კომპანია iTechnics-ის ისტორია 2011 წლიდან იწყება. იგი Apple-ის პირველი ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, ანუ − Apple Authorized Reseller-ი. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან პროდუქციას და ისეთ მომსახურებას, როგორსაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ iTechnics დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე სანდო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს აერთიანებს. OK! TECHNO BOOK კომპანიის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, გვანცა მიქუჭაძეს ესაუბრა, რომელიც უფრო დეტალურად გვიამბობს ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ.
iTechnics-ი არის Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, სტატუსით Apple Authorized Reseller. გვესაუბრეთ ამის შესახებ.
დიახ, კომპანია iTechnics-ი 2017 წლიდან არის Apple-ის ოფიციალური Authorized Reseller-წარმომადგენელი. შესაბამისად, ჩვენ განთავსებული ვართ Apple-ის საიტზე, როგორც მათი ოფიციალური პარტნიორები. ჩვენთან მოქმედებს საერთაშორისო გარანტია და აბსოლუტურად დაცულია მომხმარებელი იმასთან დაკავშირებით, რომ იძენს სათანადო ხარისხის ტექნიკას, სათანადო ხარისხის საგარანტიო პირობებით.
რა მიგაჩნიათ კომპანიის მთავარ უპირატესობად?
კომპანია უკვე მეათე წელია ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ჩვენი უპირატესობაა მომხმარებლის ინტერესებსა და სურვილებზე ორიენტირებული მომსახურება, გვყავს უამრავი ლოიალური მომხმარებელი, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში გვენდობიან, რადგან მუდმივად მზად ვართ სათანადო ხარისხისა და მომსახურების მათთვის შესათავაზებლად.
iTechnics ყოველ წელს ამზადებს გუნდს, რათა კომპანიის თითოეულმა წევრმა აიმაღლოს კომპეტენცია და კვალიფიკაცია ამ სფეროში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ გვაქვს სპეციალური პროგრამა, სადაც ჩვენი კადრები გადიან გადამზადებას და ეცნობიან სიახლეებს. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ კადრები იყვნენ იმ კვალიფიკაციის, როგორიც ბრენდს შეეფერება.
როგორც ვიცით, კომპანიის Facebook-გვერდზე ძალიან მალე დაიწყება გათამაშება. მოგვიყევით ამის შესახებ.
გათამაშება დაიწყება 1 ივნისს და გაგრძელდება 10 ივნისამდე, გამარჯვებული კი 12 ივნისს გამოვლინდება. მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ბავშვები 6 წლიდან 18 წლის ჩათვლით. თემა შემდეგია: „მე რომ აიპედი მქონდეს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეებმა უნდა აღწერონ, თუ რაში გამოიყენებდნენ მოგებულ აიპედს. შეიძლება ეს იყოს ნახატის, ლექსის, ჩანახატის, ფოტოს ან ვიდეოს სახით, დამოკიდებულია მონაწილის კრეატიულობაზე და ინტერესებზე.
გათამაშება განთავსდება iTechnics-ის Facebook-გვერდზე და ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, რომელიც გადაწყვეტს გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას, კომენტარებში უნდა ატვირთოს მის მიერ მომზადებული პასუხი.
20 ადამიანი, რომელსაც ექნება ყველაზე მეტი მოწონება, მოხვდება შესაბამის პლატფორმაზე და პროგრამა გამოავლენს გამარჯვებულს შემთხვევითობის პრინციპით. ასევე, გვეყოლება iTechnics-ისა და OK!-ის რჩეული.
როგორ გაჩნდა იდეა?
პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციური სწავლა ძალიან პრიორიტეტული გახდა და მოგეხსენებათ, ხარისხიანი ტექნიკა ამისთვის მეტად მნიშვნელოვანია. სასკოლო მიმართულებით, ეს არის უდიდესი პროექტი, რომელსაც Apple ახორციელებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ გავხდით პარტნიორები და უკვე რამდენიმე პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის – ძალიან
მასშტაბურებიც. ჩვენ გვყავდა მოწვეული ტრენერები აიპედის სწავლებასთან დაკავშირებით, რომლებმაც გადაამზადეს მასწავლებლები ამ მოწყობილობის სრულყოფილად შესასწავლად.
