• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი პერსონა

#OK! ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“

მარტი 5, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ 70-მდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ბიზნესლიდერ ქალს აერთიანებს და მათი საქმიანობის ეფექტურ ადვოკატირებასა და კომუნიკაციას შესაბამის სუბიექტებთან უზრუნველყოფს.

ბიზნესლიდერთა ფედერაციის ძირითადი მისიაა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა − როგორც ადგილობრივ სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურასთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის გზით, წევრი სუბიექტების ინტერესების დაცვა. გარდა წევრების ინტერესების დაცვისა და ადვოკატირებისა, ფედერაცია ხელს უწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებას და ქალ მეწარმეთათვის და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთათვის განათლების, განვითარებისა და სწავლების უზრუნველყოფას ხელმძღვანელობის ყველა დონეზე.

„ქალები მომავლისთვის“ აერთიანებს ქალ ბიზნესლიდერებს, მეწარმეებს, მაღალი რგოლის მენეჯერებს და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულ ქალებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ პოლიტიკის დონეზე დანერგონ ქალთა გაძლიერების მექანიზმები როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მისი გარე ასპარეზზე პოზიციონირებისთვის. ფედერაციას ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც წევრ კომპანიებთან ერთად აქტიურად განიხილავს ქვეყანაში არსებულ ბიზნესის გამოწვევებს და მედიატორის როლს ასრულებს საჯარო დაწესებულებებსა და წარმომადგენლობით ორგანოებთან ურთიერთობაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის პროექტები, რომლებიც ფედერაციას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით აქვს განხორციელებული. მაგალითად, აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები როგორც დამწყები, ასევე ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული, შემდგარი მეწარმე ქალების გადამზადება და მათი წახალისება სამეწარმეო საქმიანობის გასახორციელებლად. აღნიშნულ პროექტში ქალების ჩართულობის ძირითად მიზანს მათი ეკონომიკური გააქტიურება და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის აღმოჩენა წარმოადგენდა. ამ ფორმით, ფედერაციამ შეძლო ახლო კომუნიკაცია დაემყარებინა რეგიონებში მცხოვრებ მეწარმე ქალებთან.

ფედერაციას, როგორც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მომუშავე წამყვან ორგანიზაციას საქართველოში, არაერთი პარტნიორი ორგანიზაცია და მხარდამჭერი ჰყავს − როგორც სამთავრობო სექტორიდან, მედიიდან და კორპორაციებიდან, ისე არასამთავრობო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომლებიც იზიარებენ და მხარს უჭერენ ფედერაციის ხედვასა და საქმიანობას.

ფედერაციის წევრი კომპანიების უმრავლესობა გაეროსა და „გლობალ კომპაქტის“ მიერ შემუშავებული − ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია. მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, შეძლო აღნიშნული ქალთა გაძლიერების პრინციპების განმახორციელებელი გამხდარიყო და თავისი წევრი კომპანიებისთვის უსასყიდლო სერვისად ექცია. ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერით, კომპანიები გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ ქალთა სრულუფლებიან მონაწილეობას ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში და საქმიანობის ყველა დონეზე თავისი წვლილი შეიტანონ მათ გაძლიერებაში, ასევე ჰქონდეთ როლი ბიზნესსა და ზოგადად, საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობაში.

„ქალები მომავლისთვის“ წევრობის მსურველთათვის ფედერაციის კარი ღიაა. დაინტერესების შემთხვევაში კი ყველა მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლისთვის (რომლებიც არიან ბიზნესის დამფუძნებლები ან მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციას წარმოადგენენ) გაწევრიანება შესაძლებელია.

OK! იმ ქალებს გაგაცნობთ, რომლებიც ასოციაციის მიღმა საკუთარი შთამაგონებელი ისტორიებით, ერთმანეთისა და ქვეყნის განვითარების პრინციპების გვერდით დგანან!

 

 

1 of 42
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

15.

16.

17.

18.

19.

20.

21.

22.

23.

24.

25.

26.

27.

28.

29.

30.

31.

32.

33.

34.

35.

36.

37.

38.

39.

40.

41.

42.

ასევე გაეცანი

#OK! ელენ დეჯენერესი მაყურებელს დაემშვიდობა – ეთერში საბოლოო ეპიზოდი გავიდა
Hollywood News

#OK! ელენ დეჯენერესი მაყურებელს დაემშვიდობა – ეთერში საბოლოო ეპიზოდი გავიდა

მაისი 30, 2022
#OK! პანდემია ქართულად…
ინტერვიუ

#OK! პანდემია ქართულად…

მაისი 2, 2022
#OKმენეჯერი! ბაია თორაძე აგროჰაბის მარკეტინგის სამსახურის ახალი ხელმძღვანელია
OK! News

#OKმენეჯერი! ბაია თორაძე აგროჰაბის მარკეტინგის სამსახურის ახალი ხელმძღვანელია

აპრილი 13, 2022
#OK! ინტერვიუ მაშა ეფროსინინასთან
პერსონა

#OK! ინტერვიუ მაშა ეფროსინინასთან

მარტი 31, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! Street Style ეშლი რობერტსი: მომღერალი Nasty Gal-ის ორეულით!

#OK! Street Style ეშლი რობერტსი: მომღერალი Nasty Gal-ის ორეულით!

ივლისი 28, 2021
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

დეკემბერი 28, 2021
#OK! მერლინ მენსონს პატიმრობა ელის

#OK! მერლინ მენსონს პატიმრობა ელის

მაისი 27, 2021
#OK! ეკა ჩანჩიბაძის ვიზაჟისა და სტილის ხელოვნება

#OK! ეკა ჩანჩიბაძის ვიზაჟისა და სტილის ხელოვნება

დეკემბერი 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Schiaparelli-ის 2022 წლის “ოტ კუტიურ” კოლექცია

#OK! Schiaparelli-ის 2022 წლის “ოტ კუტიურ” კოლექცია

ივლისი 4, 2022
#OK! თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულნი…

#OK! თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულნი…

ივლისი 3, 2022
#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

#OK! საქართველოში იბადებოდნენ… ინტერვიუ ლაშაო გაბუნიასთან

ივნისი 30, 2022
#OK! სილამაზის ახალი კონცეფცია − „სქინბარი“ La Clinique-ისგან

#OK! სილამაზის ახალი კონცეფცია − „სქინბარი“ La Clinique-ისგან

ივნისი 30, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×