ოდრი ჰეპბენრნი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო, რომელიც პოპულარობა დღემდე არ კარგავს. ცნობილი გახდა, გასულ წელს აუქციონზე მისი ტანსაცმლის ნაწილი გაიტანეს, თუმცა იგივე ბედი ეწია სახლსაც ლოს-ანჯელესში, რომელშიც ოდრი ცხოვრობდა. საცხოვრებელი 14 მილიონ დოლარადაა შეფასებული და ის 1938 წელს აშენდა ცნობილი არქიტექტორის – პოლ უილიამსის მიერ.