ეძებთ კომფორტულ, უმაღლეს დონეზე დაგეგმარებულ და სრულად უზრუნველყოფილ საცხოვრებელ კომპლექსს? მაშინ სწორ ადგილას მოხვდით, რადგან ჟურნალი OK! ,,მზიური გარდენსის“ შესახებ გიამბობთ. ეს არის სრულიად ახალი უნიკალური პროექტი, რომლის მშენებლობაც ბათუმში, კურორტ მახინჯაურში მიმდინარეობს. ტერიტორია ჰიფსომეტრიულად არის განლაგებული ზღვის დონიდან 15-100 მეტრზე, აქ არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში იყენებდა სხვადახვა დაავადების სამკურნალოდ.
ეს იქნება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი აპარტამენტების კომპლექსი, სადაც მაცხოვრებლებს ექსკლუზიური წვდომა ექნებათ კომპლექსშივე განთავსებულ 5 ვარსკვლავანი სასტუმრო ,,CROWNE PLAZA-ს“ ინფრასტრუქტურასთან და სერვისებთან. ეს იქნება პირველი ბალნეოლოგიური კურორტი აჭარაში, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამსვენებლებს წლის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს.
მულტიფუნქციური კომპლექსის ტერიტორია 15 000 კვ.მ-ზე იქნება გაშენებული, საიდანაც უდიდესი ნაწილი უშუალოდ რეკრეაციულ ზონას და გამწვანებას დაეთმობა. კომპლექსში თავმოყრილი იქნება ისეთი გამაჯანსაღებელი მიმართულებები, როგორებიცაა: სპა, ფიტნესი, დეტოქსი, სხვადასხვა სახის თერაპია.
მშენებლობა მიმდინარეობს სრულიად ბრიტანული ინვესტიციით, კომპანია MRMU INTERNATIONAL მიერ. აპარტამენტები ბარდება პრემიუმ კლასის რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. აპარტამენტიდან ზღვის პანორამული ხედი იშლება, რაც განტვირთვის და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის საუკეთესო საშუალებაა, ეს იქნება მაღალი ხარისხის კოპლექსი, სადაც ადამიანები იპოვიან სრულ სიმშვიდესა და ჰარმონიას. მათ, ვინც ჯანსაღი, სრულყოფილი დასვენების ფასი იცის, ბალნეოლოგიური კურორტების ხშირი სტუმარია და მაქსიმალურ სიამოვნებასა და სარგებელსაც იღებს.
სრული კომფორტისთვის კომპლექსი უზრუნველყოფილია რესტორნებით, ბარებით, საკონფერენციო დარბაზით, საბავშვო ზონით, კერძო პარკებით, კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლით, სპორტული მოედით, გარე და დახურული აუზით, თითოეული ეს ობიექტი კი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. საცხოვრებელ კომპლექსში 43.6 კვ.მ–დან 200 კვ.მ–დე ფართის აპარტამენტების შეძენაა შესაძლებელი. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა როგორც დასვენებისა და ცხოვრებისთვის, ისე საინვესტიციოდ.
აპარტამენტების ნაწილი უყურებს ბათუმს, ნაწილიც ბოტანიკურ ბაღს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ აბსოლოტურად ყველა მათგანი ზღვის ულამაზეს ხედს გადაჰყურებს, თითოეული აღჭურვილია ვერანდით, საზაფხულო ფართებით, რომლებიც განსაკუთრებით ხელსაყრელია ოჯახთან ერთად დროის მშვიდად და სასიამოვნოდ გასატარებლად. აქ ნებისმიერ დროს შეგეძლებათ დაკავდეთ სხვადასხვა აქტივობითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით.
„მზიური გარდენსის“ საცხოვრებელ კომპლექსში გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის. რეკრეაციული ზონის ნაწილი იქნება ფიჭვნარი და სხვა ენდემური ნარგავები, რომლებიც უკვე წლებია ამშვენებს აქაურობას. წინ მდებარე სანაპირო ზოლი სუფთა ზღვის წყლით გამოირჩევა, რაც თალასოთერაპიისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის. მომხმარებლისთვის პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ის ფაქტი, რომ “მზიური გარდენსში“, აპარტამენტები ბარდება დასრულებული პრემიუმ კლასის რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.
ამჟამად კომპლექსის ტერიტორიაზე ინტერნსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. შავი კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
ინტერიერის დიზაინის ავტორები: სტუდია 9