მოგვიყევით აქციებზე და სპეციალურ შეთავაზებებზე.
ივნისის თვეში ჩვენს მომხმარებლებს გრანდიოზული შეთავაზებები და სიახლეები ელოდება. ყველაფერი განთავსდება iTechnics-ის Facebook-გვერდზე, ამიტომ აუცილებლად გვადევნეთ თვალი. ჩვენს მომხმარებელს ძალიან მალე შევთავაზებთ ახალ ტექნიკას, რომლებიც „ეფლმა“ სულ ახლახან დააანონსა, ესენია: ახალი iMac-ი 7 ფერში, iPad Pro, AirTag, Iphone 12-ის იისფერი მოდელები.
გვიამბეთ ფილიალებზე, სერვისცენტრზე და საიტზე, რომელიც ახლახან გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში.
თბილისის მასშტაბით წარმოდგენილი ვართ ოთხი ფილიალ-შოურუმით. რაც შეეხება ახალ მიმართულებას − ექსპრესს, სტენდი წარმოდგენილია ქავთარაძის „სითი მოლში“, სადაც მომხმარებელს შეუძლია ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძინოს აქსესუარები: კაბელი, ე.წ. ქეისი, ჯავშანი… ესეც ერთგვარი კომფორტია ჩვენი მხრიდან. ექსპრესის კიდევ ერთი მიმართულებაა სასაჩუქრე თემატიკა, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა საჭირო აქსესუარი და ჭკვიანი მოწყობილობა. მომავალში კიდევ გაფართოვდება ეს მიმართულება და უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა სერვისცენტრი, სადაც გვყავს ასევე კვალიფიციური ჯგუფი. ძალიან ბევრი სერვისცენტრია, რომელიც Iphone-თან დაკავშირებით სხვადასხვა მომსახურებას გვთავაზობს, მაგრამ ჩვენი სერვისცენტრი იმით არის გამორჩეული, რომ მომხმარებლებს ხვდებათ ის ტექნიკური მხარდაჭერა, რომლებსაც მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ.
კომპანიას აქვს ახალი საიტი, რომელიც დისტანციური გაყიდვებისთვის შეიქმნა. შემუშავდა ძალიან ხარისხიანი პლატფორმა. დიდი ყურადღება დაეთმო იმას, რომ ეს ყოფილიყო უსაფრთხო შეძენის თვალსაზრისით. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე მოქმედებს განვადება TBC, Space და „საქართველოს ბანკთან“.
საიტზე პროდუქციის შეძენა მოქნილი, მოსახერხებელი და მარტივია. მიტანის სერვისი კი, სწრაფი და უფასოა. თქვენ შეგიძლიათ ონლაინ დაიმტკიცოთ განვადება, გაეცნოთ სიახლეებს საიტის ბლოგში და რაც მთავარია, სპეციალური შეთავაზებების კატეგორიაში (Special Offers) აღმოაჩინოთ საუკეთესო შეთავაზებები მხოლოდ საიტზე შეძენისას.
FB: iTechnics • აიტექნიკსი • Apple Authorised Reseller
Insta: itechnics_geo
www.iTechnics.ge
ტელ: 2 14 90 90
მისამართები:
თბილისი:
ქავთარაძის N1 ს/ც „სითი მოლი“, მე-2 სართული
პეკინის N13
ჭავჭავაძის N34 ს/ც „პიქსელი“, 1 სართული
ბათუმი:
გორგილაძის N88 „ბათუმი მოლი“, მე-2 სართული
Express − ქავთარაძის N1 ს/ც „სითი მოლი“, 1 სართული