• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! “ეს ტრაგიკული ამბავი რომ არ მომხდარიყო შეიძლება არ ვყოფილიყავი იქ, სადაც დღეს ვარ” – როგორ შექმნა 20 წლის ასაკში სიმონ პორტ ჟაკმუსმა საკუთარი ბრენდი

August 21, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

სიმონ პორტ ჟაკმუსი იმ მცირერიცხვოვან ფრანგ დიზაინერებს მიეკუთვნება, რომლებიც შემოქმედებას არა პარიზის გლამური ცხოვრების სტილითა და რიტმით, არამედ საკუთარი წარმომავლობის, მშობლიური ადგილების ინსპირაციითა და თანამედროვე დეტალების ნაზავით ქმნიან.

ახალგაზრდა შემოქმედს პროვანსული სტილი პოდიუმზე გადმოაქვს. ჟაკმუსის “კრეატიულობის ელექტროსადგური” კონცეპტუალიზმსა და კომერციულობას შორის შესანიშნავად დაცული ბალანსით ყოველწლიურად აოცებს საზოგადოებას. მისი კოლექციები როგორც წესი „ავტობიოგრაფიულია“, თუმცა არასდროს კარგავს რელევანტურობას.

მინიმალისტურიი დეტალები, მრავალფეროვანი პალიტრა და რომანტიკული ელემენტები ბრენდის ინდივიდუალურ მხარეს ყოველთვის თვალსაჩინოდ გამოხატავს, რაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორებიც მრავალფეროვმება, ინკლუზიურობა და ავთენტურობაა.

Simon Porte Jacquemus - for Vogue International — alastair nicol

სიმონ პორტ ჟაკმუსი 1990 წელს მარსელის ახლოს მდებარე პატარა ქალაქ სალონ-დე-პროვანსში დაიბადა. იქიდან გამომდინარე, რომ მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, მან ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი სწორედ ფერმაში გაატარა. პატარა სიმონი ადგილობრივ ბაზარზე ბებია-ბაბუასთან ერთად ხილისა და ბოსტნეულის გასაყიდად ხშირად დადიოდა. სწორედ ვაჭრობის პროცესში წარმოიშვა დიზაინერის ფრანგული ცხოვრებისადმი სიყვარული და ამავდროულად ობსესია.

Simon Jacquemus: más que moda, dimensiones y un eterno verano

სკოლის დამთავრებისთანავე ჟაკმუსი ოცნების ასახდენად და კინოკარიერის დასაწყებად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. ფილმების საშუალებით შემოქმედს ადამიანებისთვის საინტერესო ისტორიების მოყოლა სურდა. მოგვიანებით ახალგაზრდა სიმონი ქალის სამოსის შექმნით დაინტერესდა და პარიზის მოდის სკოლაში დაიწყო სწავლა. სამწუხაროდ ახალგაზრდა ხელოვანს მასწავლებლები ზედმეტი პრეტენციოზულობის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ.

პარიზში ჩასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჟაკმუსის დედა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, რამაც დიზაინერს გააცნობიერებინა ის, რომ ცხოვრება ხანმოკლე იყო იმისთვის, რომ უარი ეთქვა საქმეზე, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად სურდა.

Simon Porte Jacquemus - Galerie

19 წლის ასაკში სიმონ პორტ ჟაკმუსმა სწავლა მიატოვა და საკუთარი ლეიბლი დაარსა. ბიზნესის დასაფინანსებლად კი დამწყები დიზაინერი Comme des Garçons-ის ბუტიკში მუშობდა. წინასწარგანუსაზღვრელი გადაწყვეტილება ჟაკმუსისთვის წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან მოგვიანებით რეი კავაკუბო მისი ბრენდისა და დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახდა.

დედის დაკარგვით დანაღვლიანებული ჟაკმუსი იმდენად იყო დროის ფაქტორით შეპყრობილი, რომ საკუთარ თავს წესები შეუდგინა, რომლის მიხედვითაც ყველაფერი სწრაფად უნდა გაეკეთებინა და მინიმალურ დროში უნდა მიეღწია წარმატებას.

“პარიზში დაახლოებით ერთი თვის ჩასული ვიყავი, როდესაც დედა დავკარგე. ჩემთვის ძალიან რთული იყო ამის გადატანა, მისმა სიკვდილმა იმდენად შემაშინა, რომ მეგონა ვერც მე მოვასწრებდი ამ ცხოვრებაში რამის გაკეთებას. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ თუ რამე საქმის წამოწყება მსურდა, დრო უაზროდ არ უნდა დამეკარგა.”

“19 წლის ასაკში შევქმენი საკუთარი ბრენდი, რომელსაც დედის საპატივსაცემოდ ჟაკმუსი დავარქვი. ოჯახის წევრები ხშირად მეუბნებიან, რომ მან საკუთარი სიცოცხლე ჩემი წარმატებისთვის გაწირა. ეს ტრაგიკული ამბავი რომ არ მომხდარიყო შეიძლება არ ვყოფილიყავი იქ, სადაც დღეს ვარ.”

Jacquemus Opens Cafe Set To Be An Instagrammable Heaven | Teen Vogue

თავდაპირველად დიზაინერს არ ჰქონდა შესაძლებლობა მეტად გამბედავი, ეგრეთწოდებული ‘bold’ სტილის სამოსი შეექმნა, შედეგად ბრენდის მინიმალისტური სახე აუცილებლობის გამო წარმოიშვა, რაც წლების შემდეგ უფრო მკვეთრ, აშკარა ვერსიად ჩამოყალიბდა.

სიმონ პორტ ჟაკმუსი სოციალური მედიის საშუალებით ფრანგული პასტორალური ცხოვრების სტილს ხშირად აგვიღწერს. ახალგაზრდა დიზაინერს, როგორც შემოქმედს, აქვს მარტივი და საზრიანი მიდგომა, რომლის მიხედვითაც მისი სამოსი ყურადღებას ისევე როგორც პოდიუმზე, ასევე სოციალურ მედიაშიც იქცევს.

ჟაკმუსს ადრეულ ასაკში, ჯერ კიდევ ინსტაგრამის დაარსებამდე იტაცებდა ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალების აღბეჭდვა და შემდეგ სხვებისთვის გაზიარება. 13 წლის ასაკში მას უკვე საკუთარი ბლოგი ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ფრანგული ისტორიების შესახებ მოუთხრობდა.

“როდესაც ბავშვი ვიყავი ფილმების გადაღება, ისტორიების მოყოლა და წერა მსურდა, შეპყრობილი ვიყავი ფრანგი ქალების ტელევიზორში ყურებით. დიზაინერობის იდეა მოგვიანებით გაჩნდა.”

„ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მოდის სამყაროში ყოფნით სიამოვნება უნდა მიმეღო, მაგრამ თუ ტანსაცმლის შექმნას დავიწყებდი ამაო და ზედაპირულ სამყაროში მომიწევდა ცხოვრება. დიახ, მე სოფლიდან ვარ, ხშირად დავფიქრებულვარ იმაზე, რომ ჩემს შემოქმედებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ჩემივე წარმომავლობა, თუმცა მე თავიდანვე მსურდა დამემტკიცებინა, რომ მოდა ზედაპირული არ იყო და კოლექციებში რეალობის იდეის შემოტანა მსურდა.

“არ მინდა ჩემი შემოქმედებით აღვწერო პარიზელი ქალი, მინდა საზოგადოებას ჩემი კოლექციებით სამხრეთ საფრანგეთის სილამაზეზე პოეტურად ვესაუბრო.“

2019 წელს ჟაკმუსმა ქალისა და მამაკაცის კოლექციის ერთად წარდგენა გადაწყვიტა, რამაც შოუების რაოდენობის შემცირების საშუალება მისცა. სიმონი თანამედროვე დიზაინერებს შორის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

ჟაკმუსის სამოსი წლების განმავლობაში უფრო ფემინური და ელეგანტური ხდება, თუმცა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილისადმი სიყვარული, ადგილობრივი კულტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამახასიათებელი დეტალები და ფერები კვლავ უცვლელი რჩება.

Jacquemus “L'Anneé 97” Menswear FW20 // Fall Winter 2020 Runway Couture – Paris Fashion Week | Fashion Week

გაიგე მეტი: სიმონ პორტ ჟაკმუსი

ასევე გაეცანი

#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის  გადაღებები უკვე დაიწყო
OK! News

#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის გადაღებები უკვე დაიწყო

July 1, 2025
#OK! როგორ გავიაქტიუროთ როუმინგ ინტერნეტი – ზაფხულის სამოგზაურო რჩევები
OK! News

#OK! როგორ გავიაქტიუროთ როუმინგ ინტერნეტი – ზაფხულის სამოგზაურო რჩევები

July 1, 2025
#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება
OK! შოუ ბიზნესი

#OK! როგორ ცხოვრობს ბეზოსის ყოფილი ცოლი? – ქალი, რომელსაც ბედნიერებისთვის სიმდიდრე არ სჭირდება

July 1, 2025
#OK! კვარას “პსჟ”  მეოთხედფინალშია
OK! Men

#OK! კვარას “პსჟ” მეოთხედფინალშია

June 30, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! H&M მიმდინარე სეზონის უმთავრეს ტენდენციებს გვთავაზობს

#OK! H&M მიმდინარე სეზონის უმთავრეს ტენდენციებს გვთავაზობს

November 8, 2022
#OK! სანდო ჯგუფი – შენი ბიზნესის საიმედო პარტნიორი

#OK! სანდო ჯგუფი – შენი ბიზნესის საიმედო პარტნიორი

December 1, 2022
#OK! „მხოლოდ დასავლეთი, სხვა არაფერს არ აქვს შანსი ჩვენი ქვეყნისთვის“ – გვანცა დარასელია ამერიკიდან მიმართვას ავრცელებს

#OK! „მხოლოდ დასავლეთი, სხვა არაფერს არ აქვს შანსი ჩვენი ქვეყნისთვის“ – გვანცა დარასელია ამერიკიდან მიმართვას ავრცელებს

March 13, 2023
#OK! ირინა შეიკი ბიონსეს ბრენდის Ivy Park-ის უახლეს კამპანიაში

#OK! ირინა შეიკი ბიონსეს ბრენდის Ivy Park-ის უახლეს კამპანიაში

November 28, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

#OK! “სახლში ხანძრის შემთხვევაში, პირველ რიგში წიგნებს გადავარჩენდი” – ცნობილი ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

June 29, 2025
#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

#OK! ანა ვინტური ამერიკული Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს

June 27, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025
#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

#OK! ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა

June 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები