• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

ცხოვრება დაკიდებულ სივრცეებში – თბილისური პროექტი „კაზა სოლე“ – საერთაშორისო არქიტექტურული დიალოგის ნაწილი

July 16, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

არსებობენ, შენობები, რომლებიც ჩუმად ერწყმიან ქალაქს და არიან ისეთი ნაგებობები, რომლებიც გესაუბრებიან საკუთარი იდეით ან მკვეთრად გაცხადებული ხასიათით.

„კაზა სოლე“ – ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელიც ახლა შენდება თბილისში, ბაგების მწვანე ფერდობებზე, სწორედ ასეთი სივრცე იქნება. ახალ არქიტექტურულ ხედვას, სადაც ისტორია და თვითმყოფადობა საფუძველია, იმ დიდ დიალოგამდე მივყავართ, რომელიც ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეზე წელს გაიმართა.

ნიკოლოზ ლეკვეიშვილის ამ პროექტმა მიიღო სპეციალური მოწვევა 2025 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს პარალელურ გამოფენაზე – პრესტიჟულ სივრცეში, სადაც მხოლოდ გამორჩეული პროექტების ექსპოზიციებია. აქ ქართული იდეა – მკაფიოდ, თბილისურად და თან სრულიად თანამედროვედ გაჟღერდა.

 

 

 

სიცოცხლის არქიტექტურა

როდესაც სივრცე ურთიერთობას ნიშნავს. „კაზა სოლე“ არის იდეა მიკროქალაქზე – საცხოვრებელზე, რომელიც ადამიანზეა მორგებული და არა მშრალ ფუნქციებზე. ადგილი, სადაც არქიტექტორი არა მხოლოდ აშენებს, არამედ ხსნის ახალ სივრცეებს და სახლს უბრუნებს მზეს, სინათლეს, ურთიერთობებს.

„არ მინდოდა ტექნოლოგიური გამოსავალი. მინდოდა სივრცე, რომელიც ადამიანისთვის მუშაობს“, – ამბობს ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, პროექტის ავტორი და TIMM Architecture-ის დამფუძნებელი.

პროექტის მთავარი სიმბოლო თბილისური აივანია – სივრცე, რომელიც ისტორიულად იყო ქალაქთან საუბრის ადგილი. არც მთლიანად კერძო და არც საჯარო, არამედ – შუალედური, სანდო, თბილი. როგორც თვითონ ამბობს, ეს არის ადგილობრივი არქიტექტურის იმპულსი, რომელიც თანამედროვე ენით უნდა გვესაუბროს.

 

ვენეციამდე და უკან

ვენეციის არქიტექტურულ სცენაზე გამოსვლა კონკურსით არ მომხდარა – ეს იყო პირადი მოწვევა. კრიტიკოსი და კურატორი, ვლადიმირ ბელოგოლოვსკი, ნიუ-იორკში მოღვაწე, წლებია აკვირდება თანამედროვე არქიტექტურას და მკვეთრად არჩევს სტანდარტულს შთამაგონებლისგან.

„ეს არ არის პროექტი, რომელსაც მხოლოდ დათვალიერება სჭირდება. ეს არის იდეა, რომელსაც გრძნობ. ის ამბობს რაღაცას როგორც თბილისზე, ისე ქალაქებზე ზოგადად“, – აღნიშნა ბელოგოლოვსკიმ.

„კაზა სოლე“ გამოფენაზე ისეთ არქიტექტორებთან ერთად გამოიფინა, როგორებიც არიან სერგეი ჩობანი (გერმანია), ზეიგა გაილე (ლატვია), რობერტ კონიეჩნი (პოლონეთი) და სხვები – რაც პროექტის პოზიციონირებას კიდევ უფრო მკაფიოსა და ავტორიტეტულს ხდის.

 

 

კონსტრუქცია, რომელიც ურთიერთობას აშენებს

პროექტი შედგება სამი შენობისგან, თითოეულ მათგანში – ინდივიდუალური ბინები და საერთო, გამწვანებული ტერასები. ყოველი ბინა მზის შუქს სრულად იღებს. ყოველი ბინა ხსნის კარს ღია სივრცისკენ. ხოლო ყოველ შენობას გააჩნია საკუთარი სოციალური პლატფორმა – 150 კვ.მ. საერთო აივანი, რომელიც ცხოვრების ჩარჩოდან გამოყვანას ემსახურება.

აივანი აქ აღარ არის მხოლოდ არქიტექტურული ელემენტი – ის ხდება ყოველდღიურობის სცენა, სიცოცხლის შუქით განათებული. მას აქვს ძალა, ადამიანი საკუთარი შინაგანი „ოთახებიდან“ საზოგადოებრივი სინათლისკენ გამოიყვანოს.

 

რატომ ახლა? რატომ აქ?

დღეს, როცა ჩვენი რეალობა სულ უფრო ეკრანებს შორის იკარგება, სივრცეებს ახალი ფუნქცია უნდა დაეკისროს – ადამიანები ერთმანეთთან დააბრუნოს.

და როგორც ლეკვეიშვილი ამბობს, სწორედ ეს არის მისი არქიტექტურის მისია – სივრცე, რომელიც ცხოვრებას იწვევს, არამარტო იცავს.

„კაზა სოლე“ არის კონცეპტუალური პასუხი იმ ფსიქოლოგიურ, სოციუმისგან განყენებულ სივრცეზე, რომელშიც თანამედროვე ადამიანი ხშირად ცხოვრობს. ეს არის მცდელობა, არქიტექტურამ ხელახლა მოიფიქროს ქალაქი – არა როგორც ბეტონის რუკა, არამედ როგორც თანაზიარების სისტემა.

 

 

მზის ქვეშ – თანაც გულწრფელად

პროექტის დასრულება სამ წელიწადში იგეგმება. მაგრამ მისი იდეა უკვე ახლა ცვლის ადგილობრივ არქიტექტურულ ლექსიკას. „კაზა სოლე“ იქმნება მათთვის, ვისაც არ ეშინია გაღებული კარების, დილის სხივის, ხმაურიანი აივნისა და ცოცხალი ურთიერთობის.

ეს არ არის უბრალოდ საცხოვრებელი. ეს არის სივრცე, რომელიც ურთიერთობას საშუალებას აძლევს… და მერე – ხელს არ უშლის.

 

ტექსტი: მაია წერეთელი

ფოტო: თამუნა ტაბატაძე (Tamoon)

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 23, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
ინტერვიუ

#OK! City Event Georgia – ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “წარუმატებელი ფოტოშოპი” – კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოები წაშალა

#OK! “წარუმატებელი ფოტოშოპი” – კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოები წაშალა

January 26, 2022
#OK! ნიკოლ შერზინგერი Veronica Beard-ის ფორთოხლისფერი ორეულით! ვარსკვლავის დახვეწილი იმიჯი!

#OK! ნიკოლ შერზინგერი Veronica Beard-ის ფორთოხლისფერი ორეულით! ვარსკვლავის დახვეწილი იმიჯი!

June 1, 2021
#OK! ანჯელინა ჯოლი და The Weeknd ერთმანეთს კვლავ ხვდებიან: ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ანჯელინა ჯოლი და The Weeknd ერთმანეთს კვლავ ხვდებიან: ვარსკვლავების უახლესი პაპარაცული ფოტოები

October 2, 2021
#OK! ტყუპი დების სტარტაპი – ორიგინალური და ულამაზესი დეკორატიული სანთლები ,,მერილაინისგან”

#OK! ტყუპი დების სტარტაპი – ორიგინალური და ულამაზესი დეკორატიული სანთლები ,,მერილაინისგან”

April 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! სასწორის ნიშნით დაბადებული ლამაზი ქალები

#OK! სასწორის ნიშნით დაბადებული ლამაზი ქალები

September 24, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ABC-ს ეთერიდან  მოხსნეს

#OK! ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ABC-ს ეთერიდან მოხსნეს

September 21, 2025
#OK! შავი სახე და თოჯინას კაბა – 5 ტრენდი, რომელიც იაპონიის ქუჩებში გაჩნდა

#OK! შავი სახე და თოჯინას კაბა – 5 ტრენდი, რომელიც იაპონიის ქუჩებში გაჩნდა

September 19, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები