ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ისტორიები მუდმივად საყოველთაო განხილვის თემა ხდება. მათ ხშირად უყვარდებათ, ქორწინდებიან, ერთმანეთს შორდებიან, ისევ ქორწინდებიან და ყოველ ჯერზე ვარსკვლავური პატარძლების თითებზე რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების საქორწინო ბეჭედი ბრწყინავს. ბოლოს და ბოლოს, სიყვარულს ხომ დამტკიცება სჭირდება?
წარმოგიდგენთ ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირადღირებულ ნიშნობის ბეჭდებს:
10. კიმ კარდაშიანი – 3 942 196 $
ბევრი ვერ წარმოიდგენდა ამ სახელისა და გვარის სიის ბოლოში ნახვას, თუმცა ცნობილია, რომ კანიემ კიმს ხელი 2013 წელს სთხოვა და საყვარელ ქალს 15 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი მიართვა. 2A ტიპის ბრილიანტი დიზაინერმა ლორენ შვარცმა შექმნა და ის პლატინის რგოლზე დიდებულად გამოიყურება.
ამავე, მე-10 საფეხურზე აღმოჩნდნენ ვანესა ბრაიანტი და ჯენიფერ ლოპესი.


2003 წელს კობი ბრაიანტმა ვანესას 4 მილიონ დოლარად შეფასებული 8-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა. დაახლოებით იმავე პერიოდში, მომღერალმა მარკ ენტონიმ ჯეი ლოს ხელი 8,5-კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა, რომლის ღირებულებაც ასევე 4 მილიონი დოლარი იყო.
9. პერის ჰილტონი – 4 632 081 $
ბერძნული სანაოსნო კორპორაციის მემკვიდრემ, პერის ლაცისმა პერის ჰილტონს ხელი 2005 წლის მაისში, 24-კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა, რომელიც 4,7 მილიონი დოლარი ღირდა. ამბობენ, რომ ჰილტონს ასარჩევად 15 სხვადასხვა ქვა შესთავაზეს. მოგვიანებით მან დაიწუწუნა, რომ მისი ბეჭედი სატარებლად ზედმეტად მძიმე იყო.
8.ბიონსე – 4 927 746 $

როდესაც ორი მუსიკალური ლეგენდა ქორწინდება, მოსალოდნელია, რომ ნიშნობის ბეჭედი რამდენიმე მილიონიანი იქნება. Jay-Z-ისა და ბიონსეს შემთხვევაში, ეს ისევ ლორენ შვარცის 24-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედია, რომელიც თითქმის 5 მილიონი ღირს. რეპერმა ბიონსეს ხელი 2008 წელს სთხოვა.
7. ჯენიფერ ლოპესი – 4 927 746 $
და ისევ ჯეი ლო. ალექს როდრიგესმა მას ხელი 2019 წლის მარტში სთხოვა და ბრილიანტის ბეჭედი მიართვა, რომელიც თითქმის 5 მილიონი დოლარი ღირს. მაშინ ჯეი ლომ კიდევ არ იცოდა, რომ ეს მისი ბოლო ნიშნობის ბეჭედი არ იქნებოდა.
6. ანა კურნიკოვა – 5 321 965 $
ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მყარი და სტაბილური წყვილია – ისინი უკვე 22 წელია ერთად არიან. ანას ნიშნობის ბეჭედს მსხლის ფორმის 11 კარატიანი ყვითელი ბრილიანტი ამშვენებს, რომელსაც სხვა ბრილიანტები აკრავს.
5. ჯენიფერ ლოპესი – 5 913 295 $

ის დაბრუნდა! ამჯერად მწვანე ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით, რომელიც ბენ აფლეკმა აჩუქა. ექსპერტების თქმით, ამ ზომის მწვანე ბრილიანტი წარმოუდგენლად იშვიათია, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.
4. ელიზაბეთ ტეილორი – 8 672 832 $

ერთადერთი ქალბატონი, რომელიც ბრილიანტის ბეჭდების რაოდენობით ჯეი ლოსაც კი ადვილად აჯობებს, დიდებული ელიზაბეტ ტეილორია, რომელიც ათჯერ იყო დანიშნული. უელსელმა მსახიობმა რიჩარდ ბარტონმა ძვირფასეულობის მოყვარულ საცოლეს ხელი თავიდან Bulgari-ს ზურმუხტის გულსაბნევით თხოვა. ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ, 1968 წელს, ბარტონმა საყვარელ ქალს 305 000 დოლარად შეძენილი 33,19-კარატიანი „კრუპის ბრილიანტი“ აჩუქა, რომელსაც მსახიობი მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებდა.
3. მერაია ქერი – 9 855 491 $
ავსტრალიელმა მილიარდერმა ჯეიმს პაკერმა თავის რჩეულს 35-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, რომელიც შოუბიზნესის ისტორიაში ნამდვილად ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულია. ოარული ხმების თანახმად, მოგვიანებით ქერიმ ეს ბეჭედი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საიუველირო სახელოსნოს 2,1 მილიონ დოლარად მიჰყიდა.
2. ჟაკლინ კენედი ონასისი – 21 682 080 $
ბერძენმა მილიარდერმა არისტოტელე ონასისმა ჯეკის უზარმაზარი, 42 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედ აჩუქა. ეს იყო ერთ-ერთი იმ 18 ქვიდან, რომელიც 601კარატიანი ორიგინალი ალმასისგან შეიქმნა. ბეჭედი ჯეკის თითზე სულ ორჯერ შენიშნეს. ის აშშ-ის პრეზიდენტის ქვრივის გარდაცვალებამდე ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბანკში ინახებოდა.
1. გრეის კელი და რენიე III – 43 659 825 $
გრეის კელის ლეგენდარული Cartier-ის ნიშნობის ბეჭედს 10,48 კარატიანი ზურმუხტისებრი ჭრის ქვა ამშვენებს. ბეჭდის ორიგინალურობის ხაზგასასმელად, ოქრომჭედლებმა საგანგებო პლატინის „ბალიში“ შექმნეს, სადაც ცენტრალური ქვის თითოეულ მხარეს „ბაგეტის“ ჭრის ბრილიანტია ჩასმული. ამბობენ, რომ ამ ბეჭდის შექმნაზე თავის დროზე 4 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული












