• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 13, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

„მემუარის“ ამბავი ძველ უბანში იწყება, სადაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ.

1892 წელს, ებრაელებისა და ფრანგების დასახლებას შორის ორსართულიანი სახლი ააშენეს. მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ის ებრაელ ვაჭარს ეკუთვნოდა.

 

როგორ გაჩნდა სასტუმროს დაფუძნების იდეა?

სასტუმრო ქუთაისელ ქალბატონ ფატიმა კელესიდისსა და მის ოჯახს ეკუთვნის. ის ცნობილ დიზაინერს, ესმა ხეცურიანს დაუკავშირდა.

ასე გაჩნდა რუკაზე ნიუ პორტის #5-ში „მემუარი“ 17 ნომრით, 49 ადგილითა და გამორჩეული დიზაინით.

ესმამ ძველი უბნის ძველ სახლში ძველი ისტორიები გააცოცხლა, ახალი სული ჩაუდგა და თითოეული დეტალი მემუარული რაკურსით წარმოადგინა.

 

 

 

როგორ შეარჩიეთ სახელი?

სახელი „მემუარი“ ესმა ხეცურიანის დიზაინკონცეფციისთვის ცნობილმა კომპანია „გასტრონავტმა“ შექმნა. 15 ადამიანის ისტორია, რომლებმაც თავიანთი განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მწერლობაში, ხელოვნებაში, ქორეოგრაფიაში, მხატვრობაში, თეატრსა და მუსიკაში: აკაკი, წერეთელი, ფელიქს ვარლა, ზაქარია ფალიაშვილი, ცისფერყანწელები, დები იშხნელები, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეები, ჯორჯ ბალანჩინი, ვლადიმერ მაიაკოვსკი, დავით კლდიაშვილი, ლადო მესხიშვილი, ბორის გაპონოვი, გალაკტიონი და მერი, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე ოცხელი და ვერიკო ანჯაფარიძე ერთმანეთს ენაცვლებიან და ესმას თვალით დანახული სასტუმროს კედლებიდან თანამედროვე პოსტერების სახით გვეგებებიან. პოსტერების დიზაინზე მარიამ ქორჩილავამ იმუშავა.

ვასილ ამაშუკელი, ულამაზესი მერი შერვაშიძე და მშვენიერი აგრაფინა ჯაფარიძე, თამადობით განთქმული პიპინია მიქელაძე, ცნობილი პედაგოგი, სილოვან ხუნდაძე და სხვა საინტერესო ადამიანები – „მემუარში“ იმ გამორჩეული ქუთაისელების ფოტოებს შეხვდებით, ქალაქი განსაკუთრებით რომ უყვარდათ და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავდნენ.

სტუმრებს დები იშხნელების უტკბილესი ჰანგებითა და ზაქარია ფალიაშვილის საოპერო კომპოზიციებით ეგებებიან. ეს მელოდიები წინა საუკუნეებში დაგაბრუნებთ და სიძველეებთან ერთად თანამედროვეობაში იმოგზაურებთ.

 

„მემუარის“ გასტრონომიას თუ ეტყობა ქუთაისური ხაზი?

„მემუარის“ გასტრონომიული მიმართულება მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ძველი ქუთაისია, მდიდარი ქუთაისური, ებრაული, პოლონური თუ ფრანგული ელემენტებით.

მემუარული გემოები სტუმრებს ძველ წლებში აბრუნებს და თავის ახლობელ დეიდას, მეზობელს, ნაცნობს ახსენებს, რომელიც საოცარი კულინარი იყო და ქალაქში იცნობდნენ, როგორც რომელიმე კერძის დიდოსტატს.

მონატრებული არომატებისა და გემოების გაცოცხლებაზე ქუთაისის სიყვარულით ამ ქალაქში დაბრუნებული პროფესიონალი შეფმზარეული იზრუნებს.

 

 

ღვინის სივრცე

„მემუარში“ გამორჩეული ინტერიერის ღვინის სივრცესაც შეხვდებით, სადაც ცნობილი და, ამავდროულად, ახალბედა ღვინის მარნების პოპულარიზაცია ხდება. მთავარი გზავნილი ტურისტებისთვის იმ რვაათასწლიანი ისტორიის გაცნობაა, რომელიც საქართველოს ღვინის წარმოებასთან აკავშირებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველო ისტორიულად ღვინის სამშობლოა.

 

 

ტექსტი:  მარიშა ანთია

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა
Fashion News

#OK! ოლივერ რუსტანმა 14 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Balmain-ი დატოვა

November 7, 2025
#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები
Gastro

#OK! HOTELS & PREFERENCE HUALING TBILISI რესტორანი Ensemble – გამორჩეული ჩინური კერძები

October 12, 2025
#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! შეანელესვლა

#OK! შეანელესვლა

April 1, 2025
#OK! პირველი კულტურული ატრაქცია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში – ITB Berlin

#OK! პირველი კულტურული ატრაქცია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში – ITB Berlin

June 5, 2023
#OK! „ძალიან რთულია , როცა სცენაზე გადიხარ და იცი, რომ მზად არ ხარ“ – თათა გიორგობიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

#OK! „ძალიან რთულია , როცა სცენაზე გადიხარ და იცი, რომ მზად არ ხარ“ – თათა გიორგობიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

January 12, 2023
#OK! ჯიჯი ჰადიდის ახალი ვარცხნილობა, რის გამოც მას დონატელა ვერსაჩეს ამსგავსებენ

#OK! ჯიჯი ჰადიდის ახალი ვარცხნილობა, რის გამოც მას დონატელა ვერსაჩეს ამსგავსებენ

March 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება

#OK! ქეით მიდლტონი საშობაო მსახურებას ოფიციალურად უბრუნდება

November 14, 2025
#OK! ნათია შათირიშვილი ბრიტანეთის ბიზნეს და პროფესიონალი ქალების ორგანიზაციის BPW-ს წევრი გახდა

#OK! ნათია შათირიშვილი ბრიტანეთის ბიზნეს და პროფესიონალი ქალების ორგანიზაციის BPW-ს წევრი გახდა

November 8, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

November 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები