• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

„სიკვდილში ლირიკა შევიტანე“ – ტარიელ ხარხელაური

June 9, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ჭიშკარში სევდიანი ღიმილით შეგვეგება. გარემო, რომელშიც ცხოვრობს, მასავით უბრალო და ღრმაა – გვირილებით მოფენილი ეზო, სახლში ბევრი წიგნი და ხელნაწერები, რომელში ჩაჭყეტვაც ძალიან მომინდა, მაგრამ ვერ გავბედე. მადლიანი სიღრმე გიყურებს ტარიელ ხარხელაურის თვალებიდან. 30 წლამდე წერდა და ხევდა. ცხვარში 12 წელი გაატარა – საკუთარ თავს ეომებოდა. მერე შვილის მკვლელს აპატია. თქვენ რომ წახვალთ, უნდა ვიფიქრო, რისთვის მოხვედით და ჩემგან რა წაიღეთო. მე არ ვიცი, რა დავუტოვე, მაგრამ იმ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სიდიადე უბრალოებაშია.

 

 

ტარიელ ხალხელაური: ლექსი სკოლის ასაკში მოვიდა, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს დიდხანს გასტანდა. ვფიქრობდი, ყმაწვილობის გატაცება იყო. მაგრამ არ დამტოვა, დარჩა ჩემთან. აქ ეგაა მთავარი, შეინარჩუნებ თუ არა, რასაც პოეზიის მადლი ჰქვია. მგონია, რომ შევინარჩუნე. მე დავიბადე იმ საუკენეში, სადაც ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი, ტიციანი, პაოლო ცხოვრობდა. სახიფათოა, პოეზიით თრობას მიეცე. ეს სახელები არ გაძლევენ ამის უფლებას. პოეზიით თრობამ ამპარტავნობაში არ უნდა ჩაგაგდოს, რომ სახელისთვის არ გამოიყენო. შენ უნდა ემსახურო, კი არ უნდა იმსახურო პოეზია.

არასოდეს ვიყავი ჩემი ლექსების დაბეჭვდის მომხრე. ვწერდი და მერე ვხევდი. 30 წლის ვიყავი, როცა ჩემი ლექსები დაიბეჭდა. ჩემს მეზობლად კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე დასახლდა. ვიღაცამ უთხრა ჩემზე, რაღაცებს წერსო. ისიც დაინტერესდა, რას ვწერდი. პირველი რომელი ლექსიც წაიკითხა, მერე სიმღერაც დაწერა. მერე შემომთავაზა, თუ მაინც გადაწყვეტილი გაქვს, რომ ლექსები უნდა დახიო, ჩემთან დატოვე, მე წავიკითხავო. ძალიან მიყვარდა რეზო ინანიშვილი და მისი გაცნობა მინდოდა. იაკობმა ლექსების დაბეჭდვა რომ შემომთავაზა, ვუთხარი, რეზო თუ იტყვის, რომ დავბეჭდო, მაშინ თანახმა ვარ-მეთქი. გავიცანი საოცარი ბუნების რეზო ინანიშვილი. პირველი ლექსის პირველი სტრიქონი წაიკითხა და თქვა: მე ამ სტრიქონის ავტორს რჩევას ვერ მივცემ, როგორ წეროსო.

 

 

 

პოეზიის სამსახურში

გლეხი ვიყავი და გლეხად დავრჩი. პოეტი ხარ მხოლოდ ლექსის წერის დროს – რამდენიმე წუთი, ხანდახან კითხვის დროსაც. სხვა დროს ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ. როცა არ ვწერ, მწყემსი ვარ, ხან მიწის მუშა – ვთოხნი, ვბარავ. 12 წელი ცხვარში გავატარე – ჩვენს ოჯახში მეცხვარეობა ტრადიცია იყო. აქ გავურბოდი სახელმწიფო სამსახურს, არ მიყვარს. მე ვემსახურები ყველაზე დიდს და ყველაზე სუფთას – პოეზიას. არ ვწვალობ ლექსის წერისას, ვერ ნახავთ ჩემს ნაწერებში გადაკეთებულ სტრიქონს. ლექსი ხან სად დაგეწევა და ხან სად, შეიძლება მინდორში მოვიდეს და იქ უნდა დაწერო. ახალგაზრდობის დროს შემეძლო 3-4 ლექსი დამემახსოვრებინა ზეპირად. მაგიდასთან დაწერილი ლექსი მე არ მიყვარს. არიან ნიჭიერი პოეტები, რომლებსაც წერა შეუძლიათ, სამწუხაროდ, მე წერა არ შემიძლია.

 

ცხვარში

ცხვარში ნებისყოფა მინდოდა გამომეცადა ბუნებასთან ჭიდილში, ადამიანებთან ურთიერთობაში. არაა ადვილი მწყემსობა – დარსა და ავდარში ნაბდის ქვეშ ხარ ღია ცის ქვეშ. ზოგჯერ ყოფილა, მთელი თვე ავდარში ნაბადში გამიტარებია. დაწვები სველი, ადგები სველი. ნაბდის ქვეშ ვახშმობ. ეს ხასიათის წრთობა იყო, საკუთარ თავს უნდა ეომო. ნაწილობრივ მოვიგე ეს ომი. რასაც ვემსახურები, იმაში ხელს არ მიშლის. დედა ფშაველი მყავდა, მამით ხევსური ვარ – ჯიუტიც ვარ, არ გავტყდი. ყველა სიამოვნებაზე უნდა თქვა უარი. ბედმა ისეთი მეუღლე მარგუნა, რომელმაც ყველაფერი მაპატია. შენ კაცი ხარ, სარჩო უნდა მოიტანო – დანარჩენი ყველაფრისგან გამათავისუფლა.

 

 

მარტოობა

მე მაქვს ჩემი სივრცე, მარტო უნდა ვიყო. აქ არავინ უნდა იყოს. 2-3 დღე შეიძლება, მერე მე ვბობოქრობ. როცა წერა მინდება, სიმშვიდე მჭირდება. ხმამაღლა ვსაუბრობ, სტრიქონს ვამოწმებ. ტექნიკისგან შორს ვარ, ტელეფონზეც უარი ვთქვი. ხმა უნდა გამოვურთო, დამირეკავენ და არ ვუპასუხებ – არ გვკადრულობსო, იტყვიან, ამპარტავანი გახდაო. ამიტომ ტელეფონი არ მჭირდება. ქალაქშიც ორ დღეზე მეტხანს ვერ ვჩერდები. ჩავდივარ, როცა ღონისძიებაა, იმიტომ, რომ ამ სიყვარულის ვალია გადასახდელი. შვილიშვილების თაობას რომ უყვარხარ, ვალი არ უნდა დაუბრუნო?! საჩუქრად კი არ მოგეცა. შვილიშვილებისა და შვილთაშვილების თაობა რომ მოდის, გულზე თავს დაგადებს – ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის დედამიწაზე.

აგერ რამდენი წიგნი მაქვს, ჰომეროსია ჩემთან, მარტო ვარ? გოეთეა ჩემთან, არ ვარ მარტო. ვაჟა სულ ჩემთანაა. მარტო მაშინ ხარ, როცა შენს ცხოვრებას მიზანი არ აქვს, როცა დღევანდელი დღით ხარ და კი არ ცხოვრობ, ცოცხლობ. მე სიცოცხლის ხანგრძლივობა კი არ მაინტერესებს, არამედ სიცოცხლის ხარისხი. როგორ იცხოვრე, როგორ ემსახურე, შეძელი თუ არა. ხან ვკითხულობ, მერე გავდივარ – ფიზიკურად ვმუშაობ, ფიქრისთვის ყველაზე კარგია მუშაობა. შენი ცხოვრების წესი გაქვს – დილით უნდა გაიღვიძო ადრე და იმავე საღამოს დაიძინო. აი, დღეს სანამ დავიძინებ, უნდა ვიფიქრო – სტუმრები მყავდა, რა უნდოდათ ჩემგან და რა წაიღეს, მე რა დამიტოვეს. ვიყავი ამ საუბრის დროს გულწრფელი? დღეს ვინმეს რამე ხომ არ ვაწყენინე? მერე ბოდიში უნდა მოუხადო უფალს, ვინმეს ტკივილი თუ მიაყენე, „მამაო ჩვენოს“ წაიკითხავ. ფიქრისთვის გჭირდება ნახევარი საათი, მერე უნდა დაიძინო.

 

 

გაცვლილი მამაშვილობა

შენ ხომ უფლის კარნახით ცხოვრობ. არ იყო ადვილი პატიება. განსაკუთრებით პირველი დღეები. 40 რომ ხდებოდა, პატრიარქმა ითხოვა ჩემთან შეხვედრა. მკითხა, რას ფიქრობო. მთიდან ხართ, ჩემი პასუხი არ გაგიკვირდებათ – ჩემი სისხლი მართებთ-მეთქი, ვუპასუხე. ყველაფერს მოვუყევი, როგორც იყო. იცით, ტარიელ, თქვენ გაცვალეთ მამაშვილობა – ის არის მამა, შენ ხარ შვილი, შენ უნდა შეასრულო შენი მისია. ის წავიდა შენ მაგივრადო, მითხრა პატრიარქმა. ამან შემძრა. რომ დაიბადა ჩემი შვილი, ეს სტრიქონები დავუწერე:

 

„არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო, ჩემო შვილო,

ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატია“.

 

ამის ასასრულებლად დამტოვა. ჩემს შვილს ყოველდღე ვესაუბრები. მე ვერ შევძელი, სიძულვილის განცდა არა მაქვს, შენი მკვლელი არ მძულს – ვუთხარი ჩემს შვილს. ის ჩემზე უკეთესი იყო. ის უფრო ადრე მიუტევებდა, ვიდრე მე შევძელი. მან 23 წელი იცხოვრა, კი არ იცოცხლა. მისმა წასვლამ დაადუმა სოფელი. არ იყო ადვილი. ჩემს მდგომარეობაში უამრავი ვინმეა. დავდივარ ქუჩაში და შემხვდება შავებში ჩაცმული მამა, შავებში ჩაცმული დედა – მოვა და მადლობას მეუბნება, რომ მე გავაძლებინე და გადავატანინე ტკივილი. სიკვდილში ლირიკა შევიტანე – უფრო იოლი გავხადე სიკვდილი. ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდება იქით. დიდხანს სიცოცხლემ მომიწია.

შვილის სიკვდილის მერე სრულიად შეიცვალა პოეზია. ეს იყო გამოცდა, მოვერეოდი თუ არა ტკივილს. ტკივილი იყო ძალიან მძაფრი. რადგან მე მომცა უფალმა სამკაულად პოეზიის მადლი, უნდა ვემსახურო. შვილმკვდარი დედა რომ მოვა და მადლობას გადაგიხდის, ესე იგი მისია შეასრულე – სწორად იცხოვრე.

ცხოვრებაში ყველაზე მთავარია, ვიცხოვრო ისე, რომ წუთისოფლიდან გასვლისას საყვედური არავინ მითხრას – შეგეძლო და არ გააკეთე. საკმაოდ გამიხანგრძლივა წუთისოფელი უფალმა, 80 წლის ვარ. ადამიანს ყოველდღე სჭირდება მკურნალი. თქვენ რომ მოხვედით, ხომ გადავეცით ერთმანეთს სიყვარული, ესე იგი, ჩემს სამკურნალოდ მოხვედით.

 

 

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: ნანო თენოშვილი

ასევე გაეცანი

#OK! დავით გაბუნიას საკითხავი
ინტერვიუ

#OK! დავით გაბუნიას საკითხავი

June 9, 2025
#OK! დავით ქართველიშვილის საზაფხულო საკითხავი
ინტერვიუ

#OK! დავით ქართველიშვილის საზაფხულო საკითხავი

June 9, 2025
#OK! გიორგი კეკელიძის საკითხავი
Slider Area

#OK! გიორგი კეკელიძის საკითხავი

June 9, 2025
#OK! მასწავლებელი – ლადო აფხაზავა
ინტერვიუ

#OK! მასწავლებელი – ლადო აფხაზავა

June 9, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ირინა შეიკი Muse Magazine-ის გარეკანზე: მოდელი Justin French-ის ობიექტივში

#OK! ირინა შეიკი Muse Magazine-ის გარეკანზე: მოდელი Justin French-ის ობიექტივში

March 16, 2022
#OK! „30 წლის წინ, ჩემს ქმართან, რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა, გავფრინდი“ – ნანიკო ხაზარაძის სიყვარულის ისტორია!

#OK! „30 წლის წინ, ჩემს ქმართან, რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა, გავფრინდი“ – ნანიკო ხაზარაძის სიყვარულის ისტორია!

June 5, 2023
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! “ორსულობის პროსეცი ყოველთვის პოზიტიური არ არის, ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი” – ენ ჰეტევეი WSJ. Magazine-ის გარეკანზე

#OK! “ორსულობის პროსეცი ყოველთვის პოზიტიური არ არის, ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი” – ენ ჰეტევეი WSJ. Magazine-ის გარეკანზე

March 23, 2022

კვირის ჰიტები

#OK! გიორგი კეკელიძის საკითხავი

#OK! გიორგი კეკელიძის საკითხავი

June 9, 2025
#OK! ხელოვნება, როგორც ემოციის გადმოცემის საშუალება

#OK! ხელოვნება, როგორც ემოციის გადმოცემის საშუალება

June 9, 2025
#OK! ანჯელინა ჯოლი – ცხოვრების ახალი თავი

#OK! ანჯელინა ჯოლი – ცხოვრების ახალი თავი

June 4, 2025
#OK! ჯონათან ანდერსონი Dior-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

#OK! ჯონათან ანდერსონი Dior-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

June 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები