• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! ბაია დვალიშვილი: „ხშირად მეკითხებიან, დაბრუნდება თუ არა „ჩცდ“… ჯერ ქვეყანა დაგვიბრუნონ“

November 4, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ბევრი მსახიობის კარიერაში მომხდარა ასე – ერთ როლს მთელი შემოქმედება გადაუწონია. გამონაკლისი არც ბაია დვალიშვილი აღმოჩნდა – ცნობილი ოჯახი, საინტერესო როლები სცენაზე და როლი საკულტო სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელმაც ყველაზე მეტი პოპულარობა მოუტანა. ნელიკო მისი ერთ-ერთი საყვარელი როლია.

 

ბაია დვალიშვილი: მსახიობობა ჩემთვის მოცემულობა იყო, დიდად არ გამოვხატავდი ჩემს სურვილებსა და მისწრაფებებს. შემთხვევამ გადამარჩინა და დამაყენა ამ გზაზე. პანაშვიდზე ბატონი მიშა თუმანიშვილი შეხვდა დედაჩემს და მომიკითხა, რას აპირებსო. დედაჩემმა უპასუხა, ჯერ არ გადაუწყვეტიაო. ძალიან ბრძნული რამ უთხრა მაშინ ბატონმა მიშამ დედას, იაროს რეპეტიციებზე, თუ მოეწონება, ხომ კარგი, თუ არადა, შენ არ გისაყვედურებს, რატომ არ გამიშვიო. მაშინ კინომსახიობთა თეატრი ყალიბდებოდა. 2 წელი იქ ვიყავი. ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე და ჩავაბარე. ძალიან რთულად წავიდა ჩემი თეატრალური ცხოვრება. მაინცდამაინც არც იღბლიანი ვიყავი. რთულია, როცა შენგან ითხოვენ უფრო მეტს და იმავეს არავინ ითვალისწინებს, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ შენი ტემპორიტმით, გრძნობათა ბუნებით და შეხედულებებით და გიყენებენ მოთხოვნებს, რომ სტანდარტში ჩაჯდე, რადგან დედა მსახიობია და მამა – რეჟისორი. თან მე ძალიან მორიდებული ვიყავი და სულ მინდოდა, ეს ჩემი შინაგანი ბრძოლები გადამელახა და კოჭი სხვებისთვის გამეგორებინა. ეს იყო ძალიან რთული.

 

 

ნელიკო

„ჩემი ცოლის დაქალები“ არ იყო იღბალი მხოლოდ ჩემთვის, ამ სერიალში ბევრი მსახიობი დაიბადა და ჩამოყალიბდა როგორც მსახიობი. თეატრში მაინც კონკრეტული მაყურებელი დადის, მცირე ჯგუფია, ვისაც თეატრი უყვარს. პოპულარობა მოაქვს კინოს, ტელევიზიას და, რა თქმა უნდა, სერიალებს. ასეთია მოცემულობა. იყო დრო, როცა თეატრიდან ტელევიზიასა და სერიალში არავინ გაგიშვებდა, იმიტომ, რომ თეატრი არის ტაძარი, ეს არ უნდა შეიბღალოს, მხოლოდ თეატრით უნდა იცხოვრო, კინო აფუჭებს მსახიობს. არაფერიც არ აფუჭებს, ეს არის პრაქტიკა. ოღონდ არ უნდა მიედ-მოედო ყველაფერს, იმიტომ, რომ ცვდები მერე, შტამპები გიგროვდება და ეს გიშლის ხელს. იყო რაღაც პერიოდი, როცა სერიალი ცუდ ტონად მიიჩნეოდა და მეც მითქვამს რაღაც როლებზე უარი. საქართველოში უკვე ძალიან მაღალი ხარისხის სერიალებს იღებენ. დამოკიდებულებაც შეიცვალა მთელ მსოფლიოში. 10-15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მეგა ვარსკვლავები ითამაშებდნენ სერილებში. ეს არის დიდი სიამოვნება, რომ შენი საყვარელი მსახიობების ყურება დიდი დროის განმავლობაში შეგიძლია. კინოს დიდ ეკრანზე უნდა უყურო.

„ჩცდ“-ში ყველაფერი ქასთინგით დაიწყო. გიორგი ლიფონავას ვიცნობდი, მან გადაიღო „12 ნაფიცი მსაჯული“ და სიმპათიები მქონდა მის მიმართ. ქეთი დევდარიანს არ ვიცნობდი. ერთადერთი დამიწუნეს, ამ როლისთვის ახალგაზრდააო. ქეთიმ თქვა, გათხოვების ასაკს დავუწევო. თავიდან არ იყო გათვლილი, რამდენ ხანს იქნებოდა სერიალში ეს პერსონაჟი. მთელი სერიალის თითქმის ყველა შემდგარი პერსონაჟი ქეთიმ ააგო მსახიობზე, რომელიც კარნახობდა, თავისი თამაშით გაგრძელდებოდა თუ არა პერსონაჟის დრო სერიალში. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. პირველ სერიებში საერთოდ სხვაგან ვარ, არ ვიცი რას ვთამაშობ, უბრალოდ, ვამართლებ სიტუაციას და ვეძებ პერსონაჟს. მერე შემთხვევით ვიკითხე, – რატომ-მეთქი და ქეთიმ ჩაავლო. კიდევ – მქონდა მშობლის შიში, როცა შვილი იზრდება და შენ ხარ თითქოს მისი მონა.

 

სოციალური თემატიკა სერიალში

ვგიჟდები ნელიკოს როლზე. მაყურებელი ხშირად მეუბნებოდა, იცით, მე ნელიკო ვარ. ბევრი აიგივებდა საკუთარ თავს ჩემს პერსონაჟთან. ამ 11 წლის განმავლობაში მან დიდი გზა გაიარა. არ იყო მხოლოდ დედა, რომელიც გემრიელ ბლინებს და ჩაის უმზადებდა შვილს. სცენარისტმა ნელიკო 50 წლის ასაკში გაათხოვა, მერე ქმარს გაჰყარა. ამ ასაკის ადამიანები ამას ახლაც ვერ ახერხებენ. ნელიკოს, რომელიც მთელ მსოფლიოს ანგარიშს უწევს და ყველას ფეხქვეშ ეგება, თავისი პრინციპები მაინც აქვს. ფემინიზმის მაგალითია, ასაკის მიუხედავად. როცა სოციალურად აქტუალური თემები შემოდიოდა, მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო. გახსოვთ, ალბათ, ტრანსგენდერი გოგოს ხაზი – ამოუწურავი თემაა, როგორი რთული და ტრაგიკულია ამ ადამიანების ცხოვრება.

ხშირად მეკითხებიან, დაბრუნდება თუ არა სერიალი. ჯერ ქვეყანა დაგვიბრუნონ.

 

 

 

ფოტო: ნანო თენოშვილი

პროექტი ავტორი: ნიკა გომართელი

ვიზაჟი: სოფია საენკო

თმა: WIGS ROOM

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ჩაცმულობა: კაბა · KABA

ლოკაცია: VANGAL STUDIO

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები
OK! News

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

#OK! მეგო დენტი – ღიმილის ხელოვნება და სანდოობის ისტორია

December 28, 2025
#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

#OK! ზენდეია იტალიური Vogue-ის ივლისის ნომრის გარეკანზე

June 29, 2022
#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

May 8, 2023
#OK! სასწორის ნიშნით დაბადებული ლამაზი ქალები

#OK! სასწორის ნიშნით დაბადებული ლამაზი ქალები

September 30, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026
#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! სახლი, რომელიც ფილმის შექმნის შთაგონების წყაროდ იქცა

January 8, 2026
#OK! ვარსკვლავების 10 ყველაზე სკანდალური კაბა

#OK! ვარსკვლავების 10 ყველაზე სკანდალური კაბა

January 8, 2026
#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

January 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები