• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Business

#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

ქუთაისს კომფორტულ და თანამედროვე საცხოვრებელ გარემოს სთავაზობს

July 5, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

„ლოკროსი“ დეველოპერული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია ერთი საერთო იდეის გარშემო, – ქუთაისს, მისი ისტორიის გათვალისწინებით, მისცეს ახალი სიცოცხლე, პატივი სცეს მის კულტურას, არქიტექტურას და წესებს. ამავდროულად, ქალაქის განვითარებაში ღირსეული წვლილი შეიტანოს, შექმნას თანამედროვე და კომფორტული სივრცეები, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ადამიანის სურვილებზეა მორგებული. სწორედ ამ ღირებულებებით შეიქმნა „ლოკროსი“, რომლის შესახებაც მეტ დეტალს ჟურნალ OK! ქუთაისიდან კომპანიის დამუძნებლების, გიორგი მაკასარაშვილისა და გურამ შალამბერიძისგან შეიტყობთ.

 

 

 

გვიამბეთ კომპანიის საქმიანობის შესახებ.

კომპანიის სტრატეგია მიმართულია, შექმნას კომფორტული და მყუდრო სივრცეები მობინადრეებისთვის, რისთვისაც თავდაპირველად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილმდებარეობის შერჩევას. საყურადღებოა, ადგილი შეირჩეს ეკოლოგიურ და, ამავდროულად, ქალაქის აქტიურ ზონაში, რაც მომავალი მობინადრეებისთვის საქმიანი დღის შემდეგ მშვიდ, დაცულ და გამწვანებულ გარემოს გულისხმობს.

 

 

ვინ არიან კომპანიაში დასაქმებული ადამიანები? გვესაუბრეთ გუნდის შესახებ.

როდესაც იდეის რეალობად გარდაქმნის პროცესი დაიწყო, საჭირო გახდა მრავალი კვალიფიკაციური კადრის მოძებნა. თითოეულ ეტაპზე ჩვენი გადაწყვეტილება იყო, გვეთანამშრომლა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც გამოირჩეოდნენ მაღალი სტანდარტებით. პროცესისას შევიძინეთ ახალი მეგობრები და შეიკრა გუნდი ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც კონკრეტული მიმართულებებით გამოირჩევიან თავიანთი პროფესიონალიზმით, რაც თავის თავში მოიაზრებს ცოდნას, გამოცდილებას, ინოვატორობას, დეტალებისადმი დიდი ყურადღების დათმობას და ა.შ.

 

 

 

 

რა არის მთავარი ნიშა, რომელიც „ლოკროსს“ გამოარჩევს?

ის, რაც სხვა დეველოპერული კომპანიებისგან გამოგვარჩევს, ვფიქრობთ, არის ჩვენი მიდგომა დეველოპერულ სფეროსთან მიმართებით. დღეს ბევრი კომპანია ჰპირდება მომხმარებელს „პრემიუმ“ ხარისხს, თითქოს ამ სიტყვამაც დაკარგა თავისი აზრი და გაიცვითა. საინტერესოა, პრემიუმ ხარისხში რა იგულისხმება? მასალების ხარისხი? შესრულებული საქმე? მაღალი ხარისხის პროდუქტი კი აირჩევა, მაგრამ როცა შემსრულებელი კვალიფიციური კადრი არ არის, ადვილი მისახვედრია, რომ ეს იმ შედეგის არმიღებას გამოიწვევს, რასაც პროდუქტი გვთავაზობს. „ლოკროსის“ გუნდს მიაჩნია, რომ თითოეული საქმე უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია, რაც მაღალი ხარისხის პროდუქტის სწორ და გრძევლადიან ექსპლუატაციას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი სამშენებლო პროცესი დიდი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია Floors-ს ვანდეთ. სწორი ორგანიზება მშენებლობის პროცესის სწრაფ და ხარისხიან მართვას განაპირობებს.

 

რა მომსახურებას სთავაზობთ მობინადრეებს?

Inside Bukhaidze-ის პროექტში დაგეგმილი გვაქვს, კომერციული ფართების ნაწილში ვითანამშრომლოთ საინტერესო კომპანიებთან, რომლის საშუალებითაც ჩვენი პროექტის ბინადრებს დამატებითი კომფორტის სახით შეექმნებათ გასტრონომიული კუთხე, სატრენაჟორო, მოსასვენებელი, გამაჯანსაღებელი და სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები. ასევე, ჩვენი პროექტები აღჭურვილია თანამედროვე სამგზავრო და სატვირთო ლიფტებით, საპარკინგე სივრცეებით, დიდი ყურადღება ეთმობა შენობების ენერგოეფექტურობას, სადაც ძირითადი მასალები არახელოვნურია და სახლის ბუნებრივ განიავებას ხელს უწყობს.

 

 

რა სახისა და ხარისხის მასალას იყენებთ მშენებლობისას და როგორია მუშაობის პროცესი?

სამშენებლო კომპანია Floors-ის გამოცდილება გვეხმარება ამ ნაწილში, რადგან დღეს სამშენებლო ბაზარი მასალების დიდ არჩევანს გვთავაზობს, შეცვლილია და დახვეწილია როგორც შენობის მდგრადობისკენ მიმართული მასალები, ასევე საფასადე ესთეტიკის ნაწილი, რაც ბადებს შეგრძნებას, რომ თითქოს უნდა გამარტივდეს სწორი პროდუქტის შერჩევა, თუმცა, ამავდროულად, მათი სიმრავლიდან გამომდინარე, სირთულეს წარმოადგენს წარმომავლობის დადგენა. ამიტომ სხვადასხვა ეტაპზე თითოეული მასალის სრული შესწავლა ხდება, რის შემდეგაც უკვე სამშენებლო მოედანზე მის გამართულად მონტაჟს ექცევა ყურადღება.

 

 

გაგვაცანით მიმდინარე პროექტები, რა უპირატესობები აქვს „ლოკროსის“ პროექტებს?

Inside Bukhaidze და „ორთაჭალის ტურფა“, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან განსხვავებული პროექტებია, თითქოს მათ არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეთ. განსხვავებული არქიტექტურა, სხვადასხვა საფასადე მასალები. ერთი თბილისში, მეორე კი ქუთაისში მდებარეობს. მაგრამ მათ შორის მთავარი იდეა, რაც უკვე ვახსენეთ, თუ რა ფასეულობებით იქმნება ჩვენი შენობები, ნამდვილად შესამჩნევია.

პირველ ეტაპზე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ადგილმდებაროების შერჩევას, რაც უპირველესად, უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანების მოთხოვნებს, მაგალითად, Inside Bukhaidze – ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, გარშემო აქვს რამდენიმე სკოლა, ასევე, საბავშვო ბაღები, სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრი „ოლიმპიური აუზი“, საქართველოს საფეხბურთო ფედერაციის მოედნები, საჯარო სამსახურები, სავაჭრო ცენტრი „კარფური“ და ადამიანისთვის მნიშვნელოვანი სხვა სივრცეები. არქიტექტურულ ჭრილში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Ma archithects-ის ჯგუფმა მოლოდინს გადააჭარბა და ქალაქისთვის დასამახსოვრებელი პროექტი შექმნა.

ხოლო რაც შეეხება „ორთაჭალის ტურფას“, ექსტერიერზე გამოყენებულია ქართული აგური, აქვს ტერასული არქიტექტურა და შესანიშნავი ხედები ბულვარსა და მტკვარზე. აგურის შერჩევის მომენტში ნაფიქრია როგორც ძველი თბილისის ხასიათის ნაწილზე, ასევე თანამედროვე ენერგოეფექტურობის ბუნებრივი შედეგის მიღებაზე, რაც განპირობებულია აგურის აშენებით და არა მოპირკეთებით.

 

 

გვესაუბრეთ აქციების შესახებ, რომელსაც მომხმარებელს პერიოდულად სთავაზობთ.

საინტერესო მიდგომა გვაქვს ბინების მსურველთათვის, მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ მათ მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, განვიხილოთ და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება აქციების ნაწილს, დაგეგმილი გვაქვს საზაფხულო შეთავაზება ყველაზე მოთხოვნად ბინებზე, რა დროსაც ბინის შეძენის მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ, მინიმალურ ფასად და მაქსიმალურად მორგებული პირობებით შეიძინონ საცხოვრებელი.

 

კომპანიის სამომავლო გეგმები…

„ლოკროსს“ თანამედროვე სამშენებლო სტანდარტების დანერგვის ჯანსაღი ამბიცია გააჩნია. დეველოპერული და სამშენებლო სექტორი დღეს ეკონომიკური ბაზრის მამოძრავებელი ძალაა, უამრავი კომპანიის წინაშე გიწევს შენი ადგილის დამკვიდრება და შენი შესაძლებლობების წარმოჩენა. გამომდინარე აქედან, „ლოკროსი“ მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული. მაქსიმალურად ახლოს ვართ ტექნოლოგიურ სიახლეებთან და ვცდილობთ დავნერგოთ ჩვენს შენობებშიც. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ჩვენს მომავალ პროექტებზე და აქტიურად ვთანამშრომლობთ მომავალ პარტნიორებთან.

 

 

ტექსტი:  მარიამ ირემაძე

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025
ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია
OK! ქუთაისი

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“
OK! ქუთაისი

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება
OK! Business

#OK! “ინტელიგო“-ს ბიზნეს სტარტის კურსი ივლისში ბათუმში ჩატარდება

July 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! დემნა გვასალია თბილისის საპატიო მოქალაქეა

#OK! დემნა გვასალია თბილისის საპატიო მოქალაქეა

October 5, 2022
#OK! იუნა შაფათავა And Just Like That-ის მეცხრე ეპიზოდში გამოჩნდა

#OK! იუნა შაფათავა And Just Like That-ის მეცხრე ეპიზოდში გამოჩნდა

February 4, 2022
#OK! ჰამა – აქციე სურვილი ხელნაკეთ რეალობად

#OK! ჰამა – აქციე სურვილი ხელნაკეთ რეალობად

December 2, 2021
#OK! უკრაინელი დიზაინერები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

#OK! უკრაინელი დიზაინერები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

April 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ

#OK! Wimbledon 2025 ფინალურ ფაზაში შევიდა – საინტერესო ფაქტები ტურნირის შესახებ

July 12, 2025
#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025
ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები