• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ნატასა და დათუნას ჰარმონიული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დედაშვილობა

July 4, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ნატა ბერეჟიანი წარმატებული მსახიობია, არაერთი დასამახსოვრებელი როლით თეატრსა თუ სერიალში. მსახიობობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და როგორც თავად აღნიშნა, ერთგვარი თერაპიაც. თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს, აქვს საყვარელი საქმე, ჰყავს ოჯახი, მეგობრები და შვილი, დათუნა, რომლისთვისაც ცდილობს იყოს გულწრფელი მეგობარი და კარგი მაგალითის მიმცემი დედა. დათუნა დავითულიანი 17 წლისაა, წელს სკოლა დაამთავრა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აპირებს სწავლის გაგრძელებას. ნატასა და დათუნას მათ გულწრფელ, მეგობრულ და სიყვარულით სავსე დედაშვილობაზე ვესაუბრე, კავშირზე, რომელიც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირია ამ სამყაროში…

ნატა, მოდი, დავიწყოთ შენი პროფესიით. მსახიობობა – როგორც პროფესია, თუ როგორც ცხოვრება? როდის დაინტერესდი ამ პროფესიით?

რა ასაკიდანაც ჩემი თავი მახსოვს, იმ ასაკიდან მსახიობობით ვარ დაინტერესებული, არასოდეს მიფიქრია სხვა პროფესიაზე. იტალიურ ეზოში ვიზრდებოდი და მთელი ბავშვობა შემოქმედებით თამაშებს ვიგონებდით, სულ ვდგამდით სპექტაკლებს, ვყიდდით ბილეთებს და ყოველთვის ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი ამ პროცესისგან. მსახიობობა ჩემთვის ყველაფერია, ჩემი განუყოფელი ნაწილია, ემოციურად, გონებით, ყველაფრით ამ საქმით ვარ მოცული, არაფერი არ მაბედნიერებს ისე, როგორც ეს საქმე და ცოტა თერაპიაც არის. რომ არა ეს პროფესია, ბევრ რამეს, ალბათ, გაცილებით რთულად გავუძლებდი. ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმას, რაც ასე გიყვარს, რაც ასე გიჩქარებს გულს…

რა არის ის მთავარი თვისებები, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მსახიობს?

ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მთავარია სიყვარული იმ საქმისა, რომელსაც აკეთებ, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და გარკვეულ დონეზე თავგანწირვაც, როცა არ აქვს მნიშვნელობა, რა პრობლემა გაქვს, რა გაწუხებს, რა გტკივა… შრომით შესაძლოა გამოიმუშაო გარკვეული უნარები, მაგრამ იმისთვის, რომ იყო მსახიობი, ალბათ, გარკვეული ნიჭიცაა საჭიროა.

 

 

ერთხელ მაინც ვითამაშებდი…

ინსტიტუტის დამთავრებისას ძალიან მინდოდა ჟანა დ’არკის თამაში, ანთებული ვიყავი ამ პერსონაჟით. ახლა აღარ მაქვს საოცნებო როლები, ვცდილობ ყველა როლში ვიპოვო რაღაც ისეთი, რაც ამანთებს. შეიძლება ძალიან უმნიშვნელო როლი აქციო მნიშვნელოვან როლად, გააჩნია როგორ შეხედავ მას.

ძალიან გამიმართლა რეჟისორებში, მას შემდეგ, რაც სწავლა დავამთავრე, სულ ვმუშაობ. მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი, ახლა აქ ვარ, ახალ თეატრში, დოისთან და ვფიქრობ, რომ საუკეთესო გარემოში ვარ, სადაც კი შეიძლება ვყოფილიყავი. ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ყველას ამ სივრცისა და ერთმანეთის სიყვარული აერთიანებს. მქონია იმედგაცრუებებიც, მაგრამ ახლა ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ, ზუსტად ისე დალაგდა ჩემი ცხოვრება, როგორც უნდა დალაგებულიყო და ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

 

ზღვარი პირად ცხოვრებასა და კარიერაში და რამდენად რთულია, იყო კარგი დედა და ამავდროულად პროფესიონალი შენს სფეროში?

ძალიან რთულია, მაგრამ თუ შრომა არ გეზარება, ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ დროს არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს ხარისხს, მნიშვნელოვანია, რა ხარისხით გაქვს კომუნიკაცია შვილთან, ოჯახთან, მეგობრებთან. კარგი დედობა მარტო იმით ხომ არ განისაზღვრება, სახლში ხარ თუ არა, სადილებს ამზადებ თუ არა, კარგი დედობა განისაზღვრება იმით, რომ შენმა შვილმა ყოველთვის იცოდეს, რომ შენ მის გვერდით ხარ, გრძნობდეს თანადგომას, მხარდაჭერას, მიმღებლობას.

 

თაობა, რომლისგანაც ბევრს ვსწავლობთ – რას სწავლობ შენი შვილისგან?

ჩემი შვილისგან ვსწავლობ ზომიერებას. ზუსტად იცის როდის უნდა თქვას, როდის არ უნდა თქვას, როდის უნდა მოვიდეს, როდის უნდა წავიდეს. თავშეკავებას ვსწავლობ, მოთმინებას ვსწავლობ.

მიმღებლობას ვსწავლობ. ემოციურად ძალიან ჰარმონიულად ვართ მე და დათუნა, მაგრამ როგორც კი ვხედავ, რომ დისკომფორტი ექმნება, მაშინვე ვეკითხები, იქნებ მე რაღაც შემეშალა, მეც პირველად ვარ დედა და გზადაგზა ვსწავლობ, ყველას გვეშლება, ისიც მაშინვე გულახდილად მეუბნება და ეს გულწრფელობა უმთავრესი მგონია ჩვენს ურთიერთობაში. როდესაც რაღაცას ვუხსნი, ყოველთვის პირადი მაგალითით ვუხსნი, როდესაც რჩევას ვაძლევ, ჩემს აზრს ვუზიარებ, თუმცა იმასაც ვეუბნები, რომ შეუძლია თავად გადაწყვიტოს, მაგრამ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, შემდეგ იმაზე თავადვე იყოს პასუხისმგებელი.

ბალანსის დაცვა მეგობრობასა და დედობას შორის… როგორ ინარჩუნებ?

ვფიქრობ, მთავარი სწორი მაგალითის ჩვენებაა. თუ ცდილობ, რომ შვილს ცუდი მაგალითი არ მისცე, შემდეგ მასაც მეტი პატივისცემა ექნება შენ მიმართ. ცოტა მკაცრი დედაც ვარ, მაგრამ ამასთანავე ძალიან მოსიყვარულეც და რაღაცნაირად ვახერხებ ამ ბალანსის შენარჩუნებას, რაც, ვაღიარებ, რომ ძალიან რთულია.

 

 

დათუნა, მეგობრობასა და დედაშვილობას შორის ზღვარი თუ არსებობს და როგორ ფიქრობ, როგორაა ეს ზღვარი თქვენ შორის?

მეგობრობასა და დედაშვილობას შორის, რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს და ვფიქრობ ასეც უნდა იყოს. ყოველთვის უნდა არსებობდეს ხაზი, რომელიც არც ერთმა მხარემ არ უნდა გადაკვეთოს. ჩვენს შემთხვევაში ძალიან კარგ ადგილას ვართ მე და დედაჩემი ამ ზღვარზე და იმედია სულ ასე ვიქნებით.

მთავარი, რაც ისწავლე დედისგან…

დედაჩემისგან ვისწავლე, რომ როგორ საზიზღარ უფსკრულშიც არ უნდა იყო, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება, მთავარია გჯეროდეს შენი თავის და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.

 

რა არის ის მთავარი რჩევა, რაც დედისგან მიგიღია და სულ გახსოვს?

დედაჩემი სულ მეუბნება, რომ არ ვიყო მავნებელი, სხვისთვის ზიანის მომტანი და ვაკეთო ის, რაც მაბედნიერებს, როდესაც სხვა ცუდად მოგექცევა, იმავეთი ნუ უპასუხებ, იმიტომ, რომ მაშინ აღარაა განსხვავება შენსა და მას შორის და ავტომატურად აღარ გაქვს უფლება, გაბრაზდე სხვის უღირს ქცევაზე.

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ვიზაჟი: სოფიო საენკო

ჩაცმულობა: PEDRO DEL HIERRO GEORGIA

ტექსტი: სალომე სიხარულიძე

ლოკაცია: IQ Studio

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! Time – საუკეთესო სასაჩუქრე დანიშნულების ადგილი

#OK! Time – საუკეთესო სასაჩუქრე დანიშნულების ადგილი

March 29, 2025
#OK! პრინცი ჰარი ლონდონში ემოციური მიზეზით დაბრუნდა

#OK! პრინცი ჰარი ლონდონში ემოციური მიზეზით დაბრუნდა

June 26, 2021
#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც სასწორის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

#OK! 10 ცნობილი ადამიანი რომელიც სასწორის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

September 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 7, 2026
#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

#OK! Dental House – ადგილი, სადაც თქვენზე, როგორც ყველაზე ძვირფასზე, ზრუნავენ

March 7, 2026
#OK! არინა საბალენკა ჯორჯიოს ფრანგულისზე დაინიშნა!

#OK! არინა საბალენკა ჯორჯიოს ფრანგულისზე დაინიშნა!

March 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები