რენიუს დაფუძნების სურვილი წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებიდან და საერთაშორისო სტანდარტების საქართველოში დანერგვის მიზნიდან დაიბადა.
როგორც ექიმი ლაშა ოსეფაიშვილი ამბობს, კლინიკის დაარსებით სურდა შეექმნა ისეთი ადგილი, სადაც პაციენტი თავს სრულიად უსაფრთხოდ და ყურადღების ცენტრში იგრძნობდა, ექიმებს კი ექნებოდათ საშუალება ემუშავათ თანამედროვე მეთოდებით, პროფესიული თავისუფლებითა და მაღალი სტანდარტებით.
ბატონო ლაშა, მოგვიყევით თქვენს პროფესიულ გზაზე, რა იყო რენიუმდე.
ექიმობაზე ადრეული ასაკიდან ვფიქრობდი, სამედიცინო განათლება საქართველოში მივიღე, შემდეგ კი სწავლა და პრაქტიკა გავაგრძელე უკრაინაში. იქ გავიაზრე, რომ ქირურგია ჩემთვის მხოლოდ პროფესია კი არა, ადამიანების ცხოვრების ხარისხის შეცვლის საშუალებაც იყო.
შემდეგ იყო მაგისტრატურა ბარსელონაში, ევროპის სხვადასხვა კლინიკებში სტაჟირებები და პრაქტიკული გამოცდილების მნიშვნელოვანი გზა. 14 წლის განმავლობაში ვიყავი გია გვარამიას პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ქირურგი. აქ მუშაობამ დიდ გამოცდილებასთან ერთად საკუთარი კლინიკის დაარსების მოტივაცია მომცა.
როგორ გაჩნდა Renew-ს შექმნის იდეა?
იდეა მარტივი იყო: მინდოდა გამეკეთებინა კლინიკა, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ ტექნიკურად ძლიერი, არამედ ადამიანებზე ზრუნვაზე ორიენტირებული, სადაც თითოეულ ადამიანს ღირსეულად მოუსმენენ და შესთავაზებენ მხოლოდ იმას, რაც რეალურად სჭირდება. რენიუს საფუძველი არის პროფესიონალიზმი, სანდოობა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა.მისი შექმნა შესაძლებელი გახდა იმ გუნდის წყალობით, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი – პროფესიონალები, რომლებიც ზუსტად იზიარებენ ჩემს ხედვას: მუდმივ განვითარებას, სიზუსტეს და ეთიკურ მიდგომას.
ვის აერთიანებს Renew-ს გუნდი?
ჩვენი გუნდი შედგება ექიმებისგან, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმი აქვთ.
კლინიკის მთავარი ანესთეზიოლოგი გახლავთ ქალბატონი ეკა ბეროზაშვილი, რომელიც 20 წელზე მეტია სფეროს ერთ-ერთი ლიდერია და მისი სიზუსტის და პროფესიონალიზმის წყალობით ოპერაციებს უსაფრთხოდ და მშვიდად ვატარებთ. ასევე რენიუს ჰყავს ახალგაზრდა და პერსპექტიული ქირურგები: გუგა მიქაუტაძე და გიორგი წიბილაშვილი, რომლებიც გარდა ოპერაციების მსვლელობისა, პაციენტების შემდგომი მართვის პროსესშიც არიან ჩართული.
შემოგვიერთდა მაია ჯანხოთელი – ერთ-ერთი პირველი დერმატო-კოსმეტოლოგი რომელმაც საქართველოში ინექციური პროცედურების გამოყენება დაიწყო. ეს არის ადამიანი, რომელმაც ათასობით პაციენტის ნდობა მოიპოვა და დღეს რენიუს მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
ყველა ჩვენი ექიმი გამოირჩევა ერთი საერთო თვისებით – პაციენტზე ზრუნვა მათთვის მთავარი ღირებულებაა.
რა მომსახურებებს სთავაზობთ პაციენტებს?
რენიუს სერვისები მოიცავს როგორც პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიას, ასევე სრულ ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მომსახურებას.
ქირურგიული მიმართულებები:
- რინოპლასტიკა
- მკერდის ოპერაციები
- ლიპოსაქცია
- აბდომინოპლასტიკა
- სახის ლიფტინგი
- ბლეფაროპლასტიკა
- ბრახიოპლასტიკა
- ოტოპლასტიკა
ესთეტიკური მიმართულებები:
- ბოტულინოთერაპია
- ფილერებით სახის მოდელირება
- ბიორევიტალიზაცია
- პლაზმოლიფტინგი
- მეზოთერაპია
- მიდლინგი
- ლაზერული და ქიმიური პილინგები
- ულთერაპია
- ნაწიბურები, პაპილომები, კაპილარები
- სახის წმენდა.
თითოეული პროცედურა ტარდება უსაფრთხო გარემოში, მაღალი სტანდარტების დაცვით და, რა თქმა უნდა, საუკეთესო პროდუქციით.
რა არის Renew-ს მთავარი უპირატესობა?
მე ვიტყოდი, რომ ეს არის სამი რამ: ინდივიდუალური მიდგომა, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუშაობა.
რენიუში პაციენტი ყოველთვის იგრძნობს, რომ მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე მთელი კოლექტივი ზრუნავს.
რას იტყვით კლინიკის მომავალ გეგმებზე?
ამ ეტაპზე ვმუშაობთ სერვისების გაფართოებაზე და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებაზე.
გეგმაში გვაქვს საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, იმისთვის, რომ ახალგაზრდა ექიმებს ჰქონდეთ საშუალება ისწავლონ თანამედროვე მიდგომები პირდაპირ პრაქტიკაში.
ასევე მიმდინარეობს თანამშრომლობა ისრაელისა და ევროპის წამყვან კლინიკებთან, რაც საქართველოში უფრო ინოვაციური მიდგომების დანერგვას უზრუნველყოფს.
ფოტო: ანი დვალიშვილი














