• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – ნინო იობაშვილი

October 15, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

რუბრიკა OK! მენეჯერის სტუმარი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სფეროში წარმატებული სპეციალისტი, ფეისბუქ ჯგუფის „ქუთაისი დღეს“ დამფუძნებელი და პედაგოგიური ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი ნინო იობაშვილია.

მისი ცხოვრება არც მარტივი იყო და არც ჩვეულებრივი. 15 წლის ასაკში გათხოვდა, სკოლა მიატოვა და ბავშვობის ოცნებაზე – ჟურნალისტობაზე – დროებით უარი თქვა. თუმცა, მისი ამბავი იმის ნათელი მაგალითია, რომ არც ერთი რთული დასაწყისი არ ნიშნავს დასასრულს.

ნინო, როგორ დაიწყო თქვენი გზა და რა იყო მთავარი გამოწვევა, რომელმაც აქამდე მოგიყვანათ?
ჩემი ცხოვრება სტანდარტულად არ დაწყებულა და არც სტანდარტულად განვითარდა. 15 წლის ასაკში გავთხოვდი და სკოლა მივატოვე. ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ცხოვრება სხვა მიმართულებით წამიყვანა.
მიუხედავად ყველაფრისა, განათლებისა და განვითარების სურვილი არასდროს დამიკარგავს. დღეს უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე ვარ და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სფეროში ვმუშაობ.

როგორ მოხვდით საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?
პიარში ჩემი კარიერა დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო, საქართველოს ცხოველთა ფედერაციაში. ეს იყო ჩემი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი შანსი. შემდეგ გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით გავაფართოვე — ვიმუშავე საფინანსო ორგანიზაციებში („ბაგირა“, „ელსედე კრედიტი“), კომპანიებში „ქუთათური“, „სპარტ დენტალი“, „ენიმალ ფლანეთი“, „ველფარ ჯორჯია“, „ეკომაქს ჯორჯია“ და სხვაგან.
დღეს ვფლობ ფეისბუქ ჯგუფს „ქუთაისი დღეს“, სადაც 20 000-ზე მეტი აქტიური წევრია. ვმონაწილეობ სოციალურ კამპანიებში და მუდმივად ვცდილობ პროფესიულად განვვითარდე.

როგორ მოახერხეთ განათლებასთან დაბრუნება?
როცა ჩემი თანაკლასელები “ბოლო ზარზე” დავინახე, მივხვდი, რომ განათლების გარეშე ბევრს ვკარგავდი. მაშინ უკვე ორსულად ვიყავი და შიში გამიჩნდა, როგორი დედა ვიქნებოდი. სწორედ ამ შიშმა გამაძლიერა. ექსტერნად დავხურე სამი კლასი, სკოლა დავამთავრე და სრულიად მოუმზადებელი გავედი ეროვნულ გამოცდებზე. მიუხედავად სირთულეებისა, უფასო ფაკულტეტზე ჩავაბარე და საბოლოოდ მაგისტრის ხარისხიც მივიღე.

ამბობთ, რომ ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ოცნებობდით. ახდა ეს ოცნება?
დიახ, ნაწილობრივ. 12–13 წლის ასაკში ვსწავლობდი საბავშვო ტელევიზია „ინკოგნიტოში“ და მაშინ გამიჩნდა ჟურნალისტიკისადმი სიყვარული.
დღეს, როცა პიარში ვმუშაობ, ვწერ ბლოგებს, ვამზადებ სიუჟეტებს, ვიღებ, ვამონტაჟებ და ვწევ ინტერვიუებს — ეს პროფესიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და სწორედ ეს მაბედნიერებს.

რა გაძლევთ ყველაზე დიდ ძალას და მოტივაციას?
ჩემი უდიდესი მოტივაცია ჩემი შვილია — დაჩი.
ის არის მიზეზი, რის გამოც დავიბრუნე საკუთარი თავი, განათლება და კარიერა. როცა მის თვალებში ამაყობას ვხედავ, ვხვდები, რომ ყველა სირთულე ღირდა.
ასევე, ჩემთვის დიდი მოტივაციაა ჩემი მშობლები, რომლებიც აღარ მყავს. მჯერა, რომ იქ სადაც არიან, მხედავენ და მინდა ჩემით ამაყობდნენ — ეს განცდა ყოველთვის მმატებს ძალას.

თქვენი აზრით, რა არის მთავარი მიზნების მისაღწევად?
პირველ რიგში – საკუთარი თავის რწმენა.
წარმატება მოითხოვს შრომას, თანმიმდევრულობას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვინც შენს ირგვლივ არიან. მე გამიმართლა – ჩემი ოჯახი, მეუღლე, პედაგოგები და ლექტორები მუდამ გვერდში მედგნენ, რაც უდიდესი ძალაა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩემს განვითარებაში წვლილი შეიტანა.

რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა იწყებს კარიერას ან ფიქრობს, რომ გვიანია?
არასდროს თქვათ უარი ოცნებებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გგონიათ — დრო გასულია.
გამოიყენეთ ყველა შანსი, თუნდაც ძალიან პატარა იყოს.
ხუთი წლის წინ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ სფეროში ვიქნებოდი.
და რაც მთავარია — იყავით მადლიერები, მადლიერება ყოველთვის ახალ შესაძლებლობებს გიხსნით.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
განვითარებას არ ვწყვეტ. წელს გადავწყვიტე, ჩავაბარო ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ პროფესიულ სასწავლებელში, შემდეგი ნაბიჯი კი დოქტორანტურაა.
მინდა ჩემი გამოცდილება სხვებისთვის მაგალითი გავხადო და დავანახო, რომ არასტანდარტული დასაწყისი არ ნიშნავს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევ.
ყველაზე მეტად კი მინდა პატარა ასაკში დაოჯახებული გოგონებისთვის ვიყო მაგალითი.
როგორც კოელიო ამბობს:

„სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს თავის გზას ეწიოს.“
ხოდა, მეც სწორედ ასე ვაპირებ — ჩემი გზით სიარულს.

ასევე გაეცანი

#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე
OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – ანანო თოფურიძე

December 1, 2025
#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან
OK! მენეჯერი

#OK! ტექნოლოგიებში თითოეული ქალის ხმა ქმნის არა საკუთარ, არამედ სხვა ქალების წარმატებასაც – ინტერვიუ თათია კობერიძესთან

October 10, 2025
#OK! მენეჯერი – ნათია ორველაშვილი
OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – ნათია ორველაშვილი

August 25, 2025
#OK! მენეჯერი – ნოკა ბაინდურაშვილი
OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – ნოკა ბაინდურაშვილი

September 2, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებმაც 2021 წელს სილამაზის საკუთარი ბრენდი შექმნეს

#OK! ცნობილი ადამიანები, რომლებმაც 2021 წელს სილამაზის საკუთარი ბრენდი შექმნეს

January 13, 2022
#OK! Pabellón Hotel – სასტუმრო, რომელიც კახეთის წარსულსა და აწმყოს ჰარმონიულად აერთიანებს

#OK! Pabellón Hotel – სასტუმრო, რომელიც კახეთის წარსულსა და აწმყოს ჰარმონიულად აერთიანებს

September 9, 2025
#OK! ჯიჯი ჰადიდის ფერადი იმიჯი: მოდელი ქალიშვილთან ერთად ადგილობრივ პარკში სეირნობს

#OK! ჯიჯი ჰადიდის ფერადი იმიჯი: მოდელი ქალიშვილთან ერთად ადგილობრივ პარკში სეირნობს

April 2, 2021
#OK! ავტომექანიკოსი ქალები – გზა პროფესიული ოცნების ასრულებისკენ

#OK! ავტომექანიკოსი ქალები – გზა პროფესიული ოცნების ასრულებისკენ

March 7, 2025

კვირის ჰიტები

#OK! სელინ დიონმა გულშემატკივრებს მადლიერების დღე ემოციურად მიულოცა

#OK! სელინ დიონმა გულშემატკივრებს მადლიერების დღე ემოციურად მიულოცა

November 28, 2025
#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

#OK! ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი უსახლკაროების დასახმარებლად 102 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

December 2, 2025
#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

December 2, 2025
#OK! მოდის ბლოგერს, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ციხე ემუქრება

#OK! მოდის ბლოგერს, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა, ციხე ემუქრება

November 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები