• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დღევანდელი ჩემი რესპონდენტი იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც წარმატებულ გზას ხმაურის გარეშე, მაგრამ თანმიმდევრულად ქმნიან. მისი პროფესიული გზა აერთიანებს გამოცდილებას, საერთაშორისო პრაქტიკას და ზუსტ ხედვას, სადაც თითოეული პროცედურა გააზრებული გადაწყვეტილებაა. ქართული OK-ს სტუმარია ნინო ბასოშვილი – თერაპევტი-პულმონოლოგი, I/V ველნეს თერაპიისა და ესთეტიკური მედიცინის ექსპერტ-მკვლევარი. ესთეტიკურ მედიცინაში ნინო საკუთარი ხედვით მოვიდა – სილამაზე უნდა იყოს გააზრებული, უსაფრთხო და ადამიანის ბუნებრივ იდენტობასთან ჰარმონიაში. მის ისტორიაში წარმატება არ არის შემთხვევითი, ეს არის არჩევანი, დისციპლინა და მუდმივი განვითარება, რომელიც შთააგონებს ქალებს, ირწმუნონ საკუთარი ძალა და შესაძლებლობები.

ნინო, დავიწყოთ თავიდან. რატომ აირჩიეთ ესთეტიკური მედიცინა?

ესთეტიკური მედიცინა ჩემთვის მხოლოდ პროფესიული არჩევანი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც მეცნიერება და სილამაზე ბუნებრივად ერთიანდება. მედიცინა, ანატომია, ხელოვნება და ესთეტიკა ქმნის იმ სინთეზს, რომელმაც გადამაწყვეტინა ამ მიმართულებით პროფესიული განვითარება.

ჩემი ხედვის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Beauty Secret-ში ბრენდმენეჯერად მუშაობამ. სწორედ აქ შევისწავლე ესთეტიკურ მედიცინაში გამოყენებული შემავსებლების, ბიორევიტალიზანტების, ძაფების, მეზოთერაპიის კოქტეილებისა და პილინგების შემადგენლობა, მოქმედების მექანიზმები და უსაფრთხოების პროტოკოლები. ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ ესთეტიკური მედიცინა იწყება ცოდნით, პასუხისმგებლობითა და ხარისხის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებით.

სწორედ ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით მოღვაწეობისთვის მაქვს მიღებული ჯილდო AAAMC-ზე – ესთეტიკურ მედიცინაში მეცნიერული წვლილის შეტანისთვის.

პირველი პრაქტიკული შეხება ველნეს მედიცინასთან Dropps Wellness-ში მქონდა – სივრცეში, რომელიც საქართველოში პირველი I/V ველნეს ცენტრი გახდა.

 

როგორი იყო გზა დღევანდელ დღემდე? და მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ კლინიკა „დროფს“-ში, რა მიმართულებით ხელმძღვანელობთ…

ჩემი საექიმო კარიერა გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში დაიწყო, მომიწია თერაპევტად მუშაობამ კარდიოლოგიის კვლევით ინსტიტუტშიც, ბოხუას სახელობის კარდიო-ვასკულარულ ცენტრში და მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი თერაპევტ-პულმონოლოგად, სადაც ახლა ვაგრძელებ რესპირაციული მიმართულებით სპირომეტრიულ კვლევებს და საექიმო საქმიანობას. ასევე, აქტიურად ვიყავი ჩართული: ISR-ში (სოციალური კვლევის ინსტიტუტი) სამედიცინო საკითხების სამეცნიერო კონსულტანტად. ვმუშაობდი პროექტზე „თამბაქოს მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირების შესაძლებლობების შესახებ“.

რაც შეეხება „დროფს“, ის ჩემთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან საქართველოში პირველად გაიხსნა ი/ვ ველნეს ცენტრი, რომლის პირველი თერაპევტიც მე ვარ. მოგეხსენებათ თანამედროვე ცხოვრების სტილი: სტრესი, გადაღლა, არარეგულარული კვება და ეკრანებთან ხანგრძლივი დრო ორგანიზმზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. სწორედ ამიტომ, ინტრავენური (I/V) თერაპია დღევანდელი ეპოქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთ ეფექტურ მიმართულებად იქცა.

სწორად შერჩეული ინფუზიური კოქტეილები – დეტოქსი, იმუნიტეტის გამაძლიერებელი, მეტაბოლური, ტვინის ტონიკი, რეგენერაცია, სილამაზის ელექსირი, პოსტფრენისა და გაცივების საწინააღმდეგო ფორმულები – რეალურად ეხმარება ადამიანებს ენერგიის აღდგენაში, სილამაზის, ბალანსის შენარჩუნებასა და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

ათასობით ჩატარებული ინფუზიიდან პაციენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ არის კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილი.

პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა ინფუზიით გამოწვეული გართულებები, რაც Dropps Wellness-ის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებსა და პროფესიონალიზმს ადასტურებს.

 

 

დიაგნოსტირებისა და მომხმარებლის საჭიროების გამოვლენა რა პროტოკოლს მოიცავს?

I/V თერაპიის პროტოკოლი მოიცავს ინდივიდუალურ მიდგომას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, საჭირო კვლევებს, შესაბამისი კოქტეილის შერჩევას, პროცედურის ჩატარებას ექიმის ზედამხედველობით და შემდგომ რეკომენდაციებს ჯანმრთელობის, ენერგიისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

 

გვიამბეთ თქვენი კომპანიის შესახებ…

ესთეტიკური მიმართულებით ჩემი საქმიანობა კომპანია Esthète-ს უკავშირდება, რომლის თანადამფუძნებელი ვარ გიორგი გულმაგარაშვილთან ერთად. ჩვენ ვართ გერმანული კომპანიის Adoderm-ის პრემიუმ ხაზის ჰიალურონის მჟავას შემავსებლებისა და ბიორევიტალიზანტების – Hyabell, Wariofill და Warioderm – ექსკლუზიური პარტნიორები საქართველოში. ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია, პროდუქტები შექმნილია მაღალი MPT ტექნოლოგიით და ეფუძნება უსაფრთხოებას, ბუნებრივ შედეგებს, ჰარმონიასა და მეცნიერულ მიდგომებს, სწორედ ამიტომ შევაჩერეთ მათზე არჩევანი.

Esthète განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას და აქტიურად უწყობს ხელს მათ ჩართულობას საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში. ჩვენი ინიციატივით, 2021- 2024 წლებში ქართველი წამყვანი სპეციალისტები დაესწრნენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონგრესებსა და ტრენინგებს, როგორიცაა IMCAS (International Master Course on Ageing Science) პარიზში და AMWC (Aesthetic and Anti-Aging Medicine World Congress) მონაკოში, სადაც ჩატარდა პრაქტიკული ლაივ შოუები და ტრენინგები სახისა და ტანის რემოდელირების მიმართულებით, ბუნებრივ შედეგებზე აქცენტით.

Esthète-ის ინიციატივით, ქართველი ექიმები მონაწილეობდნენ საერთაშორისო კადავერ კურსში ბანკოკში კლინიკა Chakri Naruebodinra Medical Institute (CNMI)-ში, რომელიც მოიცავდა მაღალი დონის თეორიულ ლექციებს, ანატომიურ დისექციებსა და ულტრაბგერითი და MRI კვლევებით დადასტურებულ LIVE დემოპროცედურებს, რაც კიდევ უფრო ამყარებდა უსაფრთხოებისა და სიზუსტის მნიშვნელობას ესთეტიკურ პრაქტიკაში.

საქართველოში Esthète-ის ორგანიზებით ჩატარდა პროფესიული მასტერკლასი გერმანული პრემიუმ ხაზის Hyabell შემავსებლებით სახის სრული ჰარმონიზაციის თემაზე, ბრენდის საერთაშორისო ტრენერის მონაწილეობით.

ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ უსაფრთხო, ბუნებრივი და სერტიფიცირებული პრემიუმ ხარისხის სახისა და ტანის შემავსებლები და ხელი შევუწყოთ ესთეტიკური მედიცინის პროფესიულ განვითარებას საქართველოში.

 

ნინო, რა უნდა ვიცოდეთ ფილერის გამოყენებამდე და რამდენად უსაფრთხოა ის?

ფილერის გამოყენებამდე აუცილებელია სერტიფიცირებული და გამოცდილი ექიმის შერჩევა, ბიოდეგრადირებადი და სერტიფიცირებული შემავსებლების გამოყენება და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. არსებობს დროებითი მსუბუქი გვერდითი ეფექტები – შეშუპება, სიწითლე, დისკომფორტი, რომლებიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღეში გადის.

არსებობს იშვიათი, თუმცა სერიოზული გართულებებიც. სწორედ ამ მიმართულებზე ვმუშაობ ამჟამად – საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურის საფუძველზე ქართველ სპეციალისტებს ვუზიარებ ინფორმაციას შესაძლო გართულებების დროული ამოცნობისა და მართვის შესახებ.

 

რა გაძლევთ მოტივაციას?

ესთეტიკური მედიცინა ჩემთვის სილამაზისა და მეცნიერების შერწყმაა. ყოველი პაციენტი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, ხოლო შედეგი ხშირად სწრაფი და თვალსაჩინოა. ყველაზე დიდი მოტივაცია ადამიანების თვითშეფასების გაუმჯობესებაა, როდესაც ისინი თავს უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობენ.

 

იყო ექიმი, ნიშნავს…

მზადყოფნას, იდგე სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ალბათ შინაგანად უნდა იყო კეთილშობილი და კაცთმოყვარე და შეგეძლოს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია; ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს ღრმა ცოდნას, გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ეთიკას, თანაგრძნობას, მოთმინებას, მუდმივ სწავლა-განვითარებასა და დაუზარელ შრომას.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

პარალელურად ვმუშაობ ესთეტიკური მედიცინის თეორიულ საკითხებზე, კომპანია Esthète-ის განვითარებაზე და ტრადიციული მედიცინის სფეროში – პულმონოლოგიასა და სპირომეტრიაში. პარალელურად ვმუშაობ ესთეტიკური მედიცინის თეორიულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო საკითხებზე, კომპანია Esthète-ის განვითარებაზე და ტრადიციული მედიცინის სფეროში – პულმონოლოგიაში ვაგრძელებ კვლევებს სპირომეტრიის მიმართულებით, რადგან მას უდიდესი როლი აქვს კლინიკურ პრაქტიკაში – რესპირაციული დაავადების სწორი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის მონიტორინგში.

ვარ საქართველოსა და ERS ევროპული რესპირაციული ასოციაციის, IMCAS-ისა და AMWC-ის წევრი, GAIA-ს სრულუფლებიანი წევრი, ვარ საუნივერსიტეტო კლინიკა „ღია გული“ – N5 კლინიკური საავადმყოფოს კარდიო-თერაპიული დეპარტამენტის თერაპევტი-პულმონოლოგი და Drops wellness-ის ინტრავენური თერაპიის მკვლევარი ექსპერტ/კონსულტანტი.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ფოტო შემთხვევით მოიწონა, შემდეგ კი მოწონება გააუქმა” – რატომ აკრიტიკებენ მოდელს სოციალურ ქსელში

#OK! “ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ფოტო შემთხვევით მოიწონა, შემდეგ კი მოწონება გააუქმა” – რატომ აკრიტიკებენ მოდელს სოციალურ ქსელში

March 29, 2023
#OK! „ინკას დაკარგული ქალაქი“ – მაჩუ-პიკჩუს შთამბეჭდავი ფოტოები

#OK! „ინკას დაკარგული ქალაქი“ – მაჩუ-პიკჩუს შთამბეჭდავი ფოტოები

August 7, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – ფუფა გოგლიძე (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – ფუფა გოგლიძე (ვიდეო)

November 24, 2023
#OK! “ზოგჯერ ქალები ასაკს მალავენ, რადგან ერიდებათ ზუსტი რიცხვების თქმა და ეს პრობლემაა, ისინი ერთგვარი ბულინგის მსხვერპლი არიან” – ნიკოლ კიდმანი

#OK! “ზოგჯერ ქალები ასაკს მალავენ, რადგან ერიდებათ ზუსტი რიცხვების თქმა და ეს პრობლემაა, ისინი ერთგვარი ბულინგის მსხვერპლი არიან” – ნიკოლ კიდმანი

October 9, 2023

კვირის ჰიტები

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

#OK! „The Drama“ – ახალი რომანტიკული დრამა ზენდაიას და რობერტ პატინსონის მონაწილეობით

February 19, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები