• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! AZTIF 2025 – ალპური ზონის თეატრების I საერთაშორისო ფესტივალი იწყება

August 27, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

აჭარის მაღალმთიან რაიონში, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტში, 2025 წლის 9-დან 11 სექტემბრამდე იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ბაზაზე, – „ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი” გაიმართება. ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – თამაზ ბოლქვაძეა, ფესტივალის მენეჯერი კი – მარეხ ტუღუში. ფესტივალი აერთიანებს საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას, როგორებიცაა: დრამატული თეატრი, თოჯინების თეატრი, მუსიკალური თეატრი, საცირკო ხელოვნება და ფოლკლორი.

„ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალის” მიზანია მთის თეატრებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო პლატფორმის დაარსება; ხულოს თეატრის, როგორც რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრის წარმოჩენა, პოპულარიზაცია. მაღალმთიანი რეგიონისადმი ინტერესის გაძლიერება, ფესტივალის განხორცილებაში კერძო სექტორის ჩართულობა, ორმხრივი ინტერესის გაძლიერება,საქართველოს მთის თეატრებსა და კულტურის ცენტრებში არსებული სურათის გამოკვეთა და მათი განვითარების ხელშეწყობა.

საფესტივალო დღეები 4 სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლის ჩვენებას მოიცავს; მთის თეატრების გამოწვევების შესახებ საჯარო დისკუსია- კონფერენციას თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის მოდერაციით ვორქშოპების სერიას, რომელთაც მოწვეული საერთაშორისო
სპეციალისტები ჩაატარებენ: იაპონიიდან – რეჟისორი – აცუში კაკუმოტო, ,,ცხოვრება მთაში და ცხოვრება ზღვის სანაპიროზე,’’ საქართველოდან – მანანა ხელაია – ,,მსახიობი და მისი შინაგანი ენერგია,’’ გერმანიიდან – რეჟისორი – ვალერია ბარჩალ ჩორთ – ,,ბალანსი
სინათლესა და სიბნელეს შორის.’’ საფესტივალო აქტივობები – წარმოდგენილი იქნება ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე: თეატრი, თეატრის მიმდებარე ღია სივრცე, მწვანე ტბა.

ფესტივალის პირველ სეზონში მონაწილეობენ: ლეო ფილფანის სახელობის სვანეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი,
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თეატრალური დასი, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი და მასპინძელი – იუსუფ
ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო თეატრი. მოწვეული სპეციალისტები: საქართველო – თეატრმცოდნე – ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის დირექტორი, ელექტრონული ჟურნალის
Theatrelife.ge გენერალური რედაქტორი. თეატრმცოდნე ნერონ აბულაძე, მანანა ხელაია, რეჟისორი – ვალერია ბარჩალ ჩორთ გერმანიიდან – თეატრალური კომპანიების Insfire და Harmonatopeia Collective – თანადამფუძნებელი და იაპონიიდან რეჟისორი – აცუში კაკუმოტო – თეატრის ისტორიის მკვლევარი, d’UOMO ex machina-ს კომპანიის დირექტორი

ფესტივალის მხარდამჭერები: აჭარის კულტურის სამინისტრო, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია, ხულოს კულტურის ცენტრი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია და რადიო, გაზეთი
აჭარა, Theatre Life, OK საქართველო, OK ბათუმი, Georgia Today

…
ალპური ზონის თეატრების საერთაშორისო ფესტივალი არის არასაკონკურსო ფორმატის და გაიმართება ყოველწლიურად. პროექტი ხორციელდება იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალი ხელს შეუწყობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მთის თეატრების განვითარებას, საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირების გამყარებას, გამოცდილებეის გაზიარებას და საერთაშორისო მასშტაბით ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ ალპების გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში მთლიანად, ან ნაწილობრივ მდებარეობს 8 სახელმწიფო. ესენია: საფრანგეთი, მონაკო, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, გერმანია, ავსტრია და სლოვენია. ფესტივალის პირველი სეზონი შემოიფარგლება მხოლოდ ქართული დასებით და უცხოელი წარმომადგენლებით. საქართველოს მთებში მოქმედი თეატრალური დასების ფესტივალში მონაწილეობით, ეროვნული სურათის გამოკვეთა გაადვილდება, რაც ამ თეატრებისა, თუ კულტურის ცენტრების საჭიროებებს წარმოაჩენს და პროექტის მასშტაბურობა, ფესტივალის საერთაშორისო პლატფორმად დამკვიდრება პროფესიულ ზრდასა და განვითარების გზების ძიებას შუწყობს ხელს. ის ფაქტი, რომ საქართველოში, მთაში არსებული ერთადერთი აკადემიური, მოქმედი სახელმწიფო სტატუსით დრამატული თეატრი – იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრია, თავისი 88 წლიანი ისტორიით, – ორმაგად აქცევს ყურადღების ცენტრში აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს მუნიციპალიტეტს – ხულოს.

იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 89-ე თეატრალურ სეზონს ალპური ზონის
თეატრების საერთაშორისო ფესტივალის დაარსებით 9 სექტემბერს 15:00 საათზე გახსნის.

ასევე გაეცანი

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! News

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 23, 2026
#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! BAFTA 2026 -ის კინოდაჯილდოების გამარჯვებულთა სია

February 23, 2026
#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ
OK! News

#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

February 23, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დისნეიმ „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“- ზე მუშაობა უკვე დაიწყო

#OK! დისნეიმ „კარიბის ზღვის მეკობრეები 6“- ზე მუშაობა უკვე დაიწყო

July 15, 2025
#OK! რა უპირატესობები აქვს საკრუიზო მოგზაურობას?

#OK! რა უპირატესობები აქვს საკრუიზო მოგზაურობას?

August 5, 2022
#OK! ეშლი რობერტსის მონოქრომული სტილი! მომღერალი ROTATE-ის კაბას Jacquemus-ის ჩანთას უხამებს!

#OK! ეშლი რობერტსის მონოქრომული სტილი! მომღერალი ROTATE-ის კაბას Jacquemus-ის ჩანთას უხამებს!

May 19, 2021
#OK! მარტის თვეში More Beauty სიურპრიზებში ჩაძირვას გპირდებათ

#OK! მარტის თვეში More Beauty სიურპრიზებში ჩაძირვას გპირდებათ

March 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

February 18, 2026
#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

#OK! დიდი გამარჯვება 2 წლიანი პაუზის შემდეგ – ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ

February 23, 2026
#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026
#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

#OK! ციური ვალსი – ზამთრის ბოლო დღეს ექვსი პლანეტა აღლუმზე შეიკრიბება

February 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები