კალიფორნიაში, სასტუმრო The Beverly Hilton-ში „ოქროს გლობუსის“ რიგით 83-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც, ტრადიციულად, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი. გარდა იმისა, რომ თვალს ადევნებს ვის შეხვდება სანატრელი ჯილდო, საზოგადოება სტუმრების ჩაცმულობასაც არანაკლები ყურადღებით აკვირდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წითელ ხალიჩაზე ბევრი ვარსკვლავი რისკზე მიდის. ზოგჯერ ეს რისკი გამართლებულია, ზოგჯერ კი არა. „ოქროს გლობუსის“ 83-ე ცერემონიაზეც იგივე მოხდა – სტუმრების ნაწილი საუკეთესოდ ჩაცმულთა (best dressed) სიაში მოხვდა, ნაწილი კი ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულად აღიარეს.

კრიტიკის ქარცეცხლში პირველი ჯეი ლო მოხვდა, რომელმაც ჩათვალა, რომ „ქალთევზას კაბა“ უცნაური პრინტით 2026 წლის პირველი საჯარო გამოსვლისთვის საუკეთესო არჩევანი იყო. კრიტიკა დაიმსახურა ჯენიფერ ლოურენსმაც, რომელმაც Givenchy-ს ყვავილებით გაფორმებული „შიშველი“ კაბა აირჩია. სპეციალისტების შეფასებით, კაბა ლამაზი ნაწილების ნაკრებს ჰგავს, რომლებიც ერთიან სახე ვერ შეიკრა. ნახევრად გამჭვირვალე ნაქარგი ბადე, თეთრეულის სტილის ზედა ნაწილი და გვერდითა ჭრილები დაუსრულებლობის უცნაურ ეფექტს ქმნის.


ბევრი არც მაილი საირუსის კაბამ მოხიბლა. მომღერალმა არჩევანი Saint Laurent-ის ექსკლუზიურ კაბაზე შეაჩერა, რომელიც 2018 წლის კოლექციის პოდიუმის ლუქით იყო შთაგონებული. აღნიშნავენ, რომ ჩვენებაზე ეს ლუქი გაცილებით ეფექტურად გამოიყურებოდა, მაილიზე კი კაბის ზედა ნაწილი პლისირებული დეტალების გამო მძიმე და გადატვირთული გამოჩნდა. „ოქროს გლობუსის“ სხვა „დაწუნებული ლუქები“ ჩვენს გალერეაში შევაგროვეთ.

მაილი საირუსი

პარკერ პოუზი

ჰეილი კალილი

პაიპერ კურდა

ბელა რამზი

ზოი კრავიცი

ქლოი ჟაო

არიანა გრანდე

ჯენიფერ გუდვინი
ცნობისთვის, „ოქროს გლობუსი“ (Golden Globe) ამერიკული კინოპრემიაა, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია 1944 წლიდან კინო- და ტელეფილმებისთვის აწესებს.
„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების პირველი ცერემონია 1944 წელს, 20th Century Fox-ის სტუდიაში გაიმართა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები












