• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Arte-ს წარმატების ისტორია – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე

December 15, 2025

„არტე“ უნიფორმებისა და ბრენდირებული პრომომასალების მწარმოებელია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში. ბრენდის შექმნის იდეა ნინო გიგინეიშვილს პრაქტიკული საჭიროებიდან დაებადა. მისი მიზანი იყო საზოგადოებისთვის შეეთავაზებინა სივრცე, სადაც მომხმარებელი ერთ ადგილზე მიიღებდა სრულ მომსახურებას – უმაღლესი ხარისხის მასალებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. დღეს „არტე“ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, სანდოობითა და პროფესიონალიზმით. ერთი მაისურით, მოტივაციითა და დიდი მიზნით დაწყებული ბიზნესის შესახებ მისი დამფუძნებელი, ნინო გიგინეიშვილი გვიამბობს.

ნინო გიგინეიშვილი: თავიდან სულ სამი ადამიანი ვიყავით. არ გვქონდა დიდი ბიუჯეტი, მაგრამ გვქონდა მიზანი. ვიცოდი, თუ დავიწყებდი, არ გავჩერდებოდი. ეს სულისკვეთება ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. ყოველ პროექტს ისე ვუდგებოდით, თითქოს ჩვენი კომპანიის მომავალი ამ ერთ შეკვეთაზე იყო დამოკიდებული. დღეს, როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ დღევანდელი დღისთვის ღირდა თითოეული გათენებული ღამე და ის ძალისხმევა, რომელიც დასაწყისში ჩავდეთ.

 

 

რას სთავაზობს „არტე“ საზოგადოებას?

Arte – ბრენდირებული უნიფორმებისა და პრომომასალების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც სამკერვალო წარმოებას, ისე ბრენდირებისთვის განკუთვნილ თანამედროვე დანადგარებს. კომპანია ასევე წარმოადგენს ქსოვილებისა და პრომომასალების იმპორტიორს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყველა საჭირო სერვისი მიიღოს ერთ სივრცეში – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე.

„არტემ“ სარეკლამო ბიზნესში (სტამბის მიმართულებით) ახალი გამოცდილება დაამკვიდრა. ჩვენთან მომხმარებელს ჰყავს თავისი პერსონალური მენეჯერი, რომელიც ნებისმიერ დროს კონტაქტზეა დამკვეთთან, ეხმარება მათ პროდუქციის მარტივად შერჩევაში და ოპერატიულად, უმოკლეს ვადებში აწვდის შეკვეთას.

კონკურენცია დიდია, რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

ბაზარზე უკვე არსებობდა ბევრი ძლიერი მოთამაშე, თუმცა ჩემთვის ეს კონკურენცია უფრო მამოტივირებელი აღმოჩნდა. მსურდა ახალი და განსხვავებული შემომეტანა და დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს შევძელი – „არტემ“ არა მხოლოდ ფეხი აუწყო ბაზარს, არამედ ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვსწავლობდით პროცესში, ვუშვებდით შეცდომებს, ვასწორებდით მათ და ასე ვავითარებდით საკუთარ თავს. დღეს უკვე ვიცით, რომ ნებისმიერ გამოწვევას შევძლებთ, რადგან გვყავს ძლიერი გუნდი და გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების.

„არტეს“ მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ მომხმარებელს აღარ უწევს ლოჯისტიკისა და წარმოების პროცესზე ზედმეტი ფიქრი – ყველაფერი ხდება ონლაინ, მარტივად და მაქსიმალური კომფორტით.

რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?

ჩვენი ინსპირაცია და მოტივაციაც ბედნიერი და კმაყოფილი მომხმარებელია. როცა ხედავ, რომ შენი პროდუქტი ამარტივებს და აუმჯობესებს ვინმეს საქმიანობას, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება.

 

როგორ შეაჯამებდით 2025 წელს?

უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიის წარმოება აწყობილია სრულიად ახალ, თანამედროვე დანადგარებზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია. „არტე“ დღეს არა მხოლოდ სტაბილური, არამედ მზარდი კომპანიაა, რომელიც მუდამ ახალ შესაძლებლობებს ეძებს.

2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საკმაოდ ნაყოფიერი წელი გვქონდა. მოთხოვნა პროდუქციისადმი გაორმაგებული და გასამმაგებულია. „არტე“ არის ძალიან ბევრი ასოციაციის წევრი, მაქსიმალურად ჩართული ვართ სიახლეების დანერგვის პროცესში. 2025-ში დავესწარით სხვადასხვა გამოფენას საზღვრებს გარეთ, გავხდით იმპორტიორი კომპანია, ყოველთვიურად ვზრდიდით სტაფს და ამასთანავე, გვქონდა მიღწევები საგრანტო განხრით.

რჩევა დამწყებ მეწარმეებს…

არასოდეს შეუშინდეთ მარცხს. ბიზნესმა მასწავლა, რომ წარმატება მარცხის გარეშე წარმოუდგენელია. შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ თუ არ გაჩერდები და ბოლომდე გჯერა საკუთარი შესაძლებლობების, შეუძლებელი არაფერია. ყველაფერი ნდობითა და შრომით იწყება, დანარჩენი კი გზად მოდის.

სამომავლო გეგმები

ჩვენ არ ვჩერდებით. გვინდა, რომ „არტე“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გახდეს აღიარებული ბრენდი. ამ მიზნისთვის ყოველდღიურად ვმუშაობთ და მჯერა, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ანჯელინა ჯოლი ვაჟიშვილთან ერთად თეთრ სახლს ესტუმრა – ჯო ბაიდენმა დედა-შვილი ოფიციალურ სადილზე დაპატიჟა

#OK! ანჯელინა ჯოლი ვაჟიშვილთან ერთად თეთრ სახლს ესტუმრა – ჯო ბაიდენმა დედა-შვილი ოფიციალურ სადილზე დაპატიჟა

April 27, 2023
#OK! A$AP Rocky დააპატიმრეს – რეპერი 2021 წელს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით დააკავეს

#OK! A$AP Rocky დააპატიმრეს – რეპერი 2021 წელს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით დააკავეს

April 20, 2022
#OK! კრისტიან დიორის მუზეუმს ახლა უკვე სახლიდან შეგიძლიათ ესტუმროთ

#OK! კრისტიან დიორის მუზეუმს ახლა უკვე სახლიდან შეგიძლიათ ესტუმროთ

April 8, 2021
#OK! ტომ ჰოლანდი “პრადას” ახალი კამპანიაში – Prada Spring/Summer 2022

#OK! ტომ ჰოლანდი “პრადას” ახალი კამპანიაში – Prada Spring/Summer 2022

January 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს  2-დან 8 თებერვლამდე? – კვირის 4 რჩეული

#OK! ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2-დან 8 თებერვლამდე? – კვირის 4 რჩეული

February 1, 2026
#OK! „მელანია“- ს პრემიერაზე ტრამპმა ცოლს ჭკვიანი და გავლენიანი ქალი უწოდა

#OK! „მელანია“- ს პრემიერაზე ტრამპმა ცოლს ჭკვიანი და გავლენიანი ქალი უწოდა

February 2, 2026
#OK! დემნას ეპოქა Gucci-ში

#OK! დემნას ეპოქა Gucci-ში

February 2, 2026
#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები

#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები

February 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები