• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doqtors OK! Doctors

#OK! ყველაზე ემოციურია, როდესაც ბედნიერი ქალი ჩემთან მოდის, რათა სამყაროში ახალი სიცოცხლე მოავლინოს

ნინო ოქროპირიძე

October 20, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

მეან-გინეკოლოგი, რომლის ყოველდღიური საქმიანობა, არა მხოლოდ პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების, არამედ ემოციური კავშირისა და უდიდესი პასუხისმგებლობის სინთეზია. ნინო ოქროპირიძე იმ სპეციალობას ემსახურება, რომელიც თითოეული ქალის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მისი მისია იმ მომენტიდან იწყება, როდესაც პაციენტი ექიმთან სიხარულით მიდის, რადგან მის ცხოვრებაში ახალი სიცოცხლე იბადება. სწორედ ამ ემოციის გაზიარება და რთულ, ხშირად, კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღება ქმნის იმ პროფესიულ გზას, რომელზეც ნინო ოქროპირიძემ OK!-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში და რა იყო მთავარი მოტივაცია, რომ ეს გზა აგერჩიათ?

ბავშვობიდან ვიცოდი, რომ აუცილებლად ექიმი გავხდებოდი. ყოველთვის მიზიდავდა ადამიანების დახმარება და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია. როცა მეკითხებოდნენ, რატომ მინდოდა ექიმობა, პასუხი მუდამ ერთი და იგივე მქონდა – „იმიტომ, რომ ადამიანები გადავარჩინო“. მედიცინაში უამრავი სპეციალობა არსებობს, თუმცა მეანობა ერთადერთია, სადაც პაციენტი ექიმთან სიხარულით მიდის. ყველაზე ემოციურია, როდესაც ბედნიერი ქალი ჩემთან მოდის, რათა სამყაროში ახალი სიცოცხლე მოავლინოს.

 

თქვენს კარიერაში რომელ გამოცდილებას თვლით გარდამტეხად?

თითოეული ექიმის პროფესიულ გზაზე არსებობს შემთხვევები, რომლებიც განსაკუთრებით გვამახსოვრდება და ჩვენს ხედვებს ცვლის. ჩემს კარიერაშიც ბევრჯერ შემხვედრია ისეთი იშვიათი და რთული შემთხვევები, რომლებიც მანამდე მხოლოდ ლიტერატურიდან ვიცოდი. ასეთ მომენტებში გრძნობ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების სისწრაფესა და პროფესიულ ცოდნას. რა თქმა უნდა, ემოციურად რთულია მძიმე გამოცდილების გადატანა, მაგრამ ექიმი ის ადამიანია, რომელიც უკან არ იხევს და პასუხისმგებლობას ბოლომდე იღებს.

 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტის ემოციური კომფორტისთვის?

პაციენტის ნდობის მოპოვება მთავარი ნაბიჯია. როცა ქალი გრძნობს, რომ ექიმი მას ინდივიდუალურად უდგება, როგორც ახლობელს, ეს უკვე ქმნის იმ ემოციურ კომფორტს, რაც აუცილებელია. მეანობა მხოლოდ სამედიცინო პროცედურა არ არის – ეს არის სითბო, მხარდაჭერა და მჭიდრო კავშირი, რომელიც ქალს ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებას აძლევს.

 

საკმაოდ სენსიტიურ და რთულ სფეროს ემსახურებით. როგორ ინარჩუნებთ ემოციურ ბალანსს?

პროფესიისადმი სიყვარული და პაციენტის ერთგულება ჩემთვის მთავარ საყრდენად იქცა. ექიმიც ისეთივე ადამიანია, როგორც სხვები – ჩვენც გვაქვს სირთულეები და სისუსტეები, თუმცა, ამ სფეროში მიღებული გამოცდილება და სხვადასხვა საყვარელი საქმიანობისთვის დროის გამონახვა – სპორტი, მხატვრული ლიტერატურა, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, გვეხმარება ემოციურად რთული დღეების განეიტრალებასა და ენერგიულად ყოფნაში.

 

რას ნიშნავს თქვენთვის პროფესიული წარმატება?

მეანობა მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო დარგია. ჩვენ ხელში არა მხოლოდ ერთი, არამედ ორი სიცოცხლეა – დედის და შვილის. სწორედ ამიტომ, თითოეული გადაწყვეტილება ორმაგად მნიშვნელოვანია. ჩემი პროფესიული წარმატება პირდაპირ უკავშირდება იმ უკუკავშირს, რასაც პაციენტებისგან ვიღებ. თითოეული კმაყოფილი ქალი, თითოეული ახალშობილი, რომელიც ჯანმრთელად იბადება, ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. ეს არის ენდორფინის ყველაზე ძლიერი წყარო, რაც მაძლევს ძალას, განვაგრძო გზა და არასოდეს დავთმო ეს პროფესია.

ჩემთვის წარმატება მხოლოდ პროფესიული მიღწევებით არ განისაზღვრება. ეს არის ყოველდღიური შესაძლებლობა, რომ ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტის თანამონაწილე გავხდე. როდესაც პაციენტი წლების შემდეგაც კი მადლობას გიხდის და სიხარულს გიზიარებს – სწორედ ეს არის ნამდვილი გამარჯვება, რომელიც ყველა ტიტულსა თუ სტატუსზე მაღლა დგას.

 

 

 

ტექსტი: მარიამ ჩოქური

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025
#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

October 14, 2025
#OK! ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის ქალიშვილის დაბადების დღის წვეულებაზე მიმავალი დუა ლიპა, იოლანდა, ბელა და მუჰამედ ჰადიდები

#OK! ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის ქალიშვილის დაბადების დღის წვეულებაზე მიმავალი დუა ლიპა, იოლანდა, ბელა და მუჰამედ ჰადიდები

September 20, 2021
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის 2022 წლის დაჯილდოებაზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის 2022 წლის დაჯილდოებაზე

April 8, 2022
#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

October 27, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

#OK! ირლანდია ემიგრანტებს 84 000 ევროს გადაუხდის, თუმცა ერთი პირობით

December 1, 2025
#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! დეკემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 2, 2025
#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 28, 2025
#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

November 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები