• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! Shop Etosi – ადგილი, სადაც შოპინგი ბედნიერებას ნიშნავს

დახვეწილი არჩევანი გემოვნებიანი ქალბატონებისთვის

April 22, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

დღეს გიამბობთ Shop Etosi-ს შესახებ, რომელიც ბათუმელი მომხმარებლის საყვარელი ადგილია. აქ ყველა ასაკის და ზომის ქალბატონი შეძლებს თავისთვის სასურველი, ხარისხიანი, ტრენდული და გემოვნებიანი სამოსის შერჩევას. პროფესიით დიპლომატი ეტოსის დამფუძნებელი და  დირექტორი ეთო გოგოლაძე გვიამბობს მისი შექმნის ისტორიას და მოგვიყვება shop etosi-ს სამომავლო გეგმების შესახებ.

 

რა იყო  „Shop etosi“-ს შექმნის მიზანი?

წლების წინ, როდესაც ოჯახი შევქმენი, თბილისიდან ბათუმში გადმოვედი საცხოვრებლად, იმ პერიოდისთვის ჩემთვის უცხო გარემოში, აუცილებლად მინდოდა მეკეთებინა ის საქმე, რაც დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა.  ჩემი 15წლიანი გამოცდილება გაყიდვების და მენეჯმენტის სფეროში კი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ გამეხსნა საკუთარი მაღაზია, რომელიც ზუსტად ვიცოდი  გაამართლებდა. შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს  ეტოსი ბევრი ბათუმელი(არამარტო) ქალბატონის საყვარელი მაღაზიაა.

შექმნის მიზანი კი სწორად ეს იყო – ჩვენთან მოსული ყველა მომხმარებელი ჩვენთან შოპინგით ყოფილიყო კმაყოფილი და ბედნიერი. ჩემი დღევანდელი მიზანიც ესაა – ეტოსის ლუქები ყველა ქალის გარდერობს უნდა ამშვენებდეს.

 

 

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

Shop etosi მომხმარებლებს სთავაზობს ქალის ტრენდულ და ხარისხიან სამოსს ხელმისაწვდომ ფასად. როცა მაღაზიას ვხსნიდი ჩემი გათვლა იყო ეტოსი ყოფილიყო ყველასთვის სასურველი და ამავდროულად ხელმისაწვდომი მაღაზია. ეტოსის სამოსი გამოირჩევა მრავალფეროვანი დიზაინით და ფერებით. და რაც მთავარია, ის გათვლილია ნებისმიერი ასაკის და ზომის ქალბატონისთვის. ჩვენთან გაყიდვაშია, როგორც თურქეთის, ასევე ჩინეთის უმაღლესი ხარისხის მოდელები.

 

რა არის ის მთავარი ნიშა, რაც გამოგარჩევთ?

უპირველესად, გულწრფელი და მეგობრული დახვედრა ყველა მომხმარებელთან. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენთან ერთხელ მოსული ადამიანი შემდგომ ჩვენი ერთგული მომხმარებელი ხდება. პროფესიით დიპლომატი ვარ და ჩემი პროფესია მეხმარება ხალხთან ურთიერთობაში, ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მართლა არ მახსენდება ისეთი შემთხვევა, რომ მომხმარებელი ჩვენგან უკმაყოფილო წასულიყოს, პირიქით მეორე დღეს საშოპინგოდ მეგობრებიც მოჰყავთ ეტოსში. ჩემი გემოვნებით შექმნილი ლუქები ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს და ხშირ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ნივთზე მოსულები ბევრი შენაძენით ბრუნდებიან უკან.

ჩვენთან შოპინგს კიდევ უფრო ამარტივებს ის ფაქტი, რომ ახალი კოლექციის ფოტოები ყოველთვის ჩვენს ფეისბუქ ინსტაგრამ და ტიკტოკ პლატფორმაზე იდება, რაც ჩვენი ონლაინ მომხმარებლებისთვის ძალიან კომფორტულია. გვაქვს ხშირი ლაივ ჩართვები გათამაშებები და ბევრი სიურპრიზები. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ეტოსში ხარისხი ფასზე ბევრად მაღალია.

 

სად არის შესაძლებელი „Shop etosi“ს სამოსის შეძენა?

ჩვენი მაღაზია მდებარეობს ბათუმში, გორგილაძის 55 ნომერში, ყველასთვის ნაცნობ და ცენტრალურ ქუჩაზე. ასევე გვაქვს საკურიერო და საფოსტო  მომსახურება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოგეხსენებათ ბათუმი ყველასთვის საყვარელი ტურისტული ქალაქია და ზაფხულში განსაკუთრებით მატულობს ჩვენს გასახდელთან რიგები.

 

როგორ ირჩევთ კოლექციებს ამ ტანსაცმლის ბრენდებს?

კოლექციები, რომელიც ეტოსში დაგხვდებათ სრულიად ჩემი გემოვნებით არის შერჩეული. ჩვენთან როგორც კლასიკური ასევე ყოველდღიური casual სტილის შეძენას შეძლებთ. მოდელების და ბრენდების შერჩევის დროს აქცენტი კეთდება, როგორც მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ასევე იმაზე, თუ რა არის აქტუალური მიმდინარე სეზონზე. თუმცა მნიშვნელოვანია, ის სტილი და ინდივიდუალიზმი, რომელიც ეტოსს ახასიათებს არ იყოს ამოვარდნილი ხაზიდან. მოდელები არ იყოს მასიური და ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო ბრენდების განსხვავებული და დახვეწილი სამოსი.

 

 

რა გაძლევთ მოტივაციას, რომ წარმატებული იყოთ?

ჩემი მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია, მეუღლე, რომელიც აქტიურადაა ჩართული ჩვენს საქმიანობაში. ჩემი შვილები სესილი და სანი. სესილი 10 წლისაა და ყველაზე დიდი გულშემატკივარი  და მრჩეველია ჩემი. გარდა ამისა, ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემი ერთგული თუ ახლად შეძენილი მომხმარებლები, რომლებიც წლებია მომყვებიან მენდობიან და მაძლევენ ძალას და სტიმულს, რომ სულ წინ და წინ ვიარო დიდი წარმატებისკენ. მადლობა თქვენ, რომ მომცა შესაძლებლობა გამომეხატა ჩემი სიყვარული და პატივისცემა მათ მიმართ.

 

რა რჩევას მისცემდით მათ, ვისაც სურთ მოდის სფეროში ბიზნესის წამოწყება?

უპირვეელსად, აუცილებელია საქმე, რომელსაც აკეთებთ გიყვარდეს და გსიამოვნებდეს. ირწმუნეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების, დაისახეთ მიზანი, დრო და შრომა ჩადეთ და შედეგი არ დააყოვნებს. გახსოვდეთ ოდესღაც ყველამ 0-დან დავიწყეთ. დააფასეთ თქვენი თითუელი მომხმარებელი, შეუქმენით შოპინგისთვის სასიამოვნო გარემო, ეს პროცესი ორივე მხარისთვის ერთგვარი თერაპიაა.

იმუშავეთ საკუთარ განვითარებაზე, ყოველდღე ფეხი აუწყეთ მოდას – მის სტანდარტებს და დარწმუნდებით, რომ შეუძლებელი არაფერია.

წარმატებებს ვუსურვებ ყველა დამწყებს ამ სფეროში, ჯანსაღი კონკურენცია კი დიდი წარმატების ერთ ერთი საიდუმლოა.

 

სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმები დიდი და მრავალფეროვანია. ზოგადად მიზანდასახული ადამიანი ვარ და რასაც ვიტყვი ის აუცილებლად უნდა გავაკეთო. ამისთვის კი არც დროს ვზოგავ და არც ენერგიას.  ბევრჯერ ნულიდანაც დამიწყია ყველაფრის კეთება. მინდა ეტოსის ფილიალის გახსნა, რომელიც ბევრად დიდი იქნება და ჩვენს ყველა მომხმარებელს ერთდროულად დაიტევს.

მაქვს კიდევ ერთი უმაგრესი იდეა, რომლის განხორციელებასაც მალე დავიწყებთ, თუმცა ჯერ სიურპრიზად დავტოვებ. გამოგვყევით და შემოგვიერთდით ჩვენს სოციალურ ქსელებში ერთად გავიზარდოთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მენეჯერი – ლიკა მენაღარიშვილი

#OK! მენეჯერი – ლიკა მენაღარიშვილი

April 5, 2025
#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

#OK! მაკოლეი კალკინი „მარტო სახლში“-ს გაგრძელებას გეგმავს

November 27, 2025
#OK! “მე ასე გავიღვიძე” – როგორ გამოიყურება 41 წლის კიმ კარდაშიანი მაკიაჟის გარეშე

#OK! “მე ასე გავიღვიძე” – როგორ გამოიყურება 41 წლის კიმ კარდაშიანი მაკიაჟის გარეშე

May 19, 2022
#OK! ქართული ბრენდი Crosty ბექა ბერიძეს სიტყვა “თავისუფლების” გამოყენებას უკრძალავს

#OK! ქართული ბრენდი Crosty ბექა ბერიძეს სიტყვა “თავისუფლების” გამოყენებას უკრძალავს

June 16, 2022

კვირის ჰიტები

ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

ქეთევან კაკალაძე საკუთარ კლინიკაზე, ხელოვნების სიყვარულსა და თავის წილ ბათუმზე

December 21, 2025
მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

მალო დოლიძე – ძლიერი ქალი ტექსტილის სამყაროში

December 21, 2025
#OK! კომპანიის მფლობელმა თანამშრომლებს 240 მილიონი დოლარი აჩუქა

#OK! კომპანიის მფლობელმა თანამშრომლებს 240 მილიონი დოლარი აჩუქა

December 26, 2025
მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება!  სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება! სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

December 23, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები