24 წლის მოდელი, ჰეილი ბოლდვინი შესანიშნავი გემოვნებით და ჩაცმის სტილით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ მისი გამოჩენით ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს. ცოტახნის წინ ის ჯასტინთან ერთად პარიზში შენიშნეს, აღსანიშნავია, რომ ჰეილიმ ერთი დღის განმავლობაში სამი სხვადასხვა, დახვეწილი იმიჯი მოიხდინა.
თავსაპირველად ჰეილიმ იასამნისფერი ტოპი და ქვედაბოლო მოირგო, რომელსაც ამავეფერის ჩანთა და შავი ფეხსაცმელი შეუხამა.
მოგვიანებით ჰეილი და ჯასტინი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდნენ. ვიზიტზე ჰეილიმ ბეჟი კაბა და ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, ჯასტინმა კი კლასიკურ კოსტუმს Nike–ის კედები შეუხამა.
საღამოს წყვილი პარიზში მდებარე რესტორანს, Élysée–ს ესტუმრნენ. ჯასტინი საკუთარი ბრენდის Drew–ს მაისურით, ჯინსებით და თეთრი კედებით გამოჩნდა, ჰეილიმ კი ვარდისფერი კაბა, ამავე ფერის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ფორთოხლისფერი ჩანთა შეარჩია.