ჩვენი ნიშა არის ის, რომ ვცდილობთ 99%-ანი სიზუსტით მივიღოთ იგივე ფერები, რასაც ითხოვს დამკვეთი. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომუნიკაციის თემაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან დაკავშირება მაქსიმალურად კომფორტულია მომხმარებლისთვის. 

 

 

გვესაუბრეთ თქვენი აქციების შესახებ.

ჩვენი აქციები არის სეზონური. საშობაოდ უკვე გვქონდა და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ახლა გაზაფხულის დადგომასთან ერთად ვგეგმავთ სხვადასხვა აქციას. 

სამომავლო გეგმები.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში, ვგეგმავთ გაფართოებას და ფართო მასშტაბებზე გასვლას, რაც მოიაზრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის ჩვენი სერვისის შეთავაზებას. ასევე ვაპირებთ განსხვავებული სახის ღონისძიებები და სხვადასხვა სიურპრიზი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, რასაც ამ ეტაპისთვის საიდუმლოდ დავტოვებთ.

მთავარი კი ის არის,  რომ  ჩვენი  პარტნიორები, ახლა უკვე ის ადამიანები არიან, რომელთა  ბედნიერების გაზიარება მოგვიწია დღემდე და მზად ვართ მომავალშიც მათი  დღესასწაულების მონაწილენი გავხდეთ! იმედია, ასეთი დღეები მრავლად ექნება ყველას  ჩვენს ქვეყანაში!  ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მის გასაფერადებლად და მათი სიხარულის  გასაზიარებლად!

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

რეკლამა
რეკლამა

ასევე გაეცანი

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია
Décor

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა
Décor

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

December 28, 2022
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

January 4, 2023
#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები
Décor

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

December 27, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! Vogue-მა 2021 წლის ყველაზე გემოვნებიანი წყვილი დაასახელა

#OK! Vogue-მა 2021 წლის ყველაზე გემოვნებიანი წყვილი დაასახელა

December 28, 2021
#OK! მაღაზიათა ქსელი „კოტონი“ ოჯახის თითოეული წევრისთვის

#OK! მაღაზიათა ქსელი „კოტონი“ ოჯახის თითოეული წევრისთვის

October 1, 2021
#OK! რა უპირატესობები აქვს საკრუიზო მოგზაურობას

#OK! რა უპირატესობები აქვს საკრუიზო მოგზაურობას

February 4, 2023
#OK! Nail Lounge Batumi − სილამაზე შენშია – ტრადიციული საახალწლო ინტერვიუ სოფიკო დევდარიანთან

#OK! Nail Lounge Batumi − სილამაზე შენშია – ტრადიციული საახალწლო ინტერვიუ სოფიკო დევდარიანთან

December 29, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში – ზუზუ ნოდიას საოცარი შედეგი

#OK! ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში – ზუზუ ნოდიას საოცარი შედეგი

February 7, 2023
#OK! “მამაჩემის სიტყვები დღესაც ყურში ჩამესმის” – დევიდ ბექჰემი ინსპირაციას ბავშვობაში საკუთარი მამისგან იღებდა

#OK! “მამაჩემის სიტყვები დღესაც ყურში ჩამესმის” – დევიდ ბექჰემი ინსპირაციას ბავშვობაში საკუთარი მამისგან იღებდა

February 3, 2023
#OK! „სარკეში ჩამიხედავს და საშინლად მომჩვენებია საკუთარი თავი“ – ნინი ბადურაშვილი კომპლექსებზე საუბრობს

#OK! „სარკეში ჩამიხედავს და საშინლად მომჩვენებია საკუთარი თავი“ – ნინი ბადურაშვილი კომპლექსებზე საუბრობს

February 8, 2023
#OK! რა უნდა გავითვალისწინოთ ბიუჯეტური მოგზაურობის დასაგეგმად

#OK! რა უნდა გავითვალისწინოთ ბიუჯეტური მოგზაურობის დასაგეგმად

February 6, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